ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია და ეს მოვიფიქრე - ვისი იდეაა უფასო ტაქსი მოხალისეებისთვის

ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია და ეს მოვიფიქრე - ვისი იდეაა უფასო ტაქსი მოხალისეებისთვის
სტიქიისგან დაზარალებულ სვანიძის ქუჩასთან დღეს უფასო ტაქსი გამოჩნდა. ტაქსის უფასოდ ის მოხალისეები გადაჰყავს, რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებენ. ტაქსის მეპატრონე 24 წლის გიორგი ლომიძეა.
როგორც გიორგიმ „ინფო 9“ -სთან საუბრის დროს აღნიშნა, მას ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლია, ამიტომ დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებში თავისი წვლილის შეტანა ასე გადაწყვიტა.

ავტორები: ელენე ცინცაძე, ეკა მელიქიძე, დავით საჯაია

სტატიის წყარო:info9.ge