რას მალავენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
რას მალავენ ვერძები
ვერძები ყოველთვის მალავენ სხვა ადამიანის გავლენას მათ ცნობიერებაზე და იქცევიან ისე, თითქოს იყვნენ დამოუკიდებლები და მათით მანიპულირება შეუძლებელი იყოს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევიან და არ შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ ადამიანს, რომელის მიმართ მათ სიმპათია გააჩნიათ. გარდა ამისა ვერძები ყოველთვის მალავენ საკუთარ კომპლექსებს. სინამდვილეში თავდაჯერებული ადამიანის ნიღბის უკან იმალება არსება, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი შიშების დაძლევა და ხშირად უშვებს საბედისწერო შეცდომებს.
რას მალავენ კუროები
კუროები, როგორც წესი ასაიდუმლოებენ საკუთარ პირად ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ახლო მეგობრებთანაც კი ძალზედ იშვიათად საუბრობენ, თუ რა ხდება მათ სასიყვარულო ფრონტზე და არასდროს აფიშირებენ საკუთარ გრძნობებს. გარდა ამისა კუროებისთვის დამახასიათებელია მათი რეალური ფინანსური მდგომარეობის გასაიდუმლოება. ისინი არასდროს არავის ეტყვიან, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ყოველთვიურად. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გონებაში გამჯდარი აქვთ ის აზრი, რომ ყველაზე ახლო ნათესავებმაც კი არ უნდა იცოდნენ მათი რეალური სიმდიდრის შესახებ.
რას მალავენ ტყუპები
ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტყუპებს არაფრის დამალვა არ სჩვევიათ, თუმცა ეს წარმოდგენა მცდარია. თუ ცოტათი ჩაუღრმავდებით ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს, მაშინ მიხვდებით, რომ ყველაფერი რაც მასზე გცოდნიათ - ერთი დიდი ტყუილია. ტყუპებს ურთიერთობა აქვთ ერთ ადამიანთან, ხოლო მეგობრად თვლიან მეორეს, ხშირად წვებიან ისეთ ადამიანთან, რომელიც არ უყვართ, დემონსტრირებენ პატივისცემას ისეთი ადამიანის მიმართ, რომელსაც ზურგსუკან ლანძღავენ და ა.შ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არაჩვეულებრივი მსახიობები არიან და ისინი ყოველთვის მალავენ საკუთარ ჭეშმარიტ სახეს.
რას მალავენ კირჩხიბები
კირჩხიბები გარშემო მყოფ ადამიანებს უმალავენ ყველაფერს, რისი დამალვაც შესაძლებელია. რატომ იქცევიან ასე? ეშინიათ, რომ ვინმემ მათი კუთვნილება არ დააზიანოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდი სიფრთხილით გამოირჩევიან და ყოველთვის ცდილობენ აარიდონ თავი ზედმეტ თვალს. მათ არ უყვართ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლების აფიშირება და გასაიდუმლოებული აქვთ საკუთარი გრძნობები ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე. ხშირად გულკეთილი კირჩხიბები იკეტებიან საკუთარ თავში, რომელიც გაუვალი ჯავშანია და იქცევიან ისე, თითქოს მათ არაფერი ადარდებდეთ, თუმცა რა თქმა უნდა ეს ასე არ არის! ამ ნიშნის წარმოამდგენლებს უბრალოდ ეშინიათ, რომ მათ კეთილსინდისიერებას სხვა ადამიანები ბოროტულად გამოიყენებენ და მათი გულუბრყვილობით ისარგებლებენ. მოკლედ, კირჩხიბები ძალზედ დიდი სიფრთხილით გამოირჩევიან და არასდროს გადაუშლიან გულს ისეთ ადამიმანს, რომელსაც 100% არ ენდობიან, ასეთი ადამიანები კი მათ ცხოვრებაში ძალიან ცოტანი არიან.
რას მალავენ ლომები
ლომები მალავენ საკუთარ თავდაუჯერებლობასა და რაიმე კონკრეტულ მომენტში საჭირო უნარ-ჩვევების არ ქონას. ამ ნიშნის წარმომადგენლები ენთუზიაზმით კიდებენ ხელს ნებისმიერ შემოთავაზებას, თუნდაც ეს მათთვის სრულიად უცხო სფერო იყოს, რადგან ვინმე არ დაეჭვდეს, რომ ამ ადამიანებმა რაიმე არ იციან და რაღაცის გაკეთება არ შეუძლიათ. ლომებს ძალზედ მაღალი თვითშეფასების უნარი აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში მათ პროგრესსა და წინსვლას ხელს უწყობს. ამ ადამიანებისთვის გაცილებით უფრო მარტივია რაიმეს სწავლა, ვიდრე კონკრეტულ საკითხში საკუთარი არაკომპეტენტურობის აღიარება. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად ლომები ასაიდუმლოებენ საკუთარ სამომავლო გეგმებს.
რას მალავენ ქალწულები
ქალწულები, როგორც წესი მალავენ საკუთარ ამბიციებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ამჯობინებენ, რომ იმოქმედონ ფარულად და არ მიიპყრონ არავის ყურადღება, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში სხვა ადამიანების თვალში არ დამცირდნენ. ასევე ეს ადამიანები ხშირად მალავენ საკუთარ ჭეშმარიტ გრძნობებს და დამოკიდებულებას სხვა ადამიანების მიმართ. გარდა ამისა, ქალწულებს ყოველთვის გასაიდუმლოებული აქვთ საკუთარი შემოსავალი, რადგან მათ არ უყვართ ვინმესთვის ფულის სესხება და იქცევიან ისე, თითქოს ამ ცხოვრებაში არაფერი ებადოთ.
რას მალავენ სასწორები
სასწორები ყოველთვის მალავენ საკუთრ ცოდვებს, რადგან მათ ძალიან ეშინიათ, რომ ადამიანების განკითხვის ობიექტად იქცევიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზედ არიან დამოკიდებულები უცხო აზრზე. გარდა ამისა, ეს ადამიანები არასდროს საუბრობენ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ სხვა ადამიანების მიმართ და თუნდაც ეზიზღებოდეთ ვიღაც, პირში ყოველთვის უცნინიან და იქცევიან ისე, თითქოს დიდი სიმპათიით იყვნენ გამსჭვალულები მის მიმართ. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ სასწორები ვერ იტანენ კონფილიქტს და დაძაბულ გარემოებაში ისინი ძალზედ არაკომფორტულად გრძნობენ თავს.
რას მალავენ მორიელები
მორიელები არასდროს საუბრობენ საკუთარი ზრახვების შესახებ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გასაიდუმლოებული აქვთ საკუთარი ჩანაფიქრები და სხვა ადამიანებს, რომლებითაც ისინი დაინტერესებულები არიან, ყოველივე ამის შესახებბ უთხრობენ ისე, რომ მათგან დახმარებას იღებენ, თუმცა ამ ადამიანებმა სინამდვილეში არ იციან, თუ რაში უწვდიან დახმარების ხელს მორიელს.
რას მალავენ მშვილდოსნები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან, რომ გიპასუხონ ნებისმიერ შეკითხვაზე და მშვიდად განიხილონ ნებისმიერი საკითხი თქვენთან ერთად, თუმცა სინამდვილეში მშვილდოსნების ფსიქოლოგია იმდენად რთულადაა მოწყობილი, რომ ძალიან ძნელია განსაზღვრო მათი ჩანაფიქრები და სამომავლო გეგმები, რადგან ბოლომდე ისინი თავად არ იცნობენ საკუთარ თავს. ამ ადამიანებმა ხშირ შემთხვევაში თავად არ იციან, თუ როგორ მოიქცეოდნენ კონკრეტულ სიტუაციაში. ასე, რომ მშვილდოსნები მალავენ მხოლოდ იმას, რაც თავად არ იციან საკუთარი თავის შესახებ.
რას მალავენ თხის რქები
თხის რქები ხშირ შემთხვევაში მალავენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას. თუ მათ თავს ყველაფერი არაჩვეულებრივად ვითარდება და ისინი ფინანსურად მოძლიერებულები არიან, მაშინ ყოველივე ამის შესახებ თამამად საუბრებენ, ხოლო რეგრესის შემთხვევაში ეს ადამიანები დუმილს და საკუთარი ფინანსური პრობლემების გასაიდუმლოებას ამჯობინებენ. გარდა ამისა, თხის რქები მალავენ საკუთარ გრძნობებს მეგობრის მიმართ. ისინი ამჯობინებენ საყვარელი ადამიანისთვის კონკრეტული რამის გაკეთებას, ვიდრე მჭერმეტყველობას, თუ რამდენად ამაყობენ საკუთარი მეგობრებით და რამდენად უყვართ ისინი.
რას მალავენ მერწყულები
მერწყულები ყოველთვის მალავენ საკუთარ გულგრილობას ადამიანების მიმართ. ხანდახან მათ უბრალოდ მსახიობობა უწევთ და ხშირად ითავსებენ კარგი მეგობრის, ან მეუღლის როლს. ამ ნიშნის წარმოამდგენლები ყოველივე ამას იმდენად ვირტუოზულად აკეთებენ, რომ გარშემო მყოფი ადამიანები ეჭვსაც კი ვერ იღებენ. ასევე, მერწყულებს სჩვევიათ პირადი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების გასაიდუმლოება. ყოველივე ეს მათთვის იმდენად მკაცრი და დაცული ტერიტორიაა, რომ უშვებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც რაღაც კონკრეტული ქმედებებით მათი ნდობა მოიპოვეს.
რას მალავენ თევზები
თევზები მალავენ საკუთარ გრძნობებს, შიშებსა და ფობიებს. რაც უფრო ცუდად გრძნობენ თავს, მით უფრო ხშირად იცინიან ისინი და მით უფრო თბილად ექცევიან გარშემო მყოფ ადამიანებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს იმდენად არ უყვართ სხვა ადამიანისთვის ტკივილის მიყენება, რომ ისინი საკუთარ პრობლემებს გულში იკლავენ და დამოუკიდებლად ცდილობენ მათ გამკლავებას.