ექსპერიმენტი: საქართველო VS რუსეთი - რით აჯობეს ქართველმა ტაქსისტებმა რუს კოლეგებს

ექსპერიმენტი: საქართველო VS რუსეთი - რით აჯობეს ქართველმა ტაქსისტებმა რუს კოლეგებს
რა უნდა ქნათ, თუ მოულოდნელად ქუჩაში ცუდად გახდით? სასწრაფოში დარეკოთ? თუ შემხვედრი ტაქსის მძღოლს საავადმყოფომდე მიყვანა უფასოდ სთხოვოთ? პრანკსტერების ჯგუფმა Rakamakafo-მ, რომლებსაც youtube-ზე მილიონამდე გამომწერი ჰყავთ და რუსეთში ხშირად ატარებენ ექსპერიმენტებს, გადაწყვიტეს, სოციალური ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ იმის გასარკვევად, როგორ მოიქცევიან ტაქსისტები, რომელთაც ავადმყოფის საავადმყოფომდე უფასოდ გაყვანას სთხოვენ.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ქართველია - გურამ ნარმანია. ალბათ, სწორედ ამიტომ ბიჭებმა გადაწყვიტეს, ექსპერიმენტის საზღვრები გაეფართოებინათ - გადაღებები სანკტ-პეტერბურგსა და თბილისში გაიმართა.