10 შოკისმომგვრელი სამედიცინო ნიმუში, რომელიც ინახება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში

10 შოკისმომგვრელი სამედიცინო ნიმუში, რომელიც ინახება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში
1. ციკლოპი (ფროლიკის მუზეუმი, ამსტერდამი, ნიდერლანდები)

10 შოკისმომგვრელი სამედიცინო ნიმუში, რომელიც ინახება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში

მე-20 საუკუნეში ანატომი მამა-შვილი ჟერარდი და ვილე გატაცებულები იყვნენ მუტაციებით. 1834 წელს ვილემმა დაწერა სამედიცინო ნაშრომი, რომელიც მიუძღვნა ციკლოპებს. ეს გახლავთ უიშვიათესი გენეტიკური დეფექტი, რომლის დროსაც ემბრიონს არასწორედ უყალიბდება თვალები და თავის ქალაზე წარმოიქმნება ერთი მთლიანი სიღრუე. ციკლპის დეფექტით შეპყრობილი ნაყოფი ძირითად შემთხვევაში მკვდარი იბადება. ამ ადამიანებმა შეძლეს კოლექციის შეგროვება, რომელიც შედგება ხუთი ადამიანი ციკლოპისგან, 19 ღორისგან, ბატკნისგან და კატისგან. ამ კოლექციის დათვალიერება შესაძლებელია ამსტერდამის უნივერსიტეტის ანატომიისა და ემრიოლოგიის კათედრაში.

2. თხუნელების ქილა (გრანტას ზოოლოგიის მუზეუმი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)



ალბათ გასაოცრად ჟღერს, თუმცა დიდ ბრიტანეთში მდებარე მუზეუმში ინახება მინის ქილა, რომელშიც მოთავსებულია 18 თხუნელა. ამავე მუზეუმში თქვენ შეძლებთ იხილოთ ანაკონდას ჩონჩხი და ტვინების უზარმაზარი კოლექცია.

3. გიგანტური თმის ბურთი (მედიცინისა და ჯანმრთელობის ნაციონალური მუზეუმი, მერილენდის შტატი, აშშ)



კატები საკმაოდ ხშირად იტანჯებიან ამ მოვლენისგან, რომელსაც იწვევს კუჭში მოხვედრილი გადაუმუშავებელი მატერიების დაგროვება. ხშირ შემთხვევაში ეს მატერია თმაა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ განაგრძობს ზრდას და იქცევა დიდ ბურთად. კატა ერთადერთი არსება ნამდვილად არ არის, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს. ძროხები, ცხვრები, თხები, ლამები, ირმები, ანტილოპები და მათ შორის ადამიანებიც ხშირად იტანჯებიან ამ პრობლემისგან. მედიცინისა და ჯანმრთელობის ნაციონალურ მუზეუმში ინახება ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული თმის ყველაზე დიდი ბურთი, რომელიც ეკუთვნოდა 12 წლის გოგონას, რომელსაც საკუთარი თმის ჭამის ძალზედ უცნაური და ცუდი ჩვევა ჰქონდა.

4. ცეცხლსასროლი იარაღის მსხვერპლის თავი (სირირაჟის სამედიცინო მუზეუმი, ბანგკოკი)



ტაილანდში მდებარე ერთ-ერთი უძველეს საავადმყოფოში მდებარეობს ''სიკვდილის მუზეუმი'' - სწორედ ასე მოხისენიებს ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა. მუზეუმში არსებობს 6 სხვადასხვა განყოფილობა: პათოლოგიის, ექსპერტიზის, ტაილანდური მედიცინის ისტორიის, პარაზიტოლოგიის, პრეისტორიისა და ანატომიის განყოფილებები. ერთ-ერთი ყველზე საინტერესო ნიმუში, რომელიც აქ ინახება, გახლავთ სპირტით სავსე ქილაში მოთავსებული ადამიანის თავი, რომელიც შუაზე ორნაწილათაა გაჭრილი, რათა უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდეს მასში გავლილი ტყვიის ტრაექტორია.

5. გიგანტური ნაწლავი (მიუტერის მუზეუმი, ფილადელპია, აშშ)



გირშპრუნგის დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ნაყოფის მსხვილ ნაწლავში ნერვული დაბოლოებები ბოლომდე არ ყალიბდება, რასაც მივყავართ იქამდე, რომ შესაბამისი კუნთები არ იღებს სიგნალს შეკუმშვისა და გაფართოების შესახებ, შედეგად კი ვითარდება ანომალია და მსხვილი ნაწლავი იქცევა გიგანტურ ნაწლავად. სურათზე ნაჩვენები მსხვილი ნაწლავი 240 სანტიმეტრი სიგრძისაა და 18 კილოგრამს იწონის. შედარებისთვის მის გვერდით დევს ნორმალური ზომისა და წონის ნაწლავი. მათ შორის განსხვავება კოლოსალურია!

6. საკვერცხეები (ადამიანის დაავადებათა მუზეუმი, სიდნეი, ავსტრალია)



ადამიანის დაავადებათა მუზეუმში შესაძლებელია უამრავი საინტერესო ნიმუშის, მათ შორის დაზიანებული გულისა და ფილტვების ხილვა. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ექსპონანტი, რომელიც ამ მუზეუმში ინახება, გახლავთ საკვერცხეების კეთილთვისებიანი ტერატომა (სასქესო უჯრედების სიმსივნე, რომელიც იწვევს ამ ურედების წარმოუდგენლად სწრაფ გამრავლებას). ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოს შეშუპება, რომელიც ძალიან წააგავს ფორმირებულ ნაყოფს თმებითა და კბილებით.

7. ''ანატომიური მექანიზმები'' (კაპელას მუზეუმი, სან-სევერო, ნეაპოლი, იტალია)



მიწისქვეშა დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს სამლოცველო შენობების ქვეშ სან სევეროში, ნეაპოლში განთავსებულია ორი ყველაზე საშინელი ექსპონანტი მთელს ევროპაში: მამაკაცი და ფეხმძიმე ქალბატონი, რომლებიც დგანან ერთმანეთის გვერდიგვერდ. ყველაზე საინტერესო იდეალურად შენახული სისხლძარღვთა სისტემებია. ''მექანიზმები'', რომლებიც შექმნა ექიმ ჯუზეპე სალერნომა მე-18 საუკუნეში, გახლავთ ორი საუკეთესოდ შენახული სხეული მთელს მსოფლიოში, თუმცა მათი შეფერილობა და სისხლძარღვთა სისტემა იქცა კამათის ობიექტად უამრავ მეცნიერს შორის.

8. მსოფიოში ყველაზე დიდი სოლიტერი (მეგუროს პარაზიტოლოგიური მუზეუმი, ტოკიო, იაპონია)



მსოფლიოში ერთადერთ პარაზიტოლოგიურ მუზეუმში ინახება უამრავი საშინელი ეგზემპლიარი. ამ ექსპონანტების ცენტრში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სოლიტერი. 8,8 მეტრი სიგრძის ჭია ამოკვეთეს იაპონელის კუჭიდან, რომელიც მუცლის არეში ტკივილებს უჩიოდა მას შემდეგ, რაც მიირთვა კალმახი. შედარებისთვის, საშუალო ზომის ჟირაფის სიგრძე 5,5 მეტრს შეადგენს.

9. წიგნი, რომელიც დამზადებულია ადამიანის კანისგან (პათოლოგიების ქირურგიული მუზეუმი, ედინბურგი, შოტლანდია)



მე-19 საუკუნეში შოტლანდიაში დაიჭირეს ორი სერიული მკვლელი: უილიამ ჰერი და უილიამ ბერკი. ისინი ვაჭრობდნენ საკუთარი მსხვერპლების სხეულებით (საერთო ჯამში 16 გვამი), რომელთაც ექიმი რობერტ ნოკსი ყიდულობდა და თავისი ანატომიის ცნობილ ლექციებზე სტუდენტების თანდასწრებით კვეთდა. მუზეუმში, რომელიც მდებარეობს სამეფო ქირურგიულ კოლეჯში შესაძლებელია საშინელი არტეფაქტის ხილვა, რომელიც შეიქმნა ერთ-ერთი სერიული მკვლელის, უილიამ ბერკას ჩამხრჩობის შემდეგ, რომელიც გაატყავეს და მისი კანისგან წიგნი დაამზადეს.

10. აპოკალიფსის მხედარი (ფრაგონარის მუზეუმი. პარიზი, საფრანგეთი)


ონორ ფრაგონარი, რომელიც ცხოვრობდა 1732-1799 წლებში, გახლდათ ანატომი, რომელსაც ახასიათებდა უამრავი უცნაური ჩვევა. ჯერ კიდევ ამ დრომდე არსებობდა ეკორშე - სხეულის გამოსახულება კანის გარეშე, თუმცა ფრაგონარმა ეკორშეების დამზადება ნამდვილი ცხედრებისგან დაიწყო. ჯამში ექიმმა გაატყავა 700 გვამი, თუმცა მათგან დღესდღეობით მხოლოდ 21 ნიმუშია შემონახული. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა გახლავთ ცხენზე ამხედრებული ადამიანი. ''აპოკალიფსის მხედარს'' გარს არტყავს ადამიანის ემბრიონები, რომლებიც სხედან ცხენებისა და ცხვრების ემბრიონებზე.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე