შვიდი თაობის გავლენა შთამომავლობის ბედზე

შვიდი თაობის გავლენა შთამომავლობის ბედზე
თაობა #1 - ეს ვართ ჩვენ. დაკავშირებულია მზესთან - პლანეტარული სისტემის ცენტრთან, ენერგიის საწყისსა და სიცოცხლის სიმბოლოსთან. ერთი სიტყვით, მზე დაკავშირებულია ცოცხალთა თაობასთან, და არამარტო ცოცხლებთან, არამედ ახალგაზრდებთან. ამრიგად, ყველაფერი იწყება პირადად თქვენგან, რომლებიც წარმოადგენთ პირველ თაობას ჰოროსკოპის შვიდსაფეხურიან პირამიდაში.

თაობა #2 - ჩვენი მშობლები.წყვილი.
მამები და დედები დაკავშირებულნი არიან დედამიწის თანამგზავრ მთვარესთან, რომელიც უდიდეს ზეგავლენას ახდენს ემოციური სამყაროს ფორმირებაზე. ადამიანის ყველანაირი არაცნობიერი, ინსტიქტური, რეფლექსური გამოვლენა მთვარის გავლენას ექვემდებარება, უკავშირდება მის ფაზების ცვლა,, მის მოძრაობას ზოდიაქოს წრეზე.

ყველაფერი, რაც იდება ბავშვობაში - თვისებები, სამყაროსადმი უშუალო დამოკიდებულება, ცხოვრებასთან ადაპტირება - ყოველივე ამას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს მშობლებს.

ის ადამიანები,რომელთა ჰოროსკოპშიც მთვარის ზეგავლენა გამოკვეთილია, მოზრდილ ასაკშიც კი დიდ ბავშვებად რჩებიან - ემოციურებად, ,ჭირვეულებად და ბუტიებად.

შუა ასაკში გამოვლენილი გულუბრყვილობა და ინფანტილიზმი, მშობელთა გადაჭარბებული მზრუნველობისა და სიყვარულის შედეგია.

მე-2-ე თაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, მის აღქმადობასა და საზოგადოებაში ადაპტაციაში.

თუ გენეტიკური კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის დარღვეულია, მაშინ ადამიანი, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს, ვერ შეძლებს შეძლებს ამ სამყაროსთან მორგებას.

თაობა #3 - ჩვენი ბებიები და ბაბუები - ანუ 4 ადამიანი.
ეს თაობა დაკავშირებულია პლანეტა მერკურთან, რომელიც მართავს საკომუნიკაციო, სასწავლო, საინფორმაციო სფეროებს.

ბებია-ბაბუებისგან ადამიანები იღებენ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აღქმის უნარს, ნიჭს, ქცევის თავისებურებებს.

თურმე, თაობის გამოტოვებით, ანუ ბებია-ბაბუებისგან გადაეცემა ახალ თაობას ბევრად მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია, ვიდრე უშუალოდ მშობლებისგან. მაგ. თუ რომელიმე ბებია ან ბაბუა დაკავებული იყო მეცნიერული, ან პედაგოგიური საქმიანობით, ლიტერატურით, ამ ტალანტების გამოვლინება შესაძლებელია მოხდეს მის შვილიშვილში და არა შვილში, ხომ გაგიგიათ კიდეც, ,,გენიოსების შვილებზე ბუნება ისვენებს,,-ო.თაობა

#4. ჩვენი დიდი ბებია - ბაბუები -8 ადამიანი.
ეს თაობა ვენერას ზეციური პატრონაჟის ქვეშაა, პლანეტის, რომლის დიდი ციკლი 8 წელს უდრის.

მეოთხე თაობა შუა თაობად მიიჩნევა შვიდ თაობაში. ამიტომ დიდი ბებიები და ბაბუები ჰარმონიისა და წონასწორობის მცველებად ითვლებიან.

ვენერასთან (მე-4 თაობასთან) დაკავშირებულია ისეთი ცნებები, როგორებიცაა: სიყვარული, ცხოვრებისეული სიხარული, მატერიალურური კეთილდღეობისადმი მიჯაჭვულობა და სხვ. მიჩნეულია, რომ მატერიალური ფასეულობები, რომლებიც პატიოსანი შრომით ან მემკვიდრეობითაა მოპოვებული, უნდა გავამყაროთ და გავამრავლოთ.

თუ მე-4 თაობის წინაპრები მდიდრები იყვნენ, მათ შთამომავლობასაც გადაეცემა ფულის გამომუშავების უნარი, მაგრამ თუ ისინი სცოდავდნენ მატერიალური სფეროს საკითხებში, მაშინ ეს ცოდვა დაედება ამ გვარის გამგრძელებლებს და არ მისცემს მათ გამდიდრების საშუალებას, რამდენადაც არ უნდა ეცადონ.

თაობა #5. - ჩვენი დიდი დიდი ბებია - ბაბუების წინაპრები, 16 ადამიანი

მეხუთე თაობა ეს არის მარსი, ეს არის ადამიანის ნებისყოფა, ენერგია, მიზნების მიღწევის, გამარჯვების უნარი.

მარისი - ეს ქმედების იმპულსია ამ ყველაფრის გარეშე ადამიანი ცხოვრებაში ვერაფრის მიღწევას შეძლებს.სწრედ მარსის თაობისგან გადაეცემა ადამიანს მეომრის თვისებები, გამბედაობა, ქმედებების განხორციელების უნარი.

უნებისყოფობა, სიმხდალე, სისასტიკე, არამოტივირებული აგრესია შეიძლება მეხუთეთაობის ცოდვების გაგრძელება იყოს.


თაობა #6.ჩვენი დიდი ბაბუა ბებიაბის ბაბუები. მათი რაოდენობა 32 -ია.
მეექვსე თაობა დაკავშირებულია იუპიტერთან, ეს არის ძალაუფლების, ავტორიტეტის, სულიერებისა დამსოფმხედველობის პლანეტა.

რიცხვით 32 თითოეული მათგანი წარმოდგენილია როგორც ტოტი, ან ასევე, სიმბოლურად, ის 32 კბილიდან ერთ-ერთს განასახიერებს.

ადრე დაკარგული კბილები ამ თაობასთან კავშირის გაწყვეტას ნიშნავს. ე.ი. გაწყდა არა დროთა დამაკავშირებელი ძაფი, არამედ გაწყდა არსებული თაობების კავშირი, ისტორიული კავშირი.

მეექვსე თაობის მეშვეობით ხორციელდება უხილავი კავშირი ადამიანსა და ნაციონალურ, სულიერ (მათ შორის რელიგიურ) ეგრეგორებთან. მეექვსე თაობის წინაპრებში მოცულია უდიდესი კოლექტიური (ეგრეგორისეული) ძალები, მათ შეუძლიათ გახდნენ ჩვენთვის დამაკავშირებელი შუარგოლები ტრადიციების, მცნებების, ჭეშმარიტი ცოდნისა და სწავლების გადაცემის ჯაჭვში.



თაობა #7.ჩვენი დიდი ბაბუისბაბუები, სულ 64 ადამიანი.
დროის მხრივ ყველაზე შორეული თაობა - ეს თაობა დაკავშირებულია
დედამიწიდან ყველაზე შორეულ პლანეტა სატურნთან. ისევე, როგორც ადამიანის თვალთახედვისთვის შეუმჩნეველია ურანი, ნეპტუნი, პლუტონი და სხვა ცის სხეულები, ასევე პრაქტიკულად შეუმჩნეველია მე- 8, მე-9 და მე -10 თაობების ზეგავლენა ადამიანებზე.

წინა თაობების ცხოვრების შესახებ ცოდნა, რომლებიც 200 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდნენ, მხოლოდ მცირერიცხვოვან დიდგვაროვნებს შეიძლება ჰქონდეთ.

ეს კავშირი მიუთითებს მეშვიდე თაობის პრობლემებზე, ამის მიხედვით შეგვიძლია დავინახოთ ნამდვილი ბედისწერა, ფატუმი, დანიშნულება, ადამიანის ჭეშმარიტი ვალი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თაობააამრიგად, 7 თაობა (126 ადამიანი) შემდეგნაირად ზემოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე:


1 თაობა - ეს ვართ ჩვენ ,ჩვენი ,,მე,, ეგო, როგორც ათვლის წერტილი. დაკავშირებულია მზის ენერგიასთან.
მე-2 თაობა მშობლები (2 ადამიანი), დაკავშირებული მთვარის ენერგიასთან. სწორედ ისინი აყალიბებენჩვენს უახლოეს გარემოცვას და სამყაროსადმი ემოციურ დამოკიდებულებას,ჯანმრთელობის პოტენციალს, ასევე გარესამყაროსთან ჩვენს მომავალ ადაპტაციას, გვეხმარებიან საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. განსაკუთრებულად ძლიერია ზეგავლენა იმადამიანებზე, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული მთვარე აქვთ.
მე-3 თაობა - ბებია და ბაბუა (4 ადამიანი). მათგან გადმოგვეცემა ინტელექტუალური და აღქმითიშესაძლებლობები, ნიჭი, კომუნიკაბელურობა, ურთიერთობის უნარი.
მე- 4 თაობა - დიდი ბებია და ბაბუა (8 ადამიანი). ისინი აყალიბებენ ჩვენს სასიყვარულოურთიერთობებს, ჰარმონიული ცხოვრების უნარს და მატერიალურ კეთილდღეობას.
მე-5 თაობა ჩვენი ბებია და ბაბუის მშობლები (16 ადამიანი). გვაძლევენ ნებისყოფას,გამარჯვებისკენ სწრაფვასა და უნარს და ასევე აგრესიულ თვისებებს.
მე-6 თაობა - ჩვენი დიდი ბაბუის ბაბუები (32 ადამიანი). ასახავს ჩვენს კავშირს ტრადიციებთან, სწავლებასთან და იმ პრინციპებთან, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ცხოვრებაში, ასევე გვაძლევს სოციალური დაწინაურების შესაძლებლობებს.
მე-7 თაობა ჩვენი დიდი ბაბუების დიდი ბაბუები (64 ადამიანი). სწორედ ეს თაობა მიანიშნებს ბედისწერაზე, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაზე.

საინტერესო ფაქტი: მშობლებთან გარეგული მსგავსება - თუ ბავშვი ჰგავს მამას, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს უფრო ძლიერი გენეტიკური კავშირი წინაპრებთან, ხოლო თუ დედას ჰგავს ე.ი. საგვარეულოს ბევრი პრობლემისგან შორსაა და მეტადაა თავისუფალი ცხოვრებისეულ არჩევანში.

საკუთარი საგვარეულო ხის ციდნა აუცილებელია არამარტო ისტორიისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ კარგად გავერკვეთ აწმყოსში, დამითუფრო მომავალში, რომელიც წარსულის პირდაპირი ანარეკლია,

ვიცოდეთ რაც შეიძლება მეტი ჩვვენი წინაპრების შესახებ, თითოეული ადამიანის ვალია, რომელსაც სურს ცხოვრებისეული გზის გაკაფვა

კეთილშობილი წინაპრების მონაპოვარი შესაძლებელია ბრწყინვალე მაგალითი აღმოჩნდეს პიროვნებისსწორი განვითარებისთვის,იმ დროს, როდესაც ზოგიერთი არც თუ ისე კარგი წინაპრის გადაუჭრელი საკითხებისა და ცოდვების ცოდნა დაგვეხმარება მათი შეცდომების გამეორებისგან, დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტად არ დავამძიმოთ მთლიანად საგვარეულო კარმა.
სტატიის წყარო:astrologia.ge