"თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ვეფხვი, თუკი ის მართლა გარეთ არის, გმირია..."

"თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ვეფხვი, თუკი ის მართლა გარეთ არის, გმირია..."
13 ივნისის სტიქიური უბედურებების შემდეგ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ პანიკა და დაძაბულობაა. რასაც ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველების შიშიც ერთვის თან. ამჟამად თბილისში, გაქცეულ ზოლებიან აფთარს და უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებენ, რის გამოც, მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

სტიქიიდან ერთი კვირა გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ვეფხვი სახელად "სალიმა" მართლაც გამოიქცა ზოოპარკიდან, შვიდი დღის განმავლობაში იგი სრულიად გაუჩინარებულია და არავისთვის არ მიუყენებია ზიანი. ფეისბუქზე ვეფხვის თემაზე უკვე არაერთი პოსტი გამოჩნდა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ბეგი ლოგუა - თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ

ჩემთვის ეს ვეფხვი, თუკი ის მართლა გარეთ არის, გმირია... ჩვენთვის ძალიან საშიში, მაგრამ გმირი! რატომ?!
ციხეში იჯდა?! იჯდა...
სტიქიას გადაურჩა?! გადაურჩა...
სპეც-დანიშნულების რაზმი დასდევს?! დასდევს (ამ დრომდე)...
25 მონადირე ეძებს?! ეძებს (ამ დრომდე)...
თბილისი მოიარა?! მოიარა...
ადამიანს არ შეხებია?! არა! (თუმცა შანსი ექნებოდა უეჭველად)
პოპულარული გახდა?! ზე პოპულარულია...
ჩემი თხოვნა ბიჭებისადმი:
კაცობას გაფიცებთ, თუ ოდესმე იპოვეთ, არ მოკლათ მხეცურად! მაქსიმუმი გააკეთეთ რომ დააძინოთ და ისე დააბრუნოთ ოჯახში, როგორც გმირს ეკადრება!

თამარ ივერი - 6 დღე სავარაუდოდ მცენარეებით მკვებავმა ვეგეტარიანელმა ვეფხვმა უკვე ჯობია იქით დარეკოს 112ში...მიშველეთ ხალხი დამდევს ვინმეს ვერჩი-ო?

თეა ადეიშვილი - მხეციც შეიძლება იყოს გმირი, მთავარია არავინ დააზიანოს და მართლა ძალიან მინდა რომ გადარჩეს
სტატიის წყარო:ambebi.ge