12 ქალბატონი, რომელთაც მსოფლიო აღაფრთოვანეს !

12 ქალბატონი, რომელთაც მსოფლიო აღაფრთოვანეს !
მსოფლისო არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იბრძვის ქალთა უფლებებისათვის, რომ ყველა მამაკაცი და ქალბატონი თანასწორია.
ყველა ქალბატონს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც გააკეთებს მამაკაცი, არაერთი ქალბატონი ყოფილა, რომელსაც უმართია ქვეყანა, მოუგია ომები და ა.შ
თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ჩვენთანაც იყვნენ ძლიერი ქალბატონები, რომელთაც სახელმწიფოც კი უმართიათ და ბრძოლები მოუგიათ, ალბათ ყველამ მიხვდით ვისზეა საუბარი.
დღეს-დღეისობითაც საქართველოში ძალიან ბევრი მინისტრი ქალბატონია, რომელნიც კარგად, თუ ცუდად ასრულებენ სამუშაოს.
ჩვენმა საიტმა გადაწყვიტა, რომ შეეკრიბა იმ ქალბატონტა სია, რომელთაც მსოფლიო აღაფრთოვანეს. შეგახსენებთ ეს სია უახლოესი ისტორიიდან არის.

1) პრინცესა დაიანა
პრინცესა დაიანა, მართლაც გამორჩეულად ლამაზი იყო. იგი ცოლად გაყვა ბრიტანეთის პრინცს ჩარლზ, რომელთან ერთადაც შეუდგა სასარგებლო საქმეების კეთებას.
ხალხის სიყვარული დაიანამ მოიპოვა იმით, რომ იგი ხშირად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მათთან სახლშიც კი მიდიოდა და სამედიცინო დახმარებას უწევდა. ალბათ ასეთი კეთილი ადამიანები დიდხანს უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ იგი 1997 წელს საგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა.



2) დედა ტერეზა
დედა ტერეზა იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ინდოეთიდან. მან არაერთ ადამიანს უმკურნალა, დადიოდა სავაადმყოფოებში და ეხმარებოდა უსახსროებს.
დედა ტერეზამ მოიპოვა ნობელის პრემია ხალხის გვერდზე დგომისათვის.



3) ჰილარი კლინტონი
კეთილი ადამიანი და ძალიან ცნობილი ადვოკატი ამერიკაში, მისი მეუღლე ექს პრეზიდენტი ბილ კლინტონია. ამ ქალბატონმა სახელი საკუთარი სიკეთით გაითქვა, როდესაც იგი ქუჩებში გადიოდა თბილად ესაუბრებოდა ხახლს, რაც ცოტა არ იყოს ამერიკისათვის გასაკვირია.
სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, სადაც ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ ეს ქალბატონია.



4) ემილი ელიზაბეტ დიკინსონი
ემილი დიკინსონი იყო პოეტი ქალბატონი, რომელიც ამერიკაში 1830 წელს დაიბადა. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც შექმნა დაუვიწყარი ლექსები და პოემები, რომლითაც მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა თავი.



5) ანჯელინა ჯოლი
ამერიკელი მსახიობი, რომელიც კალიფორნიაში დაიბადა. ანჯელინა ცნობილი პიროვნებაა გაეროში, სადაც მას ელჩის წოდება აქვს.
მან ასევე სახელი გაითქვა იმით, რომ ნაშვილები ჰყავს რამოდენიმე ბავშვი.



6) მადონა
პოპის დედოფლად მოხსენიებული ქალბატონი, რომელიც ითვლება, როგორც ყველაზე ცნობილი ქალბატონი მთელს ამერიკაში.
მან მსოფლიოს სიყვარული მოიპოვა იმით, რომ ადრეულ ასაკში დაიწყო სიმღერა, ასევე იგი ქველმოქმედი ადამიანი გახლავთ.



7) მერლინ მონრო
50_იანების ნამდვილი დედოფალი, ულამაზესი მერლინ მონრო. მერლინი გაჭირვებაში გაიზარდა და არაერთხელ უძალადიათ მასზე, ყოველივე ამის შემდგომ კი მან შეძლო ფეხზე წამოდგომა და წარმატების მიღწევა.
მერლინი უბრალოებით გამოირჩეოდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე იყო მთელს მსოფლიოში, მაშინ, როდესაც მან მილიონობით მამაკაცის გული დაიპყრო.



8) ინდირა განდი
ინდოეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც შრომისმოყვარე და ბრწყინვალე პოლიტიკოსი იყო. ინდოეთი, მისი პრემიერობისას ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო, შეიძლება ითქვას, რომ ყვაოდა ქვეყანა. მაგრამ იგი გაურკვეველი მიზეზების გამო, საკუთარმა მცველებმა მოკლეს.



9) ანა ფრანკი
მსოფლიოს უძველესი დღიურის მფლობელი. ანა ფრანკი ჰოლანდიაში აღიზარდა, სადაც მას და მის ოჯახს ნაცისტური პარტიის წარმომადგენლები სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ, მან აწარმოვა დღიური, სადაც ყველაფერი ეს მოხსენიებულია.
დღეისათვის, მისი დღიური ჰოლანდიაში, კერძოდ კი ამსტერდამის მუზეუმში ინახება ორიგინალი ხელნაწერით.

12 ქალბატონი, რომელთაც მსოფლიო აღაფრთოვანეს !

10) ანგელა დოროთეა მერკელი
დოროთეა მერკელი, შესანიშნავი პოლიტიკოსი ქალბატონი. დაიბადა გერმანიაში, არის წარმატებული და ცნობილი საკუთარ სფეროში.
ანგელა მოიხსენიება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალბატონი, რომელსაც ქვეყანა ოდესმე უმართავს. მერკელი ასევე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავჯდომარეა.



11) ბენაზირ ბჰუტო
ბენაზირ ბჰუტო საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდა და იყო პირველი პრემიერ მინისტრი. იგი დაიბადა და გარდაიცვალა პაკისტანში.
ბენაზირი ცნობილი გახდა თავდაპირველად მამის, ხოლო შემდგომ მისი სახალხო საქმეებით. მან დაარსა პარტია, რომელსაც ერქვა : "პაკისტანის სახალხო პარტია".
ბენაზირ ბჰუტო ერთ-ერთი ბომბის აფეთქების დროს გარდაიცვალა, ბომბი ტერორისტებმა დაამონტაჟეს.



12) მალალა იუსაფზაი
მალალა არის პაკისტანელი ქალბატონი, რომელიც დღემდე იბრძვის ქალბატონთა უფლებების გამო. მისი ინიციატივით შეიქმნა ორგანოები, რომელიც ზრუნავენ ქალბატონების განათლებაზე, რომელიც ადრე პაკისტანში და არამარტო პაკისტანში მიუწვდომელი იყო. იგი ნობელის მშვიდობის ლაურიატია 2001 წლიდან დღემდე.