როგორ ებრძვიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ნაბახუსევს? პუერტო-რიკოელები ნამდვილი გენიოსები არიან!

როგორ ებრძვიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ნაბახუსევს? პუერტო-რიკოელები ნამდვილი გენიოსები არიან!
იტალია

ძველი რომაელები ნაბახუსევი მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად წვეულებამდე იღებდნენ კომბოსტოს მოხარშული სახით. თანამედროვე იტალიელები წვეულების შემდეგ მიირთმევენ ყველაფერ თეთრს: ბრინჯს, სპაგეტს და თავს არიდებენ წითელი პროდუქტების: პომიდორის და ძეხვის მიღებას.


ესპანეთი

ესპანელი კონკისტადორები იმსუბუქებდნენ მომავალ ტანჯვას ზეითუნის ზეთით. ისინი იღებდნენ ამ პროდუქტს მცირე დოზით რათა ზეთს დაეფარა კუჭის კედლები და ხელი შეეწყო ალკოჰოლის სწრაფი მონელებისთვის.

აშშ

ამერიკელები, რომლებიც თვრებიან ბურბონით, იღდგენენ ტონუსს კოქტეილით, რომელიც დამზადებულია უმი კვერცხით, ერთი კოვზი კეტჩუპიტ, 4-5 წვეთი ძმრით და პომიდორის წვენით.

მონღოლეთი

მონღოლები ნაბახუსევზე მიიღმევენ პომიდორის წვენს. მეორე და ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტი - დამარილებული ცხვრის თვალებია...

საფრანგეთი

მცირე ნაბახუსევის შემთხვევაში ფრანგები თავს ხახვის სუპით და უშაქრო, ურძეო, მაგრამ მარილიანი ყავით შველიან. მძიმე შემთხვევაში ისინი ამზადებენ სპეციალურ კოქტეილს: ცოტაოდენი ლიმონის წვენს დამატებული თეთრი ღვინო და გაზირებული წყალი. შედეგად მიიღება ნამდვილი ელექსირი!


უელსი

შუასაუკუნეების უელსის მაცხოვრებლები წვეულებამდე მიიღმევდნენ ღორის შემწვარ ფილტვებს. ასევე აუცილებელი იყო, რომ იმ დღეს ადამიანებს ამ კერძის გარდა სხვა საერთოდ არაფერი ეჭამათ. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ მოიხსენიებდნენ ეს ადამიანები ღორის ფილტვებს "სამოთხის კერძად".

ინგლისი

ინგლისელები ნაბახუსევის დროს იღებენ დიდი რაოდენობით ისპანახს. ეს ადამიანები მიირთმევენ ამ კერძს დილით, რათა მასში შემავალი ანტიტოქსინები დაეხმარონ ღვიძლს ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლაში. როზმარის ჩაი მათთვის ასპირინის შემცვლელია, რომელიც თავის ტკივილს ხსნის.

საფრანგეთი

ფრანგები ნაბახუსევის წინააღმდეგ ბრძოლისას ჩვეულებისამებრ უპირატესობას ანიჭებენ საუნას და დამარილებულ ქაშაყს ლუდთან ერთად.

გერმანია

გერმანელები ნაბახუსევის დროს მიირთმევენ მოხარშული ცხვრის ხორცს და ბანანს, ასევე სვამენ დიდი რაოდენობით რძეს. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები დიდი რაოდენობით რძეს ალკოჰოლის მიღებამდე სვამენ...


იპონია

იაპონელები თავს შველიან თავისებური ჰაერ-წვეთოვანი მეთოდით. ისინი ასველებენ მათვის ასე საყვარელ მარლებს საკეს ნარჩენებში და ყნოსავენ მათ დაშრობამდე... "რა ნარჩენები?!" - გაიფიქრე ალბათ შენ... მოკლედ იაპონელები გირჩევენ, რომ ნაბახუსევზე მიიღოთ მინიმუმ ხუთი ჭიქა მწვანე ჩაი. ..

სინგაპური

აქ ნაბახუსევის წინააღმდეგ საბრძოლველად უძველესი დროიდან გამოიყენებენ ბალახის სუპს. რეცეპტი თავისუფალია, თუმცა ერთ-ერთი აუცილებელი შემავალი ინგრედიენტი უნდა იყოს ჟენშენი.

პუერტო-რიკო

პუერტ-რიკოელებმა გამოიგონეს ახალი საშუალება ნაბახუსევის წინააღმეგ საბრძოლველად, რომელიც არ ვნებს კუჭს... თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ლიმონი, რომელსაც დაჭრით, ამოისმევთ საკუთარ იღლიაში და მიირთმევთ გემრიელად...