გენიალური ბიზნესმენების ცბიერი სვლები

გენიალური ბიზნესმენების ცბიერი სვლები
1. მამაკაცის სამოსის მაღაზიის მფლობელმა მოინდომა გაყიდვების გაზრდა. მან შეუკვეთა ათასობით განსხვავებული მონეტა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოს მონეტების მსგავსი იყო. მონეტები დაფარეს პლატინით, ოქროთი, ვერცხლით და გადაანაწილეს ყველა მაღაზიაში. შეფუთვისას გამყიდველი მონეტებიდან ერთ ცალს პიკაჯის ჯიბეში დებდა.

ვარაუდობდნენ, რომ მყიდველი მოგვიანებით აღმოაჩენდა შესახედავად ძვირფას მონეტას, აჩვენებდა ახლობლებს, ნაცნობებს, თანამშრომლებს და რა თქმა უნდა ახსენებდა მაღაზიას, რომელშიც გააკეთა შენაძენი. გაყიდვები პირველივე თვეში შესამჩნევად არ გაზრდილა, მაგრამ შემდეგ თვეს გაიზარდა 3,5-ჯერ!

2. აშშ-ი ცნობილი სარესტორნო ქსელის მფლობელი მარკეტინგზე ძალიან ცოტა ფულს ხარჯავდა. მიუხედავად ამისა, მის რესტორნებში ყოველთვის ბევრი ადამიანი იყო. როგორ ახერხებდა ამას? ყოველთვის, როცა ახალ რესტორანს ხსნიდა, ის აწყობდა გრანდიოზულ მიღებას, სადაც ეპატიჟებოდა ქალაქის ყველა სტილისტს. ისინი ერთობოდნენ და მიირთმევდნენ მასპინძლის ხარჯზე, ხოლო შემდეგ დღეს, მშვენიერ განწყობაზე გადიოდნენ სამსახურში.

როგორ მუშაობენ სტილისტები? დიახ, ისინი ყოველ დღე ურთიერთობენ კლიენტებთან და რამოდენიმე კვირის მანძილზე დიდი სიამოვნებით ავრცელებენ ინფორმაციას შესანიშნავი რესტორნის შესახებ, სადაც შეიძლება საღამოს სასიამოვნოდ გატარება.

3. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, რუსმა მეწარმემ ნიკოლაი შუსტოვმა დაიქირავა ათეულობით თანამშრომელი, სტუდენტები, რომლებსაც უნდა მოევლოთ მოსკოვის დუქნები და მოეთხოვათ კონიაკი «შუსტოვი». თუ ასეთს ვერ ნახავდნენ, სტუდენტები სკანდალებს აწყობდნენ და ჩხუბობდნენ. ამის შესახებ წერდნენ გაზეთები, ხოლო მოსკოვმა გაიგო ალკოჰოლური სასმელის ახალი ბრენდის შესახებ.
სტატიის წყარო:b2p.ge