23 წლის მომღერლით გაოგნებული უკრაინული X Factor-ის ჟიური
უკრაინაში X Factor-ის შესარჩევი ტურები დასასრულს მიუახლოვდა. ბოლოს სცენაზე 23 წლის ოლესია მატაკოვა გამოვიდა, რომელმაც უიტნი ჰიუსტონის ჰიტი I have nothing შეასრულა. ჟიურის იმდენად მოეწონა ახალგაზრდა მომღერლის ნამღერი, რომ მას ფეხზე წამოუდგა და მორიგ ტურში გადაუშვა.