გოგონამ დაიკლო 51 კილოგრამი, რათა დამგვანებოდა კიმ კარდაშიანს და აი რა გამოვიდა...

გოგონამ დაიკლო 51 კილოგრამი, რათა დამგვანებოდა კიმ კარდაშიანს და აი რა გამოვიდა...
მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ბევრ ადამიანს ქალური სილამაზის ეტალონად კიმ კარდაშიანი ჰყავს ქცეული. მსახიობის 32 წლის თაყვანისმცემელი ვერიტი სენდფორდი ყოველთვის ამბობდა, რომ მას და რეალითი-შოუს ვარსკვლავს ერთნაირი სხეულის ფორმები აქვთ, თუმცა გოგონას ჭარბი წონის გამო ამის შემჩნევა შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ ვერიტიმ გადაწყვიტა საკუთარ თავზე მუშაობა, რის შედეგადაც მან 51 კილოგრამი დაიკლო.

''ჩემი და კიმის სხეულის ფორმები ძალზედ ჰგავს ერთმნეთს, თუმცა ზედმეტი ცხიმების გამო ამ მსგავსების დანახვა შეუძლებელი იყო'' - ამბობს ვერიტი.



ოდესღაც გოგონა 120 კილოგრამს იწონიდა, თუმცა საკუთარ თავზე დაუღალავი შრომის შედეგად მან 51 კილოგრამის დაიკლო და ახლა იგი 69 კილოგრამს იწონის.

გოგონამ დაიკლო 51 კილოგრამი, რათა დამგვანებოდა კიმ კარდაშიანს და აი რა გამოვიდა...

შეადარეთ ერთმანეთს ვერიტის ძველი და ახლანდელი ფოტო. სხვაობა ნამდვილად კოლოსალურია, არა?



''ვგიჟდები მის სტილზე. კიმის ფოტოებით აჭრელებულია ჩემი ოთახის კედლები, რაც სერიოზული მოტივატორი იყო ჩემთვის. მეტიც, გახდომის დაგეგმვისთანავე ტელეფონში გადმოვწერე კიმის რამდენიმე ფოტო, რომლებიც გავაერთიანე ერთმანეთში, გავუკეთე წარწერა: ''მოტივაცია'' და დავაყენე მთავარ ფოტოდ'' - ამბობს ვერიტი.



ვერიტის თქმით მას ძალზედ გაუჭირდა წონის დაკლება, რადგან იჯდა ძალზედ მკაცრ დიეტაზე, რომელიც კრძალავს ერთ დროს მისთვის საყვარელ ტკბილეულსა და სწრაფი კვების პროდუქტებს.



ვაღიაროთ, რომ გოგონას შრომას და წვალებას ტყუილად არ ჩაუვლია და ყოველივე ეს ამად ღირდა.