10 შემთხვევითი აღმოჩენა, რომელთა წყალობითაც ადამიანები მილიონერები გახდნენ

10 შემთხვევითი აღმოჩენა, რომელთა წყალობითაც ადამიანები მილიონერები გახდნენ
ვიღაცა მილიონების მოსაპოვებლად დღე და ღამე შრომობს, ვიღაც კი უბრალოდ იღბლიანი იბადება. ამ სტატიაში FPAPARAZZI-ის რედაქციამ შეაგროვა 10 შემთხვევა, რომლითაც უბრალო ადამიანები იღბლიანი შემთხვევითობის წყალობით მილიონების მფლობელები გახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩდნენ. 

1. Coca-Cola-ს მსხვილი კერძო აქციონერი 



ერთხელ, ყველაზე უბრალო ამერიკელმა მაცხოვრებელმა, ტონი მარონმა ბაზარში დოკუმენტებით სავსე ყუთი მხოლოდ 5 დოლარად შეიძინა. შეძენილ მაკულატურას შორის მან 1625 ნავთობკომპანიის ფასიანი ქაღალდები აღმოაჩინა, რომელიც ცოტა მოგვიანებით სხვა ნავთობკომპანიას და Coca-Cola-ს შეერწყა. აი ასე მოულოდნელმა და სასიამოვნო აღმოჩენამ მფლობელს მსხვილი კორპორაციის 1.8 მლნ აქცია, მთლიანად 130 000 000 დოლარი აჩუქა. ტონი აღიარეს ყველაზე მსხვილ კერძო პირად- Coca-Cola-ს ფასიანი ქაღალდების მფლობელად. 


2. ყველაზე დიდი საგანძური ამერიკის ისტორიაში



ამერიკის ისტორიაში თანხობრივად ყველაზე მსხვილი განძი 80-იანი წლების ბოლოს ინჟინერმა ტომი ტომპსონომა აღმოაჩინა. მეცნიერი ბირთვული წყალქვეშა ნავების სისტემის პროექტზე მუშაობდა და სტუნდენტობის პერიოდიდან ჩაძირული გემის და ხომალდების ძებნით იყო გატაცებული. ჰქონდა მას "ცისფერი" ოცნება - "ამერიკის ცენტრის" მოძებნა, რომელიც 1857 წელს ჩაიძირა. ექსპედიციის დროს, 1988 წლის შემოდგომას მისი ძიება წარმატებული აღმოჩნდა - ტომის რობოტმა წყლიდან დიდი ოქროს ზოდი, ანტიკვარული მონეტები ამოიტანა. განძის საერთო ფასი 150 000 000 დოლარია, ოქროს ზოდი წონით 36 კგ, ყველაზე დიდად აღიარეს და ძალიან მალე 8 მლნ დოლარად იქნა შეძენილი. 


3. განძის მაძიებლის ჯილდო



2013 წელს, ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში ოქროს მაძიებელს გაუმართლა და თვითნაბად ოქროს გადააწყდა, წონით 5.5 კგ. ექსპერტებმა მისი ღირებულება 315 000 დოლარად შეაფასეს. ბუნების "განძი" ბალარატში აღმოაჩინეს, სადაც შემდეგ სხვა ოქროს მაძიებლები გამოჩდნენ. ალბათ ეს ადგილი ამ მეტალით ნამდვილად მდიდარია, რადგან ზუსტად ერთი წლის ამავე ქალაქში 4 კგ-ს ოქრო აღმოაჩინეს. 


4. ლანჩის ყუთში შენახული განძი



საინტერესო ისტორია, მაგრამ არა "მდიდრული" დასასრულით, ბობო კიტს და ამანდა რის 2006 წელს თავს გადახდათ. იმ წელს წყვილი სახლში რემონტს აკეთებდნენ და კედელში ორი ლანჩის ყუთი იპოვეს. მასში 1951 წლის ამოჭრილი გაზეთი, და კოხტად ჩაწყობილი კუპიურები იდო. აღმოჩენა 3 შეფუთვისგან შედგებოდა: 1-ელი 20$-იანი კუპიურები, მე-2 50$ კუპიურებით და მე-3 100$-იანებით. მათ შორის იშვიათი ნიმუშებიც აღმოაჩინეს. საერთო ჯამი 23 000$-ს შეადგენდა. 

წყვილმა სიხარული ვერ მოასწრო, რომ უკვე ერთ კვირაში კიდევ ერთი განძი აღმოაჩინეს - საბოლოოდ ახალი მფლობელები სახლმა 45 000$-ით დააჯილდოვა! ამ ისტორიის დასასრული მხოლოდ 2017 წელს მოხდა, როცა ერთ-ერთმა ჟურნალმა იღბლიანების ისტორია გამოაქვეყნა და ყოფილი მფლობელების ნათესავები გამოჩდნენ და საკუთარი წილის მიღება მოისურვეს. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესმენმა პატრიკ დიუნმა - ოდესღაც ამ "მდიდრული" სახლის მფლობელმა ფული ჯერ კიდევ ეკონომიკური კრიზისის დროს შეინახა. საბოლოოდ, სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი, რომ ფული პროცესის ყველა მონაწილეს შორის გაეყოთ, ასე რომ თითოს მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარი მოუწია. 


5. Action Comics № 1 გამოშვება, 2 მლნ დოლარი



ამ კომიქსის ყველაზე პირველი სერია 2 მლნ დოლარად არის შეფასებული - ნომერი 1938 წლიდან, როცა ადამიანებმა სუპერ ძალის მქონე გმირები გაიცნეს. იღბლიანმა ადამიანმა მინესოტსში ძველი სახლი შეიძინა, სადაც სარემონტო სამუშაოების დროს ძვირფასი კომიქსი აღმოაჩინა. პირველყოფილი სახე მხოლოდ კარგის იმედს იძლეოდა და სპეციალისტებმა მხოლოდ 100 000 დოლარად შეაფასეს, რესტავრაციის შემდეგ კი მისი ფასი 2 მლნ-მდე გაიზარდა.