25 ნივთი, რომელიც რეალურად არსებობს და მათ მფლობელები დიდი საფრთხის წინაშე არიან. სუსტი გულის ხალხმა არ ნახოთ!

25 ნივთი, რომელიც რეალურად არსებობს და მათ მფლობელები დიდი საფრთხის წინაშე არიან. სუსტი გულის ხალხმა არ ნახოთ!
დღეს-დღეობით უმაღლესი დონის მეცნიერებიც კი არ გამორიცხავენ პარანორმალური მოვლენების არსებობას... ისტორიას ახსოვს უამრავი შემთხვევა, როდესაც ერთი შეხედვით ყველაზე უბრალო ნივთებიც კი გაუგებრობის, სერიოზული პრობლემებისა და ხშირ შემთხვევებში მათი მფლობელების სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. დღეს ჩვენ გთავაზობთ 25 ნივთს, რომელთა ისტორიის წაკითხვის შემდეგ დაგბურძგლავთ!

1. ელმო



ადამიანების უმრავლესობამ თოჯინა ელმო გაიცნო ტელეშოუდან "სეზამის ქუჩა". ეს თოჯინა მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა და საკმაოდ კარგი რეპუაცია მოიპოვა. 2008 წელს ორი წლის ჯეიმს ბოუმენი გახდა ამ თოჯინის ბედნიერი მფლობელი, რომლის თხოვნითაც თოჯინა დაამონტაჟეს ისე, რომ იგი ბავშვის სახელს იმეორებდა, თუმცა რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ელმო არა მხოლოდ მფლობელის სახელს იმეორებდა, არამედ თვითონ სიტყვა "მოკვლას" ამატებდა. შედეგად ბავშვის მშობლებმა რაც შეიძლება მალე მოიშორეს იგი...

2. იმედის ალმასი



ითვლება, რომ ეს ალმასი 1,1 მილიარდი წლისაა. დღეს-დღეობით ეს ალმასი, რომელიც 200-250 მილიონ დოლარადაა შეფასებული, სიმთსნის მუზეუმშია მოთავსებული. თუმცა ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ მას ძალზედ დიდი უბედურებები მოაქვს... ამ ალმასის პირველი მფლობელი ძაღლებმა ნაწილებად დაგლიჯეს, ხოლო მეორე - საფრანგეთის გულშემატკივრებმა...

3. ბასბის სკამი



ეს სკამი დაწყევლა ინგლისელმა ლოთმა და მკვლელმა ტომას ბასბიმ 1702 წელს, იქამდე, სანამ მას სიკვდილით დასჯიდნენ მამინაცვალის, დენიელ ოტის მკვლელობის გამო. მამინაცვალი ბასბიმ დაახრჩო, როდესაც იგი თავის საყვარელ სკამში იჯდა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ის ადამიანი, ვინც ამ სკამში ჩაჯდება, დაიღუპება საშინელ ავარიაში. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, არსებობს ამ წყევლის სინამდვილის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სკამში იჯდა, საშინელ ავარიაში დაიღუპა...

4. სურათი "მომტირალი ბავშვი"



კიდევ ერთი დაწყევლილი ნივთი ინგლისიდან. ითვლება, რომ ბრუნო ამადიოს სურათი სახელად "მომტირალი ბავშვი" ხდება ხანძრების გამომწვევი მიზეზი...

5. სურათი "ხელები ეწინააღმდეგებიან მას"



1972 წლის ბილ სტოუნჰემის ნახატი სახელად "ხელები ეწინააღმდეგებიან მას" ეკუთვნოდა მსახიობს ჯონ მარლის, თუმცა 2000 წელს ეს ნახატი გამოიტანეს გასაყიდად eBay_ის აუქციონზე. ანონიმურმა გამყიდველებმა თქვეს, რომ ეს სურათი მათ მიტოვებულ ლუდის ქარხანასთან აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც ნახატს მფლობელი გამოუჩნდა და იგი სახლში მიიტანეს, სახლის პატრონის შვილმა დაიწყო ჩივილი, რომ ამ სურათზე არსებული ფიგურები ღამ-ღამობით ცოცხლდებიან და ჩარჩოდან გამოდიან. ამ ფაქტის დამამტკიცებელი ფოტოებიც კი არსებობს...

6. ტერაკოტას ჯარი



1974 წელს შვიდი ქრისტიანი ჩინეთში თხრიდა ორმოს, როდესაც მათ აღმოაჩინეს 2200 წლიანი ტერაკოტას ჯარი. ეს აღმოჩენა ჩინეთის მოსახლეობისათვის ტრაგედიად იქცა, რადგან ადგილობრივმა მთავრობამ ისინი ამ ტერიტორიიდან გაასახლა და მათი სახლები დაანგრია, რათა უკეთესად გამოეკვლიათ ეს ადგილი. ჩინეთის დაზარალებულმა მოსახლეობამ ამ ტრაგედიაში დაწყევლილი ტერაკოტას ჯარი დაადანაშაულა...

7. ტუტანჰამუნის საფლავი



შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცნობილ წყევლად ითვლება ტუტანჰამუნის საფლავის წყევლა, რომელიც აღმოაჩინა ჰორვარდ კარტერმა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც შეიჭრება ტუტანჰამუნის სასაფლაოში შეპყრობილი იქნება უიღბლობით, დაავადებით ან სულაც სიკვდილით... ამ საფლავის გახსნის შემდეგ 20 ადამიანი ძალზედ უცნაური სიკვდილით გარდაიცვალა...

8. ყინულის კაცი

25 ნივთი, რომელიც რეალურად არსებობს და მათ მფლობელები დიდი საფრთხის წინაშე არიან. სუსტი გულის ხალხმა არ ნახოთ!

კიდევ ერთი მუმია "ეცი", რომელსაც საშინელი წყევლა ადევს. იგი მეორენაირად "ყინულის კაცის" სახელითაა ცნობილი. ეს მუმია აღმოაჩინეს 1991 წლის სექტემბრის თვეში ეცლატში, იტალიაში. ითვლება, რომ ეს მუმია ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცვხვამდე 3300 წლის წინათ. სწორედ ამ მუმიას ადანაშაულებენ შვიდი ადამიანის გარდაცვალებაში. მათ შორის არიან: სამედიცინო ექსპერტი რაინერ ჰენა, რომელიც დაიღუპა ავტოკატასტროფაში, ალპინისტი კურტ ფრიცა, რომელიც დაიღუპა ზვავის შედეგად და ამ მუმიის აღმომჩენი ტურისტი ჰელმუტ სიმონი, რომელიც დაიღუპა კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად.

9. "პატარა ნაბიჭვარი" ჯეიმს დინა



"პატარა ნაბიჭვარი" - ვერცხლისფერი Porsche 550 Spyder, რომლის მფლობელიც, ჯეიმს დინა 1955 წელს ამ ავტომობილით გაკეთებულ ავარიაში დაიღუპა. მას შემდეგ, რაც დაიწყეს მანქანის რესტავრაცია, გააქტიურდა წყევლა... ხელოსანს, რომელიც არემონტებდა მანქანას, იგი ზემოდან დაეცა და ფეხები მთლიანად გაუსრისა. ქეიმი, რომელმაც შეიძინა ამ ავტომობილის ძრავი, დაიღუპა ავტოავარიაში. კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც იყიდა გადაცემათა კოლოფი, ძლიერ დაშავდა ავტოავარიაში, ხოლო "პატარა ნაბიჭვარის" ბორბლებმა ახალი მფლობელი შეძენიდან პირველივე დღეს საავადმყოფოში გააგავნა... სატვირთო, რომელსაც გადაჰყავდა ეს ავტომობილი ამობრუნდა და მისი მძღოლი გარდაიცვალა...

10. ტელეფონი ნომერი +359 888 888 888



ყველა ადამიანი, ვინც ბულგარეთში ამ ნომრის მფლობელი გახდა, დაიღუპა ნაადრევი სიკვდილით. შედეგად ეს ნომერი საერთოდ გააუქმეს...

11. ბესანოს ვაზა



ლეგენდა გვატყობინებს, რომ ეს ვერცხლის ვაზა დამზადებულია მე-15 საუკუნეში და იგი აჩუქეს პატარძალს ქორწილიდან რამდენიმე დღით ადრე. გამთენიისას ეს ქალბატონი იპოვეს გარდაცვლილი ამ ვაზით ხელში... თითოეული ადამიანი, ვინც ამ ვაზის ახალი მფლობელი ხდებოდა, ძალიან მალე კვდებოდა. უამრავი ადამიანი გარდაიცვალა იქამდე, სანამ ოჯახმა ამ ვაზის დამალვა არ გადაწყვიტა. 1988 წელს ეს ვაზა კვლავ აღმოაჩინეს და მასზე ამოტვიფრული იყო: "ფრთხილად, ამ ვაზას სიკვდილი მოაქვს". მიუხედავად ამ წარწერისა ვაზა ძალიან მალე აუქციონზე გაიყიდა. ფარმაცევტი, რომელმაც ეს ვაზა შეიძინა, გარდაიცვალა ახალი შენაძენიდან სამი თვის შემდეგ... ამ ადამიანის გარდა დაიღუპა კიდევ სამი ადამიანი, რომელიც ამ ვაზის ახალ მფლობელებად იქცნენ. საბოლოოდ ბესანოს ვაზა გარდაცვლილი ახალი მფლობელის ოჯახმა პოლიციას გადასცა...

12. კარადა დიბუკოთი



ებრაულ ფოლკლორში დიბუკო - ბოროტი სულია. ითვლება, რომ ადამიანემა, რომელიც გადაურჩა ჰოლოკოსტს (მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მიერ ებრაელების მასობრივი გაწყვეტა), შემთხვევით გამოიძახა ეს დემონი, თუმცა მან მისი ღვინის კარადაში დატყვევება შეძლო. 2001 წელს კევინ მანისმა შეიძინა ეს კარადა და მას შემდეგ ამ ადამიანს გამუდმებით კოშმარი ესიზმრებოდა, რომელშიც ბოროტი ჯადოქარი დომინირებდა. მანისმა ეს კარადა დედას გადასცა, რომელიც იმავე დღეს ინსულტით გარდაიცვალა... ამ კარადის ბოლო მფლობელმა განაცხადა, რომ მას დემონური სიზმრები აწუხებდა და ბოლოს კანის ძალზედ უცნაური დაავადება შეეყარა...

13. მირტოვის პლანტაცია



"მირტოვის პლანტაცია" ითვლება მოჩვენებებით დასახლებულ სახლად აშშ_ში და ასევე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახლად მსოფლიოში დამთვარიელებლების რაოდენობით. ეს სახლი 1796 წელს ააშენა ინდოელმა მესაფლავემ. გარდა ამისა, ამ სახლის შესახებ არსებობს ცნობები, რომ აქ მინიმუმ ათამდე მკვლელობა განხორციელდა. სახლში დგას სარკე მოჩვენებებით, რომელშიც გამოკეტილები არიან სარა ვუდაფისა და მისი შვილების სულები...

14. საქორწინო კაბა - მოჩვენება



ეს კაბა ერთ დროს ეკუთვნოდა ენ ბეიკერს, რომელსაც აღარასდროს ჩაუცვამს იგი, მას შემდეგ, რაც მამამ საკუთარი შვილი სახლიდან გამოაგდო. მოგვიანებით ეს კაბა გადაეცა ადამიანს, რომელმაც იგი ბეიკერების სახლ-მუზეუმში მოათავსა. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ეს კაბა ყოველი სავსე მთვარის დროს თავისით მოძრაობს...

15. მოჩვენებების სავარძელი ბელკროტის ციხე-სიმაგრეში



ბელკროტის ციხე-სიმაგრე ძალზედ ცნობილი ადგილია მოჩვენებების გამოვლინებით. ამ ციხე-სიმაგრეში არსებულ ყველაზე პოპულარულ და ამავდროულად უცნაურ ნივთს ორი სავარძელი წარმოადგენს, რომლებსაც მოჩვენებები ფლობენ. ამ შენობის სტუმრები, რომელთაც მიეცათ ამ სავარძლებში ჩაჯდომის საშუალება ამბობენ, რომ ისინი გრძნობდნენ სიცივესა და დისკომფორტს, ასევე გრძნობდნენ, თითქოს ვიღაცაზე ზემოდან იჯდნენ. მეტიც, რამდენიმე ადამიანი გაურვკეველმა ძალამ სავარძლიდან უბრალოდ გადმოისროლა...

16. თოჯინა რობერტი



ეს თოჯინა ერთ დროს ეკუთვნოდა მხატვარ რობერტ იუდინ ოტოს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ეს თოჯინა ბოროტი სულით იყო შეპყრობილი. ეს თოჯინა აჩუქა მოსამსახურემ თავის ბატონს, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ ძალიან მალე გარდაიცვალა...

17. სურათი "წამებული"



დადის ხმები, რომ ეს სურათი შეიცავს ბოროტ აურას. ითვლება, რომ მხატვარმა, რომელმაც შექმნა ეს ნახატი, გამოიყენა საკუთარი სისხლი საღებავებთან ერთად და ნახატის დასრულების შემდეგ თავი მოიკლა. ამ ნახატის ახალი მფლობელები ჩივიან, რომ მათ სახშლი ბნელი ფიგურა დახეტიალობს...

18. იასამნისფერი საფირონი დელიდან



ეს ქვა დიდ ამეთვისტოდ ითვლება, რომელიც თავდაპირველად მოიპარეს ინდრის წმინდა ტაძრიდან. ინდრი გახლავთ ამინდისა და ომის ინდუისტური ღმერთი. ამ ქვის ყოველი ახალი მფლობელი თავდაპირველად იტანჯებოდა სხვადასხვა დაავადებებისგან, ხოლო შემდეგ ერთი-მეორის მიყოლებით იღუპებოდნენ.

19. თოჯინა პუპა



ემ თოჯინის დამზადებისას, იგი მაქსიმალურად დაამსგავსეს თავის მფლობელს. როგორც ამბობენ, მის მფლობელს იგი იმდენად უყვარდა, რომ ყოველთვის და ყველგან თან დაჰქონდა. იგი ასევე ირწმუნებოდა, რომ თოჯინა მასთან საუბრობდა. 2005 წელს მფლობელი გარდაცვალების შემდეგ ეს თოჯინა მინის ვიტრინაში მოათავსეს. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ეს თოჯინა პერიოდულად იცვლის პოზას მინის უკან, თითქოს იგი გამოსვლას ცდილობს, ასევე მას პერიოდულად ეცვლება სახის გამომეტყველებები და მის გარშემო სხვა ნივთები მუდმივად გადაადგილდებიან.

20. ბოშური თოჯინა ლეტტა



თოჯინა სახელად ლეტა დაამზადა 200 წლის წინათ რუმინეთში ბოშა ქალმა საკუთარი შვილისთვის, რომელიც მომავალში დაიხრჩო. ითვლება, რომ ბიჭის სული ამ თოჯინაში ჩასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ უბედური შემთხვევები ამ თოჯინის გამო არ დაფიქსირებულა, იგი პარანორმალურ აურას ფლობს... მაგალითად, როდესაც თოჯინა გამოაქვთ ქუჩაში, მომენტალურად იწყება წვიმა, ძაღლები ვერ იტანენ მას და მუდმივად ცდილობენ, რომ თავს დაესხან, ხოლო ადამიანები მის გარშემო განიცდიან შიშსა და მოწყენილობას. მეტიც, ეს თოჯინა პერიოდულად დამოუკიდებლად მოძრაობს და პოზებს იცვლის...

21. მჭერმეტყველების ქვა



ქვა, რომელიც თქვს ბლარნის ციხე-სიმაგრის თავზე, ადამიანს აჯილდოვებს მჭერმეტყველების ნიჭით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ტუჩებით შეეხებით, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე მარტივია... არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამ ქვას "ევროპის ყველაზე არაჰიგიენური ღირსშესანიშნაობა უწოდეს". თუ კოცნის დროს ამ ქვიდან ერთი პატარა ნამცეციც კი მოძვრება, მაშინ ადამიანი დაიტანჯება უიღბლობისა და უბედურობისგან მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე.

22. მაორის ნიღაბი



მაორი - ძირძველი ხალხი ახალ ზელანდიაში, რომლებიც ბრძოლაში წასვლამდე ხისგან ჭრიდნენ ნიღბებსა და ქანდაკებებს. მაორების რწმუნებით მათ მიერ გამოთლილ ნიღბებში ბრძოლაში დაღუპული მეომრების სულები სახლდებიან. ამ ნიღაბს სხვა მამაკაცებისთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს, მაგრამ თუ მაც ორსული ქალბატონი, ან მენტრუაციის პერიოდში მყოფი ქალბატონი შეეხება, იგი დაიწყევლება და სიცოცხლის ბოლომდე უიღბლობითა და დაავადებებით დაიტანჯება.

23. ულურუს კლდე



ულურუ - გიგანტური კლდე, რომელიც განთავსებულია ავსტრალიის კონტინენტზე. ყოველწლიურად ამ კლდეს ათასობით ადამიანი სტუმრობს და ზოგიერთ მათგანს არაკანონიერად აქედან ქვის ნამცეცები მიაქვს სამახსოვროდ... ამ გზით ქურდბაცაცა ტურისტებს ედებათ წყევლა, რომლის მიხედვითაც ისინი სიცოცხლის ბოლომდე დაწყევლილები იქნებიან. გასაოცარია ის ფაქტი, რომ უამრავი ტურისტი უბრუნდება ამ ადგილს მოპარული ქვებითა და ბოდიშის მოსახდელი წერილებით...

24. შავი ორლოვი



ალმასი სახელად "შავი ორლოვი", ასევე მეორენაირად ცნობილი "ბრაჰმას თვალის" სახელწოდებით, მოიპარეს ინდუისტური ტაძრიდან. ამ ალმასს რამდენიმე მფლობელი გამოუჩნდა და თითოეულმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... ბოლოს ეს დაწყევლილი ქვა შეიძინა ჩარლზ ვინსონმა, რომელმაც წყევლის განადგურების მიზნით ეს ქვა სამ ნაწილად დაანაწევრა...

25. თოჯინა ანაბელი



ეს თოჯინა 1970 წელს ქალბატონმა შეიძინა ანტიკვარიატის მაღაზიაში საკუთარი ქალიშვილისთვის, რომელიც გადიოდა სამედიცინო კურსებს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ საერთო საცხოვრებელში საშინელი რაღაცეები ხდებოდა... როდესაც თოჯინის მფლობელი დონა და მისი მეგობარი ენჯი სახლში ბრუნდებოდნენ, მათ ეს თოჯინა მუდმივად სხვადასხვა პოზაში ხვდებოდათ... მეტიც, მათ ხშირ შემთხვევაში შეტყობინება ხვდებოდათ, რომელზეც ეწერა "დაგვეხმარე" და ამავდროულად თოჯინას სისხლის ლაქები უჩნდებოდა. გარკვეული მიზეზების გამო ლუმ (დონისა და ენჯის მეგობარმა) ამ თოჯინის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ეს ფაქტი აშკარად არ მოეწონა თოჯინას და ვიღაცამ ღამით ძილის დროს ბიჭის დახრჩობა სცადა... საბოლოოდ ამ ადამიანებმა გამოიძახეს პარანორმალური მოვლენების სპეციალისტები, რომლებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს თოჯინა ითვლებოდა დემონების პორტალად ჯოჯოხეთიდან ჩვენს სამყაროში და პირიქით. ორი წარუმატებელი ეგზორციზმის რიტუალის შემდეგ ეს თოჯინა მოათავსეს სპეციალურ მინის ყუთში უორენოვის მუზეუმში. ამ მუზეუმის მომვლელები ირწმუნებიან, რომ ეს თოჯინა თავისით, დამოუკიდებლად მოძრაობს...