მებრძოლი ქალები ნინა სუბლატის კლიპში - ქართველი მომღერალი "ევროვიზიის" ფავორიტებშია

მებრძოლი ქალები ნინა სუბლატის კლიპში - ქართველი მომღერალი "ევროვიზიის" ფავორიტებშია
"ევროვიზია 2015"-ზე საქართველოს ნინა სუბლატი სიმღერით - Warrior წარადგენს. ევროფესტივალზე წარსადგენი საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლი უკვე გამოვიდა. ვიდეორგოლი სტუდია BigCAKE-მა გადაიღო. კლიპის რეჟისორია დავით გოგოხია.

ნინა სუბლატის ახალმა კლიპმა "ევროვიზიის" youtube-ის არხზე ერთ ღამეში 50 ათასი ნახვა და უამრავი კომენტარი დააგროვა. კომენტარებს, ძირითადად, უცხოელები წერენ და ქართველ კონკურსანტს შოუს ფავორიტად ასახელებენ.

კონკურსის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 19 მაისს იმღერებს. საიუბილეო, "ევროვიზიის" სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21, ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.

სტატიის წყარო:palitratv.ge