"MMA"_ს 6 მებრძოლი, რომელმაც არასრულფასოვნების მიუხედავად წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია (ფოტოები + ვიდეო)

"MMA"_ს 6 მებრძოლი, რომელმაც არასრულფასოვნების მიუხედავად წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია (ფოტოები + ვიდეო)
ტრეი ტელიგმენი

"MMA"_ს 6 მებრძოლი, რომელმაც არასრულფასოვნების მიუხედავად წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია (ფოტოები + ვიდეო)
1. ტრეი ტელიგმენი, რომელიც ასევე ცნობილია "Trauma"_ს ზედმეტსახელით, გახლავთ ამერიკელი შერეული ორთაბრძოლების ოსტატი და ბოქსიორი. სულ რაღაც წლინახევრის ასაკში იგი ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მას ნახევარი მკერდი საერთოდ მოკვეთეს. 8 წლის ასაკში ტრეიმ კარატეზე დაიწყო სიარული, ხოლო 13 წლის ასაკში მან ბოქსიორობა გადაწყვიტა. გარკვეული პერიოდისგასვლის შემდეგ მან ასევე ჯიუ-ჯიცუ შეისწავლა, რის შემდეგაც დაიწყო ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიღება და პროფესიონალ მებრძოლად ჩამოყალიბდა.

ტრეიმ კარიერა რუსეთში დაიწყო "IAFC - Absolute Fighting Championship"_ზე, სადაც პირველი გამარჯვება 1 წუთსა და 40 წამში მოიპოვა.

მის მოწინაღმდეგეებს შორის იყვნენ ისეთ მებრძოლები, როგორებიც არიან: "UFC"_ს ჩემპიონი ტიმ ლივია, ფენომენალური ვიტორ ბელფოტი, უკრაინელი იგორ ვოვანჩინი და ბრაზილიელი "მთა" პედრო რიზუ.

ტრეის თქმით იგი ორთაბრძოლებში მონაწილეობას არა გამარჯვებისა და ტიტულის მოსაპოვებლად იღებს, არამედ ხალხის მატივისცემისა და სიყვარულის მოსაპოვებლად.

[media=https://youtu.be/WmvzWz5eFr4]

ჰონგ მენ ჩოი



2. სამხრეთ კორეელი მებრძოლი ჰონგ მენ ჩოი, რომელიც ცნობილია ტექნოგოლიათის ზედმეტსახელით, იტანჯება უიშვიათესი დაავადებით, რომელიც აკრომელაგიის სახელითაა ცნობილი. დაავადება განაპირობებს ადამიანის მუდმივ ზრდას და მისთვის დამახასიათებელია სახის უცნაური მოყვანილობა.

ჰონგი ამჟამად აღარ იღებს მონაწილეობას ორთაბრძოლებში, თუმცა კარიერის მიტოვებამდე მისი სიმაღლე 218 სანტიმეტრი იყო და იგი 160 კილოგრამს იწონიდა.

მიუხედავად დაავადებისა მამაკაცმა 2006 წელს გამარჯვება მოიპოვა "K-1"_ის ჩემპიონატში.

2009 წელს მან ასევე ერთ-ერთი ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია , ხოლო 2007 წელს გამართა ბრძოლა ფედორ ემილიანკოსთან. მართალია ჰონგმა ამ ორთაბრძოლაში 2 წუთზე მეტი ვერ გასტანა, თუმცა იგი ღირსეულად იბრძოდა. კორეელი მამაკაცის ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კინგბოქსიორზე, სემ შილტონზე მოპოვებული გამარჯვება, რომელიც სიმაღლეში 212 სანტიმეტრია.

[media=https://youtu.be/g3IiL9CLUx4]

ემანუელ იარბორო



3. ემანუელ იარბორო - ამრიკელი შერეული ორთაბრძოლების ოსტატი და სუმოისტი. მის წარმოუდგენლად დიდ პრობლემას ზედმეტი წონა წარმოადგენს. ემანუელი სიმაღლეში 2 მეტრია, ხოლო მისი წონა 320 კილოგრამს შეადგენს. 1994 წლის სექტემბრის თვეში "UFC 3"_ის ტურნირზე მას შეხვდა მოწინააღმდეგე, რომელიც მასზე 180 კილოგრამით ნაკლებს იწონიდა, თუმცა მიუხედავად ამისა მან სამწუხაროდ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

ემანუელი გახლავთ ერთ-ერთი უნიკალური ილეთის, "SMOTHER"_ის ავტორი, რაც გულისხმობს მოწინაღმდეგის გაგუდვას. ეს ილეთი ამერიკელმა მებრძოლმა იაპონელი მებრძოლის, ტატსუო ნაკანოს წინააღმდეგ გამოიყენა და მას მთელი თავისი წონით ზემოდან დაეცა. "MMA"_ს ტურნირის დროს მან გამართა სამი ორთაბრძოლა და გამარჯვება მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში მოიპოვა.



მეტ ჰემილი



4. მეტ ჰემილი - ამერიკელი "MMA"_ს მებრძოლი. ერთი შეხედვით ეს მამაკაცი აბსოლიტურად ჯანმრთელად გამოიყურება, თუმცა დაბადებიდან იგი სმენადაქვეითებულია, მაგრამ ეს ფაქტი მას საერთოდ არ უშლიდა ხელს ორთაბრძოლების წარმართვაში. მეტის დებიუტი 2005 წელს შედგა, როდესაც მან მოიწააღმდეგეზე გამარჯვება სულ რაღაც 2 წუთში მოიპოვა, რის შემდეგაც გააფორმა კონტრაქტი "UFC"_სთან, სადაც ჩაატარა 14 ორთაბრძოლა და 10 მათგანი გამარჯვებით დაასრულა.

მან გამარვება მოიპოვა ისეთ მებრძოლებზე, როგორებიც არიან: სეტ პეტრუცელი, ტიმ ბოეტჩი, მარკ მუნოზი, ტიტო ორტიზი, როჯერ ჰოლეტი და ჯონ ჯონსი.

ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ისტორიაზე ფილმიცაა გადაღებული სახელწოდებით "Hamill".



ნიკ ნიუელი



5. ნიკ ნიუელი დაბადებიდან ინვალიდი გაახლავთ. მას მარცხენა ხელი პრაქტიკულად არ აქვს, თუმცა ეს ფაქტი საერთდ არ უშლის ხელს "MMA"_ს ორთაბრძოლებში ღირსეულ მონაწილეობაში. მან ჯამში წარმართა 13 ბრძოლა და 12 მათგანში გამარჯვებაც მოიპოვა.



გარეტ ჰოლევი


6. გარეტ ჰოლევი - სპორტსმენი დაუნის სინდრომით, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ვარჯიშს მიუძღვნა, თუმცა სხვა მებრძოლები მასთან ჩხუბზე უარს აცხადებენ.