ეს ბერები საკუთარ თავს ისეთ რიტუალს უტარებდნენ, რომელიც ყველაზე საშინელ კოშმარშიც არ დაგესიზმრებათ!
ერთი საქმეა, როდესაც გიტარებენ მუმიფიკაციას გარდაცვალების შემდეგ, ხოლო სულ სხვა საქმეა, როდესაც ცდილობ საკუთარი თავის მუმიფიცირებას სიცოცხლეშივე. ეს პროცედურა ძალზედ გავრცელებული და პოპულარული იყო იაპონიაში შინგონის ბერებს შორის 1000 წლის წინათ.
შინგონი - რელიგიური სექტა, რომელიც შექმნა მამაკაცმა სახელად კუკაიმ. ეს რელიგია ერთდროულად მოიცავდა ბუდიზმის, ძველი შიტოსა და ტაოიზმის ელემენტებს. 835 წლის წინად კუკაის სიკვდილმა დასაბამი მისცა ტერმინს ''სოკუშინბუტსუს'', რომელიც საკუთარი თავის მუმიფიკაციას აღნიშნავს.
ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, სხვა ბერებმა გადაწყვიტეს, რომ გაჰყოლოდნენ მის კვალს. მზადება თვითმუმიფიცირებისთვის ძალზედ ხანგრძლივი და მტანჯველი პროცესი იყო, რომელიც 6 წელს გრძელდებოდა.
პირველი 1000 დღე ბერები არ ჭამდნენ არაფერს გარდა თხილისა, ბურღულეულისა და ხილისა. ყოველივე ამის პარალელურად ისინი ასრულებდნენ წარმოუდგენლად რთულ ფიზიკურ ვარჯიშებს, რათა სხეულზე ცხიმის რაოდენობა მინიმუმამდე დაეყვანათ.
ამ 1000 დღის გასვლის შემდეგ ბერები მიირთმევდნენ მხოლოდ ხის ქერქსა და სხვადასხვა მცენარის ფესვებს.
მეორე ციკლის დასასრულისათვის ბერები სვამდნენ შხამიან ჩაის, რაც მათში იწვევდა ღებინებას და ასე ბერები თავისუფლდებოდნენ ორგანიზმში არსებული სხვა სითხეებისგან, ასევე ეს ჩაი კლავდა მათ ორგანიზმში არსებულ მიკრობებსა და ბაქტერიებს, რომლებიც განაპირობებენ ხრწნის პროცესს.
საფინალო ეტაპისთვის, ანუ 6 წლიანი ტანჯვის შემდეგ ბერები იკეტებოდნენ ქვის სამარხში და მედიტირებდნენ გარდაცვალებამდე. სამარხში განთავსებული იყო მხოლოდ ერთი მილი, საიდანაც იქ მყოფ ადამიანს ჟანგბადის მცირე რაოდენობა მიეწოდებოდა და პატარა ზარი, რომელსაც ბერი დღეში ერთხელ რეკავდა, რათა თავისი თანამოძმეებისთვის შეეტყობინებინა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხლები იყო.
იმ დღეს, როდესაც ზარის ხმა არ გაჟღერდებოდა, თანამოძმეები სამარხს აშორებდნენ ჟანგბადის მისაწოდებელ მილს და ლუქავდნენ მას, ხოლო 1000 დღის გასვლის შემდეგ ამოწმებდნენ მიაღწია, თუ არა ბერმა ''სოკუშინბუტსუს''.
თუ ბერი საწადელის მიღწევას შეძლებდა და თვითმუმიფიკაციის პროცედურა წარმატებით დასრულდებოდა, მისი სტატუსი ბუდას სტატუსს უტოლდებოდა. უკვე მუმიფიცირებული სხეული გამოჰქონდათ სამარხიდან და ანთვასებდნენ ტაძრის ერთ-ერთ სპეციალურ დარბაზში, სადაც მას ისევე სცემდნენ თაყვანს , როგორც ღმერთს.
ათასობით ბერი ცდილობდა ''სოკუშინბუტსუს'' მიღწევას, იქამდე, სანამ ეს რიტუალი არ აკრძალეს მე-19 საუკუნეში. მხოლოდ 28 ბერმა შეძლო რიტუალის წარმატებით განხორციელება. მათი სხეულები დღესაც იაპონიაში მდებარე ტაძარშია განთავსებული.