ახალგაზრდა წყვილმა დახარჯა $300 000, რათა დამგვანებოდნენ თოჯინა კენსა და ბარბის

ახალგაზრდა წყვილმა დახარჯა $300 000, რათა დამგვანებოდნენ თოჯინა კენსა და ბარბის
დღევანდელი ჩვენი გმირები საკმაოდ მცირე დროში მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულები გახდნენ, რაშიც წილი მათ უჩვეულო ტრანსფორმაციას მიუძღვის. ანასტასია რესკოსი და კვენტინ დეჰარი პლსატიკური ოპერაციების წყალობით თოჯინა ბარბისა და კენს დაემგვანენ.

ახალგაზრდა წყვილმა დახარჯა $300 000, რათა დამგვანებოდნენ თოჯინა კენსა და ბარბის


ამ ახალგაზრდა წყვილმა უკვე რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა და ამ ოპერაციების საერთო ფასი $ 300 000 შეადგენს.





ანასტანისას ახლახანს 20 წელი შეუსრულდა, ხოლო კვენტინს - 23. მათ ერთმანეთი 2013 წელს სან-ტროპეში გამართულ წვეულებაზე გაიცნეს და ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ერთად არიან. 2 წლის განმავლობაში ამ წყვილმა ჯამში 15 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მათ სახელები ოფიციალურად გადაირქვეს.




ახალგაზრდა წყვილი ამბობს, რომ მათ ბავშვობიდან ძალიან უყვარდათ თოჯინა ბარბი და კენი და ყოველთვის მათი დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ. ანასტასია 15 წლიდან ოცნებობდა, რომ დამგვანებოდა თოჯინა ბარბის.



ყველაზე გასაკვირი კი ის ფაქტია, რომ მათ მიერ ჩატარებული ოპერაციების ხარჯები მათმა მშობლებმა დაფარეს.



წყვილმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას და მიღწეულით დაკმაყოფილებას.



პირველი ოპერაცია ანასტასიამ 17 წლის ასაკში გაიკეთა. თავდაპირველად მან შეილამაზა ცხვირი, გაიდიდა თეძოები და დაიბერა ტუჩები.



რაც შეეხება კვენტინს, მანც პირველი ოპერაცია 18 წლის ასაკში გაიკეთა. ახალგაზრდა მამაკაცმა ასევე შეილამაზა ცხვირი და გაიკეთა ბოტოქსი.



გოგონა ყოველთვიურად ხარჯავს 1000 დოლარზე მეტს ხელოვნური ზაგრის მისაღებად, ფრჩხილებისა და თმების მოსავლელად.






უარყოფით კრიტიკაზე წყვილი ძალზედ მშვიდად რეაგირებს.



აღსანიშნავია, რომ არც კევინი ხარჯავს ცოტას ყოველთვიურად საკუთარი თავის მოვლაზე. 500 დოლარად მამაკაცი იკეთებს სახის გამაახალგაზრდავებელ მასაჟს, ავტოზაგარს და უვლის საკუთარ ფრჩხილებს.