8 გაუჩინარებული: ლამაზმანები, რომლებიც სისუსტემ გაანადგურა
ნიკოლ რიჩი
პირველი ჰოლივუდელი მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი, რომელმაც სახალხოდ განაცხადა, რომ ანორექსიით იტანჯება. თუკი ჭორებს ვენდობით 65 კილოგრამიდან 38 მდე დაკლება მას დაქალმა - პერის ჰილტონმა ურჩია, რომელიც იმ დროისთვის თავად იყო კატასტროფასთან ახლოს. იმისათვის რომ ფორმაში ჩამდგარიყო და საბოლოოდ დაემარცხებინა დაავადება რიჩის ორ წელზე მეტი დასჭირდა. წონის მომატებაში კი ფეხმძიმობა დაეხმარა: ორი ულამაზექსი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ, ის საგრძნობლად დამრგვალდა და შეიძინა უფრო მეტად ქალური ფორმები.
ანჯელინა ჯოლი
ჯოლის დასუსტების მიზეზი გახდა ტრაგედია - დედის გარდაცვალება. მსახიობი საშინელ დეპრესიას განიცდიდა, ის თავით გადაეშვა სამუშაოში და ფაქტიურად სრულად უარი თქვა კვებაზე. ბრედ პიტი საგონებელში იყო ჩავარდნილი "ის უკვე რამოდენიმეჯერ წაუვიდა გული შიმშილისგან, მაგრამ მე არ შემიძლია მას ჭამა ვაიძულო, მას არაფრის გაგონება არ სურს". მომჯობინების შემდეგ მსახიობი ზედმეტად არ გასუქებულა რადგან ის განსაკუთრებული დიეტის დაცვას აგრძელებდა. მსახიობის სიმაღლე 169 სანტიმეტრია და ის იწონის დაახლოებით 40 კილოგრამს.როგორც სჩანს "საფლავების მძრაცველის" სავსე ფორმები სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას.
ვიქტორია ბექჰემი
მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ფეხბურთელის მეუღლეს ხშირად ადანაშაულებენ საკუთარ სხეულთან არაჯანსაღი მოპყრობისთვის, რადგან თავად ვიქტორიას სიტყვებით ის მუდმივად უკმაყოფილოა საკუთარი ფორმებით. თითქოს და კიდევ ერთი ბავშვის გაჩენის შემდეგ მისიზ ბექჰემი უნდა მოსუქებულიყო მაგრამ ის თვალსა და ხელს შუა ქრება. სტიუარდესა რომელიც ვარსკვლავს ემსახურებოდა ტრანსატლანტიკური გადაფრენის დროს ყვება, რომ მან ერთი ნამცეციც არ შეჭამა და უბრალოდ ლიმნიან წყალს სვავდა.
მერი-კეიტ ოლსენი
2008 წელს მერი-კეიტ ოლსენმა მოყვეა, რომ სისუსტის მიზეზი მისი სხეულის საპასუხო რეაქცია გახდა პრესის გადაჭარბებულ ყურადღებაზე და სიყვარულზე, რომელიც მას და მის დას საკმაოდ პატარა ასაკში დაატყდა თავს. იმისათვის რომ ასე თუ ისე ნორმალური წონა აღედგინა, მსახიობს კლინიკაში დაწოლა მოუწია. ერთგულმა თანამგზავრმა, ოლივიე სარკოზიმ, მოახერხა და გოგონას ძალების აღდგენაში დაეხმარა. თუკი შეყვარებულები როგორც წესი უმადობას უჩივიან, მერი კეიტს სიყვარული მადის დაბრუნებაში ეხმარებოდა.