ქალბატონმა ეპილეფსიის შემოტევის შემდეგ შუა სადგურში წერილით ხელში გაიღვიძა, რომლის წაკითხვის შემდეგაც ცრემლები ვერ შეიკავა.

ქალბატონმა ეპილეფსიის შემოტევის შემდეგ შუა სადგურში წერილით ხელში გაიღვიძა, რომლის წაკითხვის შემდეგაც ცრემლები ვერ შეიკავა.
ეპილეფსია - საშინელი დაავადება, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იტანჯება. ცხოვრება ამ სენით გაცილებით მარტივია, როდესაც გვერდში მოიძებნება ისეთი ადამიანი, როგორიც ეს კაცია, რომლის შესახებაც დღეს ჩვენ მოგითხრობთ.

სურათზე ნაჩვენები ქალბატონი გახლავთ ელი ფარნფილდი, რომელსაც მტარებლით მგზავრობის დროს ეპილეფსიის შემოტევა დაემართა.



27 წლის ფიტნეს-ინსტრუქტორი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც სადგურზე წერილით ხელში გაიღვიძა, რომელიც მას დაუტოვა სრულიად უცხო მამაკაცმა, რომელიც მძიმე წუთებში მის გვერდში აღმოჩნდა.

ქალბატონმა ეპილეფსიის შემოტევის შემდეგ შუა სადგურში წერილით ხელში გაიღვიძა, რომლის წაკითხვის შემდეგაც ცრემლები ვერ შეიკავა.

ამ მამაკაცის შესახებ ელიმ არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ მას ტომი ჰქვია. ესეც მის მიერ დატოვებული წერილი:



''გამარჯობა ელეონორა. ვიმედოვნებ, რომ იმ დროისათვის, როდესაც ამ წერილს წაიკითხავ, თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობ. თქვენ შემოტევა გქონდათ, რის გამოც მატარებლიდან ჩამოგიყვანეთ. თავი არ დაგირტყამთ, თუმცა შეიძლება ფეხი დაგიზიანეთ, როდესაც დაგაბიჯეთ, სანამ შეგამჩნევდით, რომ იატაკზე იწექით. სამწუხაროდ, დარჩენა და თქვენს გვერდში ყოფნა ვერ შევძელი, თუმცა აგერ ყავა გამოსაფხიზლებლად და ესეც 10 ევრო, რათა სახლში შეძლოთ დაბრუნება. მეტი ფული თან ნამდვილად არ მქონდა, ასე, რომ ვიმედოვნებ, რომ შორს არ ცხოვრობთ და სახლამდე მისასვლელად ეს თანხა გეყოფათ. მე დავუკავშირდი ხალხს თქვენი ტელეფონით, გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, რომელიც უკვე გზაშია და გავაფრთხილე სადგურზე მომუშავე პერსონალი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და მალე გამოჯანმრთელობას. სიყვარულით, ტომი''.

ტომმა არა მხოლოდ გამოიძახა სასწრაფო, არამედ დაუკავშირდა 14 ადამიანს ელის ტელეფონით.



ელი სასიამოვნოდ გაოცებული იყო ამ წერილის წაკითხვის შემდეგ და ამ მომენტისთვის ცდილობს მის პოვნას.

''წარმოდგენაც კი არ მაქვს, თუ ვინ იყო ის ადამიანი, თუმცა ძალიან მინდა პირადად მადლობა გადავუხადო მას. ტომის პოვნის შემთხვევაში, პირველ რიგში მსურს თავისი ფული დავუბრუნო მას, ხოლო შემდეგ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რაც მან გააკეთა. ის ნამდვილად იმსახურებს მადლიერებას''.