e-bay-ზე თბილისში გასამართი სუპერთასის მატჩის ბილეთები 1 500 დოლარად იყიდება

e-bay-ზე თბილისში გასამართი სუპერთასის მატჩის ბილეთები 1 500 დოლარად იყიდება
უეფა-ს სუპერთასის მატჩის ორი ბილეთი ინტერნეტ აუქციონ e-bay-ზე 1 500 დოლარად იყიდება.
აუქციონზე „ბარსელონა“ – „სევილიას“ მატჩის ბილეთები ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელს აქვს გამოტანილი და სხვადასხვა ფასად ყიდიან.

იგივე მომხმარებელი, რომელიც სუპერთასის მატჩის ორ ბილეთს 1 500 დოლარად ყიდის, სხვა სექტორის ერთი ბილეთის სანაცვლოდ 350 დოლარს ითხოვს. დღესვე ინტერნეტ აუქციონზე 11 აგვისტოს მატჩის ოთხი ბილეთი განათავსა სხვა მომხმარებელმაც და ამ შემთხვევაში ოთხი ბილეთის საწყისი ფასი 1 500 დოლარია.

უეფა-ს სუპერთასის მატჩის ყველა ბილეთი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში რამდენიმე დღის წინ გაიყიდა. გაყიდვაში სულ 22 089 ბილეთი იყო.
სტატიის წყარო:bpn.ge