"ნამდვილად "ბომბი" იქნება" - რას აკეთებენ ნინა წკრიალაშვილი და შორენა ბეგაშვილი ერთ საწოლში
ნინა წკრიალაშვილს სამი წელია, კლიპი არ გადაუღია და ამის შანსი ახლა მიეცა, - "რუსთავი 2"-ის "დილის გადაცემას" ასეთი პროექტი აქვს, - ცნობილ მომღელებს კლიპებს უღებს. რამდენიმეს უკვე გადაუღეს, ახლა ნინას ჯერია. რეჟისორი გიორგი კიკალიშვილი, იგივე კიკალა და შემოქმედებითი ჯგუფი გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და როგორც შევიტყვეთ, უკმაყოფილოები არ არიან.
მოკლედ, ღამენათევ ნინას შევეხმიენეთ და ვიდეორგოლის შესახებ გავესაუბრეთ.
- ჩემი ბოლო კლიპი ის იყო, მონაზვნის როლში რომ ვიყავი... მას მერე სამი წელი გავიდა და ახლა მომეცა მაგარი შანსი. კარგი პროექტია, ეს არა მარტო ჩემთვის, ყველა მომღელისთვის დიდი დახმარებაა. ტელეკომპანია მომღელებს საკუთარი ხარჯებით, კლიპებს უღებს და მერე თავადვე დაატრიალებენ და "მარაოზეც" გავა. პრინციპში, შოუბიზნესს თავიდან განვითარების შანსი ეძლევა... ჩემი სიმღერა ზაზა ხუბუკელაშვილმა დაწერა, ტექსტი მე და ძვალს გვეკუთვნის. ორიგინალური სიმღერაა და ტექსტიც რატომღაც მომწონს. ნამუშევარი თავისუფლებაზე გამოგვივიდა...
- აბა, სიმღერიდან რაიმე ფრაზა წაიმღერე...
- "თუ არ მოგწონს რაც შემოგთავაზა დრომ, შეცვალე, გამოიგონე შენი სამყარო!" - ეს არის ერთ-ერთი ფრაზა. კლიპში მხოლოდ მე და შორენა ბეგაშვილი ვიქნებით.
- შენ გადაწყვირტე ასე?
- ასე კიკალამ გადაყვიტა. დიახ, მე და შორენა ვართ მხოლოდ და დანარჩენს ინტრიგად დავტოვებ. ვიტყვი იმას, რომ ვიდეო ძალიან ლამაზი იქნება...
- მხოლოდ ორი გოგო კლიპში? რას გულისხმობ?
- (სიცილით ამბობს) მოდი, რა, ინტრიგას დავტოვებ... გუშინ რაც გადავიღეთ, მართლა ულამაზესი კადრები გამოვიდა. გვიანობამდე ვიმუშავეთ, ერთი გადაღება კიდევ დაგვრჩა და მოუთმენლად ველოდებით, მუშაობა როდის გაგრძელდება. ალბათ საქმეს ხვალ შევუდგებით... ვიტყვოდი, რომ ადამიანებს ახალი სალაპარაკო მიეცემათ... ილაპარკონ კლიპზე, იქნებ რამენაირად პოლიტიკა გადავფაროთ და ცოტა ხანს მაინც დავივიწყოთ ეს სფერო (იცნის).
- როგორი პარტნიორია შორენა?
- შორენა ზოგადად ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მალე გადავიღეთ. კიკალა რასაც გვეუბნებოდა, ყველაფერს ისე ვაკეთებდით. დიდი
მადლობა დიზაინერ რამაზო რომას იმ კოსტიუმებისთვის, სტილისტიკისთვის, რაც შემოგვთავაზა. უცბად ააწყო ყველაფერი. ძალიან საინტერესო და განსხვავებული იმიჯი მაქვს. მპირდება, რომ გადაღების მეორე დღესაც მაგარი კოსტიუმი მექნება (ჩემი სტილისგან განსხვავებული იმიჯის).
და როგორი ქალის როლი გაქვს კლიპში?
- ცოტა ცივი, მკაცრი, შორენა კი თბილი და საყვარელია...
- ისე თამამი კოსტიუმებია. არ გაგიჭრდა მორგება?
- რაც დასაფარია, იმ ადგილებს მიფარავს. ასეთი კაბები, ზოგადად კლიპებისთვის, სცენისთვის, გარკვეული პრეზენტაციებისთვის იქმნება... ჩვენი სამოსი ძალიან მოუხდა იმ სასტუმროს ინტერიერსაც, სადაც გადავიღეთ.
- ე.ი. "ბომბი" აფეთქდება?
- კი, როგორ არა, ნამდვილად "ბომბი" იქნება. სასწაული კადრები გვაქვს. რომ ნახავთ, გაგიჟდებით...
- რა არის ასეთი, ორი ქალის სიყვარული?
- არა, სიყვარულს ვერ დავარქმევ, მაგრამ ვისაც რა უნდა, ის იფიქროს და რა ფანტაზიაც აქვს, ისე დაასრულოს ჩვენი ნამუშევარი...
ახალ წლამდე ყველა ვარიანტში ვიხილავთ.
- ღამე რატომ იღებთ?
- დღე ყველანი ჩვენ-ჩვენ სამსახურებში ვმუშაობთ და მაგის დრო არ გვაქვს. სახლში ამ დილას მოვედი და ხომ ვამბობ, კიდევ ერთი ღამის გათენება მოგვიწევს. მოკლედ, რაღაცებს ვაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანებს შევახსენოთ, რომ ეს სფერო ქვეყანაში არსებობს.