საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში მტაცებელს ეძებენ? (ფოტო)

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში მტაცებელს ეძებენ? (ფოტო)
ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში, სადაც ასევე განთავსებულია გაზეთ “პრაიმტაიმის” რედაქცია, სპეცდანიშნულების რაზმი მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის სარდაფებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთ მტაცებელს ეძებენ.

როგორც “პრაიმტაიმნიუსს” სპეცრაზმის თანამშრომლებმა განუმარტეს, “მიმდინარეობს შენობის შემოწმება”.

მაუწყებლის ადმინისტრაციაში კი განმარტეს, რომ საპანიკო არაფერია და ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით შემოწმება მიმდინარეობს.
სტატიის წყარო:primetimenews.ge