10 წარმოუდგენლად გულწრფელი ინტიმური სცენა, რომელთა შესახებ მოთხრობილია წმინდა წიგნებში

10 წარმოუდგენლად გულწრფელი ინტიმური სცენა, რომელთა შესახებ მოთხრობილია წმინდა წიგნებში
1. ავესალომი საკუთარი მამის საყვარლებთან ორგიას აწყობდა

გადმოცემების მიხედვით მეფე დავითის შვილი იყო ულამაზესი მამაკაცი მთელს ისრაელში. ის ასევე წარმოუდგენელ ქარიზმას ფლობდა, რომლის წყალობითაც მან ერის საკუთარი მამის წინაშე აჯანყება შეძლო. დედაქალაქის დაპყრობის შემდეგ ავესალომმა მამის საყვარლები სასახლის სახურავზე აიყვანა და მათთან ერთად ორგია მოაწყო.

2. მდიდარი ქალბატონი, რომელსაც მისი მონის საყვარლობა სურდა

ძალიან ბევრა იცის ყურანიდან ისტორია წინასწარმეტყველი იუსუფის შესახებ, რომლის ძმებსაც მისი ძალიან შურდათ და იგი მონად გაყიდეს. ერთ-ერთ ოჯახში მოხვედრილმა იუსუფმა დიასახლისი იმდენად მოხიბლა, რომ მან მისი საყვარლობა მოისურვა და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ოჯახის მეთაური სახლიდან გავიდა, ქალბატონმა მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება მოისურვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მეუღლე შინ მალე დაბრუნდა, ქალბატონმა საწადელს ვერ მიაღწია. ქუჩაში გამოსული იუსუფის დანახვაზე ქალბატონები მისი სილამაზით მომენტალურად იხიბლებოდნენ და მასთან ინტიმური კონტაქტის დამყარება სურდათ. გაოცებულმა იუსუფმა ლოცვა დაიწყო საკუთარი თავის გადასარჩენად და ალაჰის წყალობით იგი მალევე ციხეში აღმოჩნდა.

3. ამონმა ძალა იხმარა საკუთარ ნახევარდაზე

ავესალომის ნახევარძმა ამონს შეუყვარდა საკუთარი და სახელად ფამარი. მიუხედავად იმისა, რომ ფამარი მისი ნაევარდა იყო, ამონმა მაინც გადაწყვიტა ქალბატონის გულის მოგება, თუმცა იმის მაგიერ, რომ ყურადღება მიექცია მისთვის და ეზრუნა მასზე, იგი გულისამრევად მოიქცა. ამონმა ნახევარდას სთხოვა რომ მისთვის საძინებელ ოთახში პური მიეტანა, სადაც მასზე ძალა იხმარა. ამ კავშირმა იმდენად შეარცხვინა ფამარი, რომ მას მთელი ცხოვრება მარტოობაში და უბედურებაში ამოხდა სული. რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ ავესალომა გასცა ბრძანება, რომ ამონი სიკვდილამდე ეცემათ.

4. ბრაჰმამ გამოიბა დამატებითი თავები სათვალთვალოდ

ბრაჰმა ინდუისტური წმინდა ტრიუმვირატის ნაწილია, თუმცა მას გაცილებით ნაკლებად სცემენ თაყვანს. თანამედროვე ინდოეთში არსებობს ბრაჰმას სახელობის მხოლოდ ორი ტაძარი, მაშინ, როდესაც სხვა ღმერთებს მიძღვნილი აქვთ ათობით, ასობით და ათასობით ტაძარი.

გადმოცემების მიხედვით ბრაჰმამ შექმნა ქალიშვილი სახელად შატარუპა, რომელიც მას უნდა დახმარებოდა მსოფლიოს შექმნაში, თუმცა ის იმდენად ლამაზი იყო, რომ თვით მის შემქმნელს და მამას უგონოდ შეუყვარდა და გამუდმებით თვალს ადევნებდა მას. შატარუპამ ყოველივე ეს ვერ აიტანა და გაექცა ღმერთს. სწორედ ამ ფაქტის გამო ბრაჰმამ გამოიბა დამატებითი თავები, რათა შეძლებოდა ერთდროულად ყველა პერიმეტრის გაკონტროლება და საკუთარი ქალიშვილისთვის გამუდმებით თვალის დევნება. ამ საქმეში ჩაერია მეორე ღმერთი შივა, რომელმაც თავი მოკვეთა ბრაჰმას და ხალხს აუკრძალა მისთვის მუხლის მოდრეკა.

5. იეზეკელმა განაცხადა, რომ ეგვიპტელები ცხენებივით ვნებიანები და ენერგიულები არიან

იერისალიუმის ალეგორიულ აღწერაში, რომლის ავტორიც გახლავთ იეზეკილი, მოთხრობილია მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრების შესახებ. აგოლივას ძალიან სურდა ბაბილონელ მეომრებთან სექსუალური კონტაქტის დამყარება და ყიდდა საკუთარ ლამაზ სხეულს ემიგრანტებზე ჰალდეიდან. თუმცა არსებობდა რაღაც ისეთი, რაც აგოლივას კიდევ უფრო აღგზნებდა, ვიდრე მიმზიდველი მამაკაცები ეტლით. ახალგაზრდობაში მას ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტელებთან, რომელთაც სასქესო იეზეკილის რწმუნებით ''ძალიან ჰგავდა ვირის სასქესო ორგანოს და ისინი იყვნენ ისეთივე ვნებიანები და ენერგიულები, როგორც ცხენები''.

6. ჰადისში აღწერილია ლაქების ამოყვანის მეთოდი სპერმის მეშვეობით

ჰადისი - ციტატებისა და გამოთქმების კოლექცია, რომელიც დაკავშირებულია წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებასთან. ეს კოლექცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მუსულმანებისთვის, რადგან სწორედ მასშია მოთხრობილი, თუ როგორ უნდა უცხოვრო ადამიანმა სწორად. ასევე წმინდა წიგნში მოთხრობილია რჩევები ცხოვრების გასამარტივებლად. მაგალითად, ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა მამაკაცის სპერმა.

7. მეფე დავითს ათბობდა ქალიშვილი გოგონა

მიუხედავად იმისა, რომ დავითი აირჩია ღმერთმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეფოს სამართავად, მისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები საკმაოდ მტანჯველი იყო, რისი მიზეზიც სიბერე გახლდათ. მას მუდმივად სციოდა, თუნდაც რამდენიმე ტანსაცმელში ერთდროულად გამოწყობის შემთხვევაში. ამ პრობლემის თავიდან არიდებაში მეფეს დაეხმარა უბიწო გოგონა, რომელმაც მთელი ღამე მასთან ლოგინში ჩახუტებულმა გაატარა. სექსუალური კავშირი მათ არ ჰქონიათ.

8. შიკჰმანდიმ შურისძიების მიზნით სქესი შეიცვალა

მაჰაბარატა - ინდუიზმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი წმინდა ტექსტი, რომელსაც გაცილებით ბევრი საერთო აქვს ბერძნულ მითებთან, ვიდრე მოსეს წიგნებს. ამ წმინდა ტექსტებში აღწერილია მაგია, სქესის შეცვლა, წყევლა და ინდური ლეგენდების ფრაგმენტები, თუმცა ყოველივე ამის ფონზე მაინც გამოირჩევა შიკჰანდის ისტორია. თავდაპირველად ის გახლდათ გოგონა სახელად ამბა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, თუმცა სასწაულებისამებრ ამ სამყაროს ხელმეორედ მამაკაცად მოევლინა, რათა შური ეძია ბჰიშმაზე, რომელმაც იგი საკუთარ ქმარს მოტაცა.

9. ბიბლიური ჯგუფური ძალადობა

ეს ისტორია იწყება იქიდან, რომ ლევიტი თავის საყვარელთან ერთად ესტუმრა ქალაქ გივას, სადაც ისინი ერთი ღამით მოხუცებულმა მამაკაცმა შეიფარა. ძალიან მალე ამ კაცის სახლის წინ უამრავმა მამაკაცმა მოიყარა თავი, რომლებმაც მოხუცებულს სტუმრების მათთვის გადაცემა უბრძანეს. შეშინებულმა კაცმა, რომელიც საკუთარ სტუმრებზე ზრუნავდა, ამ სადისტებს საკუთარი ქალიშვილი შესთავაზა, თუმცა მის მაგივრად გარეთ საყვარელი გაიყვანა, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში აუპატიურებდნენ, ხოლო უკვე დილას მან სული დალია.

10. ალაჰმა ერთმანეთთან დააკავშირა მუჰამედი და ზაინაბი

ყველასათვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედს ჰყავდა 12 ცოლი. განსაკუთრებით უჩვეულო და საინტერესოა მისი ერთ-ერთი ცოლის ისტორია, რომლის სახელიც გახლდათ ზაინაბი და წარსულში იგი მუჰამედის შვილის, ზაიდას ცოლი იყო. ერთ დღეს მუჰამედი გარეთ სასეირნოდ გამოვიდა და კარავთან ახლოს გაიარა, რომელშიც ზაინაბი იცვლიდა. სრულიად მოულოდნელად მოხდა ისე, რომ დაუბერა ქარმა და წინასწარმეტყველმა ზაინაბის შიშველი სხეული იხილა. შემდეგ ალაჰის ნებით მოხდა ისე, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ზაიდა უახლოვდებოდა ზეინაბს ინტიმური კავშირის დასამყარებლად, მას ყოველგვარი სურვილი უქრებოდა, რის გამოც ისინი საბოლოოდ გაშორდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მუჰამედმა საკუთარი შვილის ცოლზე იქორწინა...
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე