12 დაღუპული, 24 დაკარგული და 266 უსახლკაროდ დარჩენილი - სტიქიის შედეგები
12 დაღუპული და 24 დაკარგული ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც ძებნა მიმდინარეობს, - ეს არის დღის ბოლოსთვის არსებული მონაცემები, რომელიც შესახებაც შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე ისაუბრა.
"ნაპოვნ მანქანებში ადამიანები არ აღმოჩნდნენ. შესაძლოა, მანქანები გვირაბებში იყოს ჩატანილი, რომელიც სილით და ლამით არის სავსე. შესაძლებელია, მანქანები იყოს მტკვარში. გადანგრეულია ჯებირი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად 266 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. წყალმა მათი სახლები ძლიერი წვიმის შემდეგ გაანადგურა. როგორც თბილისის მერი დავით ნარმანია განმარტავს, ვაკე-საბურთალოს რაიონს, ჯამში 5 მილონამდე ზიანი მიადგა. ნარმანიას განცხადებით, მერია დაეხმარება მოქალაქეებს, რომ მოხდეს მათი აღდგენა. ,,სახელმწიფო ბიუჯეტმა დღეს უკვე დაამტკიცა პირველი 10 მილიონიანი ტრანში, რომლითაც დაიწყება სამუშაოები,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.