ამ 4 წლის გოგონას ქმარი მასზე 25 წლით უფროსია
4 წლის ები ცხოვრობს ნიუ-იორკში. გოგონა ყოველთვის იღიმის, თუმცა ბედნიერი სახის მიღმა საშინელი სიმართლე იმალება. პატარა შეპყრობილია ლეიკემიის განსაკუთრებული ფორმით, რომლის განკურნებაც შეუძლებელია. ები ამ ეტაპზე იმყოფება სპეციალურ საავადმყოფოში, სადაც იგი ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.
ების საბედნიეროდ ჰყავს საყვარელი ექთანი მეტ ჰილკინგი. პატარა პაციენტი ყოველდღიურად სტუმრობს მას შემოწმების გასავლელად, თუნდაც ამის საჭიროება არ არსებობდეს. გოგონას ძალიან მოსწონს თავისი ექთანი და მისი გაცნობისთანავე მასზე დაქორწინებაზე ოცნებობდა.
ერთ მშვენიერ საღამოს გოგონა გამოუტყდა დედას, რომ მას ძალიან მოსწონდა და უყვარდა მეტი და დიდი სურვილი ჰქონდა, რომ შემდეგი შეხვედრისთანავე მისთვის საკუთარი ხელი და გული შეეთავაზებინა. როდესაც ექთანმა ყოველივე ამის შესახებ შეიტყო, იგი მომენტალურად შეუდგა ქორწილის ორგანიზებას.
ების ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდა წინ...
პატარამ საჩუქრად თეთრი საქორწინო კაბა მიიღო , ხოლო მეტმა - ორიგინალური მაისური-სმოკინგი.
როგორც კი გოგონა შევიდა ''ქორწინების სახლში'', მას ყველა მხრიდან ვარდის ფურცლებს უფენდნენ. ''გამომყვები ცოლად?'' - ჰკითხა მეტმა. ''კიიიიი!'' - დაიყვირა გოგონამ და გადაეხვია თავის ქმარს.
''მე ვიმედოვნებ, რომ ები ყოველთვის გაიხსენებს ამ დღეს ღიმილით, თუნდაც ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე'' - ამბობს მეტი.
ესეც საქორწინო ავტომობილი - კიდევ ერთი საჩუქარი გოგონას თავისი ქმრისგან...