თსუ-ს პროფესორი მოხალისეებით აღტაცებულებს ამცნობს, რომ ყოველ ახალ სემესტრში უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება
თსუ-ს პროფესორის ქეთევან პავლიაშვილის მოსაზრება, რომელიც მან „ფეისბუქზე“ დაწერა, სწრაფად გავრცელდა. პროფესორი ამბობს, რომ ახალგაზრდებით აღტაცება თავის მოტყუება და სირაქლემას პოზაა, რადგან ყოველ სემესტრში უფრო დაჩლუნგებული თაობა მოდის.
„ქალბატონ ქეთევანს ძალიან უნდა, სცდებოდეს, მაგრამ ვერ სცდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქ-ნი ქეთევანი 35 წელია ახალგაზრდებთან მუშაობს დღეში 7 საათში, შაბათ-კვირის გამოკლებით და ყოველ ახალ სემესტრში სულ უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება.
ნუ გიკავიათ სირაქლემას პოზა და ნუ იტყუებთ თავებს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია, მისასალმებელია, თუმც ასეთები გვინახია, ხვალ რომ ყველას მიავიწყდება ყველაფერი და როგორც კი ვინმე ფეხზე დადგება, სასწრაფოდ ყელში წაუჭერენ.
ეს იცის ქ.-მა ქეთევანმა და ამის დიდი გამოცდილება აქვს ქ.-ნ ქეთევანს. ეს ისე, ცნობისთვის“, - წერს ქეთევან პავლიაშვილი.