ნეპალი მიწისძვრის შემდეგ - ციდან გადაღებული შემაძრწუნებელი სანახაობა

ნეპალი მიწისძვრის შემდეგ - ციდან გადაღებული შემაძრწუნებელი სანახაობა
ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ამსახველი კადრები ციდან დრონის დახმარებით გადაიღეს.

25 აპრილს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რვა მილიონი ადამიანი დაზარალდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 4 310-ს აღწევს, დაშავებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი. ნეპალსა და მეზობელ ქვეყნებში განმეორებითი ბიძგები ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც ათასობით ადამიანი კატმანდუში უკვე მესამე დღეა კარვებში ათენებს ღამეს.

მიწისძვრამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, დაბინძურებულია წყალი, არსებობს დაავადებების გავრცელების საშიშროება. ნეპალში სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში ქვეყნის არმია და პოლიციაცაა ჩართული.

სტატიის წყარო:palitratv.ge