როგორ განვავითაროთ ინტუიცია?

როგორ განვავითაროთ ინტუიცია?
ინტუიციის განვითარების მრავალი საშუალება არსებობს
ინტუიცია და ექსტრასენსული შესაძლებლობები - ეს არ არის მანიპულაციის საშუალება, რომელსაც თაღლითები და ყალბი წინასწარმეტყველები იყენებენ.
ადამიანური შეგნება - უძლიერესი მექანიზმია. როდესაც ჩვენ შევძლებთ მივიღოთ წვდომა და ვმართოთ გონება, ჩვენ შევძლებთ ინტუიციის შეუზღუდავი ძალის გამოყენებასაც.



ინტუიციის განვითარების პირველი ნაბიჯი - ამ თემაზე სამეცნიერო ნამუშევრების შესწავლა
ხშირად ადამიანებს დამამტკიცებელი საბუთები სჭირდებათ, დასარწმუნებლად. ისინი კი არსებობენ - თანაც მეცნიერულად დამკიცებულია, რომ ადამიანები ფლობენ ექსტრასენსულ შესაძლებლობებს და ძლიერ ინტუიციას. ადამიანის ტვინის და ტვინის ტალღების შესწავლისას, მეცნიერებმა დაამკიცეს, რომ ექსტრასენსული შესაძლებლობები შესაძლოა წამოიშვას მაშინ, როდესაც გონება ტეტა სიხშირეზე მუშაობს.


ტვინს შეუძლია იმუშაოს სხვადასხვა ელექტროქიმიურ რეჟიმებში, რომლებიც აქტივობის მიხედვით ოთხ კატეგორიად იყოფა: ბეტა,ალფა,ტეტა და დელტა. ტვინის მუშაობის ბეტა-ტალღები ყველაზე სწრაფია არსებულთაგან, მათ ტვინი გამოიყენებს მაღალი გონებრივი აქტივობისას. მას მოჰყვება ალფა-ტალღა, რომელიც დასვენების მდგომარეობას შეესაბამება, ტეტა -ტალღები, შეესაბამება ღრმა მოდუნებას ან მსუბუქ ძილს და დელტა -ტალღები შეესაბამება ღრმა ძილს.

ტეტა-ტალღები შეესაბამება ღრმა მედიტაციის ან მსუბუქი მიძინების მდგომარეობას. როდესაც თქვენი გონების ლოგიკური მდგომარეობა ისვენებს, მის შემოქმედებით ნაწილს შეუძლია იმუშაოს და გაგზავნოს გარკვეული შეტყობინებები.
შეგიმჩნევით, როგორი დაბნეული ხდებით როდესაც გესტუმრებათ შთაგონება ან შემოქმედებითი აზრები? ეს აიხსნება იმით, რომ გონება მუშაობს ტეტა-სიხშირეზე.

ინტუიციის განვითარების მეორე ნაბიჯი - მედიტაცია
მაშ ასე როგორ ჩავიძიროთ ასეთ მდგომარეობაში საკუთარი ნებასურვილით? პასუხი მარტივია. ამისათვის საჭიროა ვისწავლოთ საკუთარი გონების დამშვიდება და მისი ღრმა მოდუნების მდგომარეობაში გადაყვანა. ამის მიღწევის საუკეთესო გზა კი - მედიტაციით მუდმივი ვარჯიშია.

თქვენს ინტუიციას სურს, რომ თქვენ მას მოუსმინოთ. ამიტომაც გაძლევთ გარკვეულ ნიშნებს, მაშინაც კი, როდესაც მას თქვენ სათანადო ყურადღებას არ ანიჭებთ.
მედიტაციას შეუძლია თქვენი გადაყვანა იქ, სადაც თქვენს ინტუიციას შეუძლია თავისუფლად გამოგიგზავნოთ შეტყობინებები და თქვენ ამ დროს მათ უსმენთ. სულ 15-30 წუთიანი ვარჯიში დღეში და თქვენი ინტუიცია საგრძნობლად ძლიერი გახდება.

არსებობს მედიტაციის უამრავი საშუალება. თუ თქვენ სცადეთ მედიტირება, მაგრამ ის თქვენთვის რთული აღმოჩნდა, ნუ დაყრით ფარ-ხმალს. ერთ-ერთი მეთოდი მაინც გმაოგადგებათ. თქვენ შეგიძლიათ მედიტირება როგორც თავად ასევე ალფა-ხმის ქვეშ.

როდესაც თქვენ, თქვენი ინტუიციისგან შეტყობინებების მღებას დაიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყური დაუგდოთ მას. როდესაც თქვენ რაიმე შეტყობინებას ან ნიშანს მიიღებთ, მიენდეთ და მიჰყევით მას. ეს თქვენ სწორ პასუხებამდე მიგიყვანთ. ხოლო როდესაც თავად ნახავთ რამდენად მარტივია ეს, ასეთი შეტყობინებები თქვენთან უფრო და უფრო ხშირად მოვა. ინტუიციის განვითარება მარტივია - საჭიროა უბრალოდ მოუსმინოთ საკუთარ თავს.