მან სახე დაიფარა ცილით. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ შედეგი ასე გამაოცებდა...

მან სახე დაიფარა ცილით. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ შედეგი ასე გამაოცებდა...
გსურთ გამოიყურებოდეთ ლამაზად, თუმცა არ გაქვთ ყოველდღიურად სალონში სიარულის და ძვირადღირებული პროცედურების ჩატარების საშუალება? დღეს ჩვენ გასწავლით კანის მოვლის არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელიც ძვირადღირებულ პროცედურებს არაფრით ჩამოუვარდება.

ცილის ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ:

1 კვერცხი;

უბრალო ხელსახოცები, ან ტუალეტის ქაღალდი;

1. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. ნიღბის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ცილა, ხოლო გული შეგიძლიათ გამოიყენოთ კულინარიული მიზნებისთვის. ჩანგლის, ან მიქსერის მეშვეობით კარგად აურიეთ ცილა.



2. კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით დაიტანეთ ცილა სახეზე. არ შეეხოთ თვალებისა და პირის მიმდებარე ზონას, რადგან აქ არსებული კანი ძალზედ ნაზი, მგრძნობიარეა და ცილის აქტიურმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გაწითლება. ამ ადგილების დასაცავად ნიღბის გაკეთებამდე შეგიძლიათ დაიტანოთ სპეციალური დამატენიანებელი კრემი.



3. მოიმარვჯეთ უბრალო ხელსახოცები, ან ტუალეტის ქაღალდი. ეს არის გადამწყვეტი მომენტი, რომელიც განაპირობებს ნიღბის სასწაულქმედებას...



4. სახეზე დატანილ ცილას დააკარით ზემოდან ხელსახოცები. გარკვეული დროით თქვენ მუმიას დაემსგავსებით, თუმცა მერწმუნეთ, ეს ამად ნამდვილად ღირს...



5. ფუნჯის გამოყენებით ხელსახოცების ზედაპირზე კვლავ შეიზილეთ ცილა იქამდე, სანამ ქაღალდი გამჭვირვალე არ გახდება.



6. მოითმინეთ, სანამ ნიღაბი ბოლომდე არ გაშრება, რასაც დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება. მშრალი ხელსახოცების მოშორება კანიდან ძალზედ მარტივი პროცესია.



7. ჩატარებული პროცედურის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და შეიზილეთ საყვარელი დამატენიანებელი კრემი. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თქვენი კანი უფრო ხავერდოვანი გახდება, პატარა ნაოჭები გასწორდება და გამონაყარი გაქრება. ცილს ნიღაბი განსაკუთრებით გამოადგებათ იმ ადამიანებს, რომელთაც კანთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ამ უნიკალურ ნიღაბს აქვს დაბერების საწინააღმდეგო გავლენა თქვენს კანზე...



ეს ულამაზესი გოგონა ვიდეოში კიდევ უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ, თუ როგორ დაამზადოთ ცილის ნიღაბი და როგორ მიიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი.