დაბალანსირებული განვითარების ბორბალი

დაბალანსირებული განვითარების ბორბალი
1. დახაზეთ წრე და დაყავით 8 სექტორად.

2. წარმოიდგინეთ, რომ ეს წრე თქვენი ცხოვრების ანარეკლია. შეავსეთ თითოეული სექტორი თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებით. მაგალითად: ჯანმრთელობა, კარიერა, ოჯახი, ხელოვნება, მეგობრები, სულიერი განვითარება, ჰობი, ფული, დასვენება და ა.შ.

3. თქვენი წრე შედგენილი იქნება 8 ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროთი თქვენს ცხოვრებაში.

4. ყოველივე ამის შემდეგ საჭიროა დააწესოთ 10 ბალიანი შეფასების სისტემა. წარმოიდგინეთ, რომ წრის ცენტრი შეფასებისას შეესაბამება ნულს, ხოლო ხაზი, რომელიც შემოწერს თქვენს წრეს - 10 ბალს. ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, უბრალოდ დააკვირდით მთავარ სურათზე ნაჩვენებ მეორე ნახაზს. ახლა უკვე დაიწყეთ თითოეული სფეროს შეფასება თქვენს დიაგრამაზე. დაიწერეთ შესაბამისი ქულა, თუ რამდენად რეალიზებული და წარმატებული ხართ თითოეულ სფეროში. ნული ქულა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რომელიმე სფეროში ძალზედ წარუმატებელი და არარეალიზებური ხართ, 10 ქულა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც კონკრეტულ სფეროში თქვენ 100% წელში გამართული და წარმატებული ხართ.

5. დაშტრიხეთ თითოეული სექტორი შეფასების მიხედვით. ახლა თქვენ ნათლად დაინახავთ, თუ როგორი ბორბალით მიიწევთ წინ ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში. რაც უფრო თანაბარია იგი, მით უფრო ბალანსირებულია თქვენი ცხოვრების თითოეული სფერო.

6. შეაფასეთ მიღებული შედეგები ამ კითხვებზე პასუხის გაცემით:
რომელი სფეროა წამყვანი? (შეიძლება იყოს რამდენიმე ერთდროულად) რომელი სფეროს ამაღლება, გაუმჯობესებაა საჭირო? (მაგალითად თქვენ თავს არ ზოგავთ სამსახურისა და კარიერისთვის, ხოლო ოჯახისთვის და დასვენებისთვის დრო პრაქტიკულად არ გრჩებათ) ცხოვრების რომელი სფეროდან ისურვებდით ცვლილებების დაწყებას უახლოეს დროში?

7. თითოეული სფეროსთვის დაწერეთ შემდეგი რამ: რას ნიშნავს თქვენთვის 10 ბალიანი შეფასება, ანუ იდეალური სიტუაცია თითოეულ სფეროში? რისი გაკეთებაა საჭირო, რომ დაიწყოს ცვლილებები? დაისახეთ კონკრეტული მიზნები და დაიწყეთ მათი განხორციელება საფეხურებრივად.

8. დაგეგმეთ ზუსტი ვადა კონკრეტულ სფეროში წარმატების მისაღწევად, როდესაც დაიწყებთ მოქმედებას. უკეთესი იქნება, თუ ჩაიწერთ თითოეული თქვენი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯის დათარიღებას და ცვლილებების დღიურის წარმოებას. იხარეთ თითოეული თქვენი გამარჯვებით!

© ლუდმილა ივანოვსკაია: ფსიქოლოგი და ოჯახური თანაცხოვრების სპეციალისტი.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე