5 პრობლემა, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში მილიონერი გახდებით.

5 პრობლემა, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში მილიონერი გახდებით.
5 პრობლემა, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში მილიონერი გახდებით:

1. ჰოჯის ჰიპოთეზა.
1941 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ჰოჯმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ნებისმიერი გეომეტრიული სხეული შეგვიძლია გამოვიკვლიოთ როგორც ალგებრული განტოლება და შევქმნათ მისი მათემატიკური მოდელი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ობიექტის გამოკვლევა გაცილებით მარტივი იქნება, თუ მას დავყოფთ ნაწილებად და გამოვიკვლევთ თითოეულ მათგანს, მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა: ქვის ნატეხის გამოკვლევით ჩვენ ვერაფერს ვიტყვით იმ ციხე-სიმაგრის შესახებ, რომელიც ამ ქვისგანაა აშენებული, თუმცა თავდაპირველი ობიექტის შემადგენელ ნაწილებად დაშლის შემთხვევაში შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ზოგიერთი ნაწილი ზედმეტია, ან პირიქით - არ არის საკმარისი. ჰოჯის მიღწევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მან აღწერა პირობები, რომლის ფარგლებშიც არავითარ შემთხვევაში არ გაჩნდება ''ზედმეტი'' და არ დაიკარგება საჭირო ნაწილი. ასეთი პირობების შექმნა პროფესორმა ალგებრულ გამოთვლებზე დაყრდნობით შეძლო, თუმცა მისი მოსაზრების დამტკიცება მათემატიკოსებისთვის 70 წელია უკვე დიდ თავსატეხს წარმოადგენს და ის ადამიანი, ვინც მის გადაჭრას შეძლებს, ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს...