ამერიკელი 16 წლის გოგონა საავადმყოფოში შავი ჭირის დიაგნოზით აღმოჩნდა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში შიში და პანიკა დათესა.

ამერიკელი 16 წლის გოგონა საავადმყოფოში შავი ჭირის დიაგნოზით აღმოჩნდა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში შიში და პანიკა დათესა.
დაუჯერებელია, მაგრამ 16 წლის გოგონას ორეგონიდან დაუსვეს შავი ჭირის დიაგნოზი. ეს გახლავთ სენი, ავადმყოფობა, რომელმაც მე-14 საუკუნეში 50 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით ორეგონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვეტერინარმა, ემილიო დებესმა განაცხადა:

''ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ შავი ჭირი წარსულის ავადმყოფობაა, თუმცა ეს მცდარი წარმოდგენაა. საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში ეს სენი იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა თითოელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას გარკვეული წესები, განსაკუთრებიით კი მაშინ, როდესაც საქმე ველურ ბუნებასთან გვაქვს''.

შავი ჭირით შეპყრობის შემთხვევაში, გაციების მსგავსი სიმპტომების აღმოჩენიდან 10 დღეში მსხვერპლი იღუპება.

ექიმების ვარაუდით გოგონას ორგანიზმში ეს სენი კოღოს ნაკბენიდან აღმოჩნდა.

საბედნიეროდ, შავი ჭირი არ გავრცელებულა, თუმცა დასავლეთ ამერიკის მთავრობა მოსახლეობას ყურადღების გამოჩენისკენ უხმობს. 1995 წლიდან მოყოლებული ორეგონის შტატში დაფიქსირებულია შავი ჭირის 8 შემთხვევა, თუმცა საბედნიეროდ, არცერთ მათგანს არ გამოუწვევია სიკვდილი, რაც თანამედროვე მედიცინის დამსახურებაა.
მხოლოდ ამ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა შავი ჭირის 15 შემთხვევა, რაც გასული წლების მაჩვენებლებს ჯერადად აღემატება. რაც შეეხება 16 წლის გოგონას, ის გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.