პატრიარქმა მოხალისეებს საკვები გაუგზავნა

პატრიარქმა მოხალისეებს საკვები გაუგზავნა
გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მოხალისეები მუშაობას განაგრძობენ. მათ ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დაასუფთავეს.

მოხალისეებს ადგილზე მიეწოდებათ სასმელი წყალი. ასევე, გმირთა მემორიალთან მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც მათთვის უფასო საკვები რიგდება.

ადგილზე მყოფი მოხალისეების საკვებით მომარაგებას სახელმწიფო კვების უზრუნველყოფა ახდენს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ადგილზე სასულიერო პირები მივიდნენ და პატრიარქის გაგზავნილი პროდუქტი მიიტანეს.

აღნიშნული საკვები ასევე, მოხალისეებს და ადგილზე მყოფ მოქალაქეებს მიეწოდებათ.
სტატიის წყარო:info9.ge