10 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი

10 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი
1. ნატალი პორტმანი

"როდესაც 8 წლის ვიყავი, მამამ სამედიცინო კონფერენციაზე წამიყვანა, სადაც ქირურგები თავის გამოცდილებას ცოცხალ წიწილაზე ცდიდენ - ამბობს ნატალი. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ აღარ ვჭამ ხორცს." ნატალი დღემდე იცავს ამ პრინციპს და გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ ფეხმძიმობის დროს დაუშვა. ჩვეულებრივ მის რაციონში შედის - სალათები, ბოსტნეულის სუპები, ვეგეტარიანული პიცა, ბრინჯი, მაკარონი და ლობიო.


2. გვინეტ ფელთროუ


გვინეტ ფელთროუმ იცის ჯანმრთელობისა და რაც მთავარია გემრიელი საჭმელის აზრი. სწორედ ამას მიუძღვნა მან სამი კულინარიული წიგნი. თუმცა ვეგეტარიანელობაზე მას მეგოობარმა ლეონარდო დიკაპრიომ უბიძგა. " ლეო მომიყვა რა ცუდია ხორცის ჭამა" - იხსეენბს მსახიობი - ის იყო პირველი, ვინც მე ვეგეტარიანელობის იდეა მომაწოდა.


3. ბრედ პიტი

მსახიობი იმდენად კატეგორიულია რაციონში ხორცზე, რომ რთული დასაჯერებელია თუ როგორ ჭამენ მის გარშემოხორცს. ხორცი მისი და ანჯელინა ჯოლის უთანხმოების მიზეზიც კი გამხდარა - მას არ უნდოდა ბავშვებისთვის ეს პროდუქტი მოევლო, რასაც ბრედი ავადმყოფობად აღიქვავს "ის ხშირად ყვება იმის შესახებ, თუ როგორ ვნებს ხორცის ჭამა ორგანიზმს, მაგრამ ანჯელინას არაფრის გაგონება არ უნდოდა" -ამბობენ ვარსკვლავების მეგობრები.



4. ალისია სილვერსტოუნი

"ამან ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება, - ყვება ალისია ვეგეტარიანელობაზე. - სულიერად მე თავს უკეთესად ვგრძნობდი, ვმოქმედებ გაცნობიერებულად და პასუხისმგებლობით. გარდა ამისა, ვეგეტარიანელობის დახმარებით მე დავიკელი ზედმეტი წონა, ხოლო ჩემი კანი გახდა უფრო სუფთა და ჯანმრთელი." ვარსკვლავი დარწმუნებულია რომ ხორცზე უარი თქმა ეს არის წამალი ყველა დაავადებისათვის და საკუთარ თავთან ჰარმონიის საშუალება.


5. ტობი მაგუაერი

მას წინა წელს ზუსტად 20 წელი შეუსრულდა იმ დროიდან, რაც მაგუაერმა უარი თქვა ხორცზე, ხორცთან ერთად კი კვერცხზე და რძის პროდუქტებზეც. მსახიობის სიტყვებით, ამ პროდუქტებთან ურთიერთობა მას ბავშობიდან არ აეწყო - მაგალითად, მას სტეიკის შეჭმა შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ქონი არ იქნებოდა. მიუხედავად ვეგეტარიანელობის დიდი გამოცდილებისა, ტობის ეშინია ზოგჯერ არ შეცდეს და ამისათვის მეტი ყურადღებით არჩევს საჭმელს "მე თავს ვარიდებ რესტორანში სტუმრობას და როგორც წესი სახლში ვჭამ"-ამბობს ტობი

6. ლეონა ლიუისი

ისევე როგორც ტობი, ისიც ბავშობაშივე გახდა ვეგეტარიანელი. ის ხორცის გარეშე ცხოვრობს 12 წლის ასაკიდან და უკვე რამოდენიმე წელია ისევე როგორც ტობი ებრძვის ცხოველებთან ცუდად მომპყრობებს. "მე სრულიად წინააღმდეგი ვარ ცხოველებთან ცუდ მოპყრობაზე.ამბობს ვარსკვლავი -მე ვეგეტარიანელი ვარ, მე არ მაქვს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები რომლებიც ცხოველის ტყავითაა გაკეთებული"


7. ალეკ ბოლდუინი

ალეკ ბოლდუინის გაგებით ვეგეტარიანელობა - ეს არის პოზიცია. "ყოველთვის როდესაც სუფრასთან დაჯდებით გააკეთოთ არჩევანი -თვლის მსახიობი. ყველას მოგიწოდებთ გახდეთ ვეგეტარიანელი, თქვენი ჯანმრთელობისა და გარემოსათვის." თავად მან ხორცზე უარის თქმა მისი პირველი ცოლის კიმ ბესინჯერის დამსახურებით შეძლო, რომელიც ასევე ცნობილი ვეგეტარიანელია.

8. კიმ ბესინჯერი
10 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი
კიმ ბესინჯერი თამამად აკრიტიკებს მათ, ვისაც ხორცის ჭამა ურჩევნია. "როგორ შეიძლება მშვიდად ჭამო ბატის თირკმელი, როდესაც იცი თუ რა სასტიკად ეპყრობიან საცოდავ ფრინველებს?" - თქვა ვარსკვლავმა ერთ-ერთ საქველმოქმედო ვახშამზე თეთრ სახლში. თავად მას უყვარს ისეთი ვეგეტარიანული საჭმელები როგორიცაა, ქერის პირი, გაროხი, ბოლოკი, გოგრის ნამცხვარი.


9. ჯარედ ლეტო

მას შემდეგ რაც ფილმისთვის "თავი 27" ჯარედ ლეტო იძულებული იყო მოემატებინა დაახლოებით 30 კილო, მსახიობი ეზებდა წონის დაკლების საშუალებებს და გამოცადა ლაქტო - ვეგეტარიანული დიეტა. ბოსტნელი, ხილი და რძის პროდუქტები დაეხმარენ ჯარედს დასუსტებაში, ასევე შეეცვალა მისი კვება. მსახიობი დღემდე იცავს ვეგეტარიანულ დიეტას და მას თავისი ახალგაზრდობის საიდუმლოდ თვლის.


10. სტელა მაკარტნი

როგორც მამა პოლი და დედა ლინდა, დიზაინერი სტელა მაკარტნიც - ცხოველთა უფლება დამცველი და ვეგეტარიანელია. "დედა თანაგრძნობას მასწავლიდა, - მაბობს ლინდა. ყოველდღიურად ხოცავენ ცხოველებს მხოლოდ იმიტომ,რომ შეჭამონ - ეს სისასტიკე და დაუნდობლობაა."