ტანზანიელი ბავშვების შემზარავი ისტორია, რომელთა სხეულის ნაწილები ოქროზე ძვირად ფასობს.

ფოტოგრაფმა ერიკ ლიაფორგმა შექმნა ფოტოპროექტი, რომელიც გადმოგვცემს ტანზანიელი ალბინოსი ბავშვების შემზარავ, შემაძრწუნებელ ისტორიას, რომელთა სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით, წარმატება, იღბალი და ბედნიერება მოაქვს.
ლიაფორგი ესტუმრა საქველმოქმედო დაწესებულებას ''Under the Same Sun'', სადაც ალბინოსი ბავშვები ცხოვრობენ დაცვის ქვეშ.

''ტანზანიაში ალბინოსების სხეული ოქროზე ძვირად ფასობს. ჯადოქრები ამ ბავშვების სხეულის ნაწილებს: ცხვირს, სასქესო ორგანოს, ენას, თითებს და ყურებს გამოიყენებენ სპეციალური წამლის დასამზადებლად, რომელსაც ბედნიერება მოაქვს'' - გვიყვება ლიაფორგი.
2000 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში დაფიქსირებულია ალბინოსი ბავშვების მკვლელობის 76 შემთხვევა, თუმცა სინამდვილეში ეს რიცხვი გაცილებით დიდი და მასშტაბურია.
ქვეყანაში, რომელშიც ერთი ადამიანის საშუალო თვიური შემოსავალი 40 დოლარს შეადგენს, ალბინოსის კიდურის ფასი მერყეობს 500 დან 75 ათას დოლარამდე.
ფოტოგრაფი გაესაუბრა თითოეულ ბავშვს. 14 წლის ემანუელ ფესო გვიყვება, რომ მან გადაიტანა საშინელი თავდასხმა, რომლის დროსაც მას მოკვეთეს ერთი ხელის მთლიანი მტევანი, ხოლო მეორე ხელზე დააჭრეს თითები. ასევე მან დაკარგა 4 კბილი და დაიზიანა ენა.
მიუხედავად ამ შემზარავი ისტორიისა, ემანუელს ძლიან უყვარს ხატვა და ოცნებობს პრემიერ მინისტრობაზე, რათა იყოს საკუთარი ქვეყნის სამსახურში.
12 წლის გოგონა სახელად კაბულა ნგარანგო ასევე იქცა საშინელი თავდასხმის მსხვერპლად. პატარას საკუთარ დედასთან ერთად ეძინა, როდესაც მას მოკვეთეს ხელი. გოგონა ოცნებობს, რომ გამოვიდეს იურისტი, რათა დაიცვას სხვა ალბინოსი ბავშვების უფლებები.

6 წლის ბარაკ კოსმასს ყველაზე საშინელი ისტორია აქვს. პატარას მოკვეთეს ხელი, რის გამოც დაიჭირეს 17 ეჭვმიტანილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ საშინელ ტრაგედიაში წვლილი მამამის და მის ძმას მიუძღვოდათ, რომლებმაც ბარაკის ხელი 5000 დოლარად გაყიდეს.

ტანზანიელი ჯადოქარი.

ემანუელ ფესტომ თავდასხმა გადაიტანა 2007 წელს. მას მაჩეტეს გამოყენებით მოკვეთეს ხელის მთლიანი მტევანი, მეორე ხელზე დააჭრეს თითები, დაუზიანეს ენა და კბილები.

14 წლის ადამ რობერტს თავს დაესხნენ მაჩეტეთი და მოკვეთეს სამი თითი. ადამმა პოლიციასთან საუბრისას აღიარა, რომ მას თავს საკუთარი ოჯახის წევრები დაესხნენ. მეზობლებმა დაამტკიცეს რობერტის ჩვენება, რის გამოც სამართალდამცავებმა დაუყონებლივ დააკავეს დამნაშავეები. ''მე აღარასდროს დავბრუდები ჩემს ოჯახში'' - ამბობს ადამი.