მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 15 ნივთიერება, რომლის ერთი გრამიც რამდენიმე მილიონი ღირს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 15 ნივთიერება, რომლის ერთი გრამიც რამდენიმე მილიონი ღირს
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 15 ნივთიერება, რომლის ერთი გრამიც რამდენიმე მილიონი ღირს:

1. ოქრო



1 გრამი - $56

ოქროს ფასი და ღირებულება ყოველთვის დამოკიდებული იყო ბაზარზე, თუმცა უკვე ათასობით წელია, რაც ეს ნივთიერება სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება.
წარსულში ოქრო ჩვეულებრივი ვალუტა იყო, ხოლო დღესდღეობით იგი გამოიყენება ელექტრონიკაში, რადგან ოქრო მძიმე ინერტული მეტალია არაჩვეულებრივი გამტარობით.

2. როდიუმი



1 გრამი - $ 58

მსოფლიოში არსებული როდიუმის 60% მოიპოვება სამხრეთ აფრიკაში. მოვერცხლისფრო-მოთეთრო ნივთიერება მიეკუთვნება პლატინის ჯგუფის მეტალებს, თუმცა ის გაცილებით მჭიდრო, მყარი და გამძლეა მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე პლატინა. ამ ელემენტს საკმაოდ ხშირად ''თეთრ ოქროდაც'' მოიხსენიებენ და საკმაოდ ხშირად ვხვდებით მას საუიველირო დაწესებულებებში, საავიაციო ძრავებში, კატალიზურ ფილტრებში და ნეიტრალიზატორებში.

3. პლატინა



1 გრამი - $ 60

პლატინა - მოვერცხლისფრო-თეთრი მეტალი, რომელსაც საკუთარი ელასტიურობის გამო უამრავი გამოყენება აქვს. როდიუმისა და ოქროს მსგავსად პლატინას გამოიყენებენ საუიველირო მიზნებისთვის, ძრავებში და კატალიზატორად ქიმიურ რეაქციებში.
პლატინა პრაქტიკულად არ იჟანგება ჰაერზე და არ დნება მარილმჟავასთან, ან აზოტმჟავასთან ურთიერთქმედებისას. ეს ელემენტი ხელმეორედ აღმოაჩინეს 1735 წელს, რადგან ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 1200 წელს ეგვიპტელები გამოიყენებდნენ მას საუიველირო მიზნებისთვის.

4. მეტამფეტამინი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 15 ნივთიერება, რომლის ერთი გრამიც რამდენიმე მილიონი ღირს

1 გრამი - $ 100

მეტამფეტამინი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული ნივთიერება მსოფლიოში, რომელსაც მივყავართ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებამდე.
პრეპარატის უნარს, გამოყოს მაქსიმალურად სწრაფად დოფამინი ტვინში, მივყავართ აგრესიულობამდე, ფსიქოზამდე, პარანოიამდე, უძილობამდე, შფოთვამდე და ა.შ.

5. მარტორქას რქა



1 გრამი - $ 110

აზიაში სჯერათ, რომ მარტორქის რქისგან დამზადებულ ფხვნილს შეუძლია სიმსივნისგან განკურნება და ნაბახუსევის მორჩენა. დაუზიანებელი რქა ითვლება სიმდიდრისა და მაღალი სოციალური სტატუსის სიმბოლოდ.

6. ჰეროინი



1 გრამი - $ 130

დღესდღეობით ოპიუმის 80%, რომელიც გამოიყენება ჰეროინის დასამზადებლად, შემოდის ავღანეთიდან. ეს ნარკოტიკული ნივთიერება იწვევს ეიფორიას, რის გამოც იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პრეპარატად მსოფლიოში.

7. კოკაინი



1 გრამი - $ 215

ეს ნარკოტიკული ნივთიერება განაპირობებს კარგ ხასიათს, სასიამოვნო განცდებსა და მხიარულებას. სწორედ ამ მახასიათებლების გამო გახდა კოკაინი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც განსაკუთრებული სიხშირით გამოიყენებენ წვეულებებზე. ეს ნარკოტიკი-სტიმულატორი მზადდება კოკაინის ფოთლებისგან, რომელი იზრდება სამხრეთ ამერიკაში.
ამ ნარკოტიკული ნივთიერების არც თუ ისე ხანგრძლივი ეფექტის გამო ადამიანები საკმაოდ ხშირად დამოკიდებულები ხდებიან მასზე.

8. ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი



1 გრამი - $ 3 000

პრეპარატი, რომელიც ცნობილია ''LCD'' სახელწოდებით, სრულიად შემთხვევით დაასინთეზა ალბერტ ჰოფმანმა შვეიცარიაში 1938 წელს, როდესაც ცდილობდა პრეპარატის დამზადებას, რომლის დანიშნულებაც შიზოფრენიის განკურნება უნდა ყოფილიყო.
ამ პრეპარატის გამოგონებიდან ხანმოკლე დროის გასვლის შემდეგ ადამიანებმა მისი გამოყენება ცნობიერების გასაფართოებლად დაიწყეს, რის გამოც 1960_იან წლებში ამ პრეპარატმა წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა მოიპოვა. ''LCD"_ის მიღება იწვევს ძლიერ ჰალუცინაციებს, რამაც შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე და სერიოზულ ფიზიკურ ტრამვებამდე.

9. პლუტონიუმი



1 გრამი - $ 4 000

პლუტონიუმი წარმოიქმნება ურანის (U-238) დასხივების დროს, რაც ძირითადად ხდება ატომური რეაქციების მიმდინარეობისას. ამ ელემენტს ძალზედ იშვიათათ ვხვდებით ბუნებაში. პლუტონიუმი გამოიყენება ატომური იარაღის დასამზადებლად.

10. პეინიტი



1 გრამი - $ 9 000

პირველად ეს უიშვიათესი მინერალი აღმოაჩინეს ბირმში 1950_იან წლებში. მას ახასიათებს მოვარდისფრო, მოყავისფრო, ან მოწითალო ფერი. 2000 წლისათვის აღმოჩენილი იყო პეინიტის მხოლოდ 3 კრისტალი, ხოლო დღესდღეობით მათი რიცხვი 25 მდე გაიზარდა.

11. ტაფეიტი



1 გრამი - $ 20 000

ტაფეიტი - უიშვიათესი, ძვირადღირებული ქვა, რომელიც პირველად 1945 წელს აღმოაჩინეს. დღესდღეობით მეცნიერებმა მოიპოვეს რამდენიმე ასეული ქვა. ტაფაეტისთვის დამახასიათებელია წითელი და იასამნისფერი ფერები, თუმცა წითელი შეფერილობის ეგზემპლიარი აღმოჩენილია მხოლოდ 10 ცალი.

12. ტრითიუმი



1 გრამი - $ 30 000

ტრითიუმი (წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი) წარმოიქმნება დეიტერიუმის, ან აზოტის ატომებზე კოსმოსური რადიაციის მოქმედების შედეგად.

13. ბრილიანტი



1 გრამი - $ 55 000

ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდისფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს.

14. კალიფორნიუმი



1 გრამი - $ 27 მილიონი

1950 წელს კალიფორნიაში სინთეზირებული კალიფორნიუმი ითვლება უიშვიათეს მეტალად, რომელსაც საერთოდ ვერ შეხვდებით ბუნებრივ პირობებში. მაღალრადიოაქტიური ნივთიერების ერთი მიკროგრამი ასხივებს 170 მილიონ ნეიტრონულ ნაწილაკს 1 წუთში, რაც მას ხდის მომწამვლელს ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის.

15. ანტიმატერია



1 გრამი - $ 6,25 ტრილიონი

დღემდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ნივთიერებად ითვლება ანტიმატერია, რომლის მიზერული რაოდენობის შესაქმნელადაც საჭიროა ისეთი უახლოესი ტექნოლოგიები, როგორიცაა დიდი ადრონული კოლაიდერი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ანტიმატერიას ჩვეულებრივ მატერიასთან ურთიერთქმედებისას ახასიათებს გამანადგურებელი თვისებები, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ოდესღაც ისინი გამოიყენებენ ამ ნივთიერებას კოსმოსური ხომალდების ძრავებში.