ზვიგენის კბილები: ''სილამაზის ეტალონი'' მენტავაის ტომის ქალბატონებში

ადამიანების უმრავლესობას საშინალად არ უყვარს სტომატოლოგის სტუმრობა მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ყველა პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოდ ტარდება, თუმცა რაც შეეხებათ მეტავაის ტომის ქალბატონებს, მათ ამ საკითხში არ გაუმართლათ... ადგილობრივი წესების მიხედვით ყველა ქალი ვალდებულია, რომ ქვების მეშვეობით ''გაილესოს'' კბილები და მისცეს მათ წვეტიანი ფორმა. აუცილებელია, რომ ამ ქალბატონების ღიმილი ზვიგენის პირის ღრუს გვაგონებდეს...

ეს საშინელი ტრადიცია ამ ადამიანებს უძველესი დროიდან მოსდევთ, თუმცა ჩვენთვის სამწუხაროდ უცნობია, თუ რა მიზნით, რისთვის აკეთებენ ისინი ყოველივე ამას. თანამედროვე ეთნოგრაფების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბასრი კბილები ამ ტომის წარმომადგენელი ქალბატონებისთვის სიამაყისა და სილამაზის სიმბოლოა. პროცედურა ტარდება ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე და ახალგაზრდა გოგონებს წარმოუდგენელი ტკივილის გაძლება უწევთ.

მენტავაის ტომი ასევე ცნობილია თავისი უჩვეულო დამოკიდებულებით ველური ბუნების მიმართ. ამ ადამიანებს სწამთ, რომ თითოეულ მცენარეში და ცხოველში ბინადრობს წმინდა სული, შესაბამისად მათი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით მხოლოდ აუიცლებლობის შემთხვევაშია მიღებული. ველური ბუნების დამცველთა მოსაზრებით სწორედ ამ ადამიანების რწმენის დამსახურებაა, რომ უამრავი ტროპიკული მცენარე დღემდე არ გადაშენებულა კუნძულ სიბერუტზე.

ეს ადამიანები ძირითადად იკვებებიან მცენარეული პროდუქტებით: ქოქოსი, ბანანი, ასევე მათი კვების რაციონში შედის კუს ხორცი და მატლები. შუბისა და შხამიანი ისრების მეშვეობით ისინი ხანდახან მაიმუნებზეც ნადირობენ. ტომის პრაქტიკულად ყველა წევრი ეწევა იავურ თამბაქოს, რაც საკმაოდ იზიდავს ტურისტებს.