ის, რისიც ადამიანებს სჯერათ, თუმცა მათი რწმენის არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს...

ის, რისიც ადამიანებს სჯერათ, თუმცა მათი რწმენის არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს...
10. უცხოპლანეტელების არსებობა

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი თეორეია უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ, ჩვენ არ გაგვაჩნია ამ ფაქტის არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს მაინც სჯერა ჩვენი პლანეტის საზღვრებს გარეთ სხვა ფორმის სიცოცხლის არსებობის. ბევრი ადამიანი, მათ შორის მეცნიერიც კი ამტკიცებს, რომ არსებობს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც, ან არსებობდა იგი წარსულში მაინც...

ის, რისიც ადამიანებს სჯერათ, თუმცა მათი რწმენის არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს...

დღეს-დღეობით ვრცელდება უამრავი ვიდეო, სადაც დაფიქსირებულია კოსმოსური ხომალდები, ასევე ჩვენთვის ცნობილია ადამიანების მონათხრობები, თუ როგორ მოიტაცეს ისინი უცხოპლანეტელებმა და როგორი იყო კოსმოსურ ხომალდზე გატარებული რამდენიმე კვირა... ბევრი ადამიანი ყოველივე ამას აბსურდად მიიჩნევს, თუმცა არსებობს ადამიანების ის კატეგორიაც, ვინც ამ ყველაფერს არ გამორიცხავს...

9. ასტროლოგია და წინასწარმეტყველების ხელოვნება

ასტროლოგია - ეს ჩვენთვის ახალი გაგება და პრაქტიკა ნამდვილად არაა, რადგან ჩვენი წინაპრები საუკუნეების მაძილზე საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწორედ ვარსკვლავებზე დაყრდნობით იღებდნენ. არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ვარსკვლვავებსა და პლანეტების განლაგებას შეუძლია ჩვენი პიროვნულობის განსაზღვრა, თუმცა ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ასტროლოგიის მაინც სჯერა, ისევე როგორც უცხოპლანეტელების არსებობის...



ყოველდღიური ჰოროსკოპები და ასტროლოგიური რუქები იქცნენ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებისეულ ინსტრუმენტებად. ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ მათი დაბადების თარიღი განსაზღვრავს მათ ბედსა და მომავალს და რომ ასტროლოგიას შეუძლია მათი დახმარება რთული გადაწყვეტილებების მიღებისას.

8. კრიპტიდები

კრიპტიდები - ესენი არიან ცხოველები, რომელთა არსებობა არ არის დამტკიცებული მეცნიერულად, ისევე, როგორც თოვლის კაცების არსებობა. არსებობს რამდენიმე სამოყვარულო ფოტო, სადაც დაფიქსირებულია მსგავსი ცხოველი, მონსტრი (უბრალოდ არ ვიცით რა ვუწოდოთ), თუმცა დედამიწაზე არ არსებობს მათი არსებობის არანაირი კვალი, მიუხედავად ამისა ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც იჯერებს მათი არსებობის შესახებ... მეტიც, ზოგიერთი მათგანი აწარმოებს მუდმივ დაკვირვებებსაც კი...



იქამდე, სანამ ლოჩნესის მონსტრსა და სხვა მსგავს კრეპტიდებს არ დაიჭერენ, მათი არსებობა მხოლოდ მითად იქნება მიჩნეული...

7. საშინელი მოჩვენებები

ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ იხილეს მოჩვენება, შეგვიძლია ავხსნათ უბრალოდ ჰალუცინაციებით, რომელსაც იწვევს ზედმეტი გადაღლილობა, სტრესი, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედება და ა.შ. მაგრამ როგორ ახსნიან მეცნიერები იმ ფაქტს, რომ არსებობს უამრავი ვიდეო მტკიცებულება, რომელზეც აჩრდილები არიან დაფიქსირებულნი? ძალიან მარტივად: ვიდეო მონტაჟი, ან სულაც წინასწარ დაგეგმილი ხუმრობა...



იმ დროს, როდესაც მოჩვენებებზე მონადირეები დაირაზმებიან და შეიარაღდებიან სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებით, რომელიც განსაზღვრავს სულების, აჩრდილების აქტივობას, მათ მიერ მიღებული ნებისმიერი შედეგი შესაძლებელია გადმოვცეთ სრულიად სხვანაირად. სწორედ ამიტომ ვერასდროს იარსებებს აჩრდლების არსებობის მტკიცებულება...

6. სხვა სამყაროს არსებობა

მედიუმები ყვებიან იმ დეტალების შესახებ, რომლებიც ესმით თავიანთი გარდაცვლილი მეგობრებისგან, ნათესავებისგან. ფსიქოლოგიური წრეები იძლევიან გარდაცვლილ ადამიანებთან გასაუბრების საშუალებას, რომელთა სულები გადავიდნენ სხვა სამყაროში... მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ექსტრასენსების მიერ მიღებული ინფორმაციის ჭეშმარიტების არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს მანც სჯერა ყოველივე ამის...



იმ დროს, როდესაც მედიუმები თავად ამბობენ, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაცია 100 პროცენტით ზუსტი არ არის, ჩვენი გარდაცვლილ ახლობებთან გასაუბრების სურვილი იმდენად დიდია, რომ მათთან სეანსზემაინც მივდივართ...

5. კარმის პრინციპი

არ აქვს მნიშვნელობა "კარმას" უწოდებთ ამ მოვლენას, თუ "რასაც დასთეს, იმას მოიმკი", ორივე შემთხვევაში ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, რომ როგორც მოიქცევიან დღეს, ზუსტად იმის და მიხედვით განვითარდება მათი ცხოვრება და მომავალი... ყოველივე ფუნდამენტის, საძირკველის გარეშე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ დღეს კარგ საქმეებს ჩავიდენთ, დავიცავთ მორალსა და ეთიკას, მაშინ ჩვენ მომავალში მხოლოდ პოზიტივი გველის...



მიუხედავად იმისა, რომ ვერ იარსებებს ამ ფაქტის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება, ადამიანების დიდ ნაწილს მაინც სჯერა ყოველივე ამის და ისინი მომავალს იმედის თვალით უყურებენ...

4. ადამიანის ინტუიცია

არ აქვს მნიშვნელობა ინტუიციად, თუ მეექვსე გრძნობათ მოიხსენიებთ ამ ფაქტს, თუმცა ცხადია, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში მასზე დაყრდნობით ვიღებთ ამა, თუ იმ გადაწყვეტილებას. სწორედ ინტუიცია გვკარნახობს ვენდოთ, თუ არა კონკრეტულ ადამიანს, შინ წასასვლელად გრძელი, თუ მოკლე გზა ავირჩიოთ და ა.შ.



როგორც წესი ადამიანები ინტუიციას მივმართავთ მაშინ, როდესაც სიტუაციიდან არანაირი ლოგიკური გამოსავალი არ არსებობს... მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ჩვენი ინტუიციის სიზუსტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ სწორედ ამ მეექვსე გრძნობას უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია...

3. ბედისწერა

ფრაზა "ყველაფერი რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო ხდება" გვესმის ყოველდღიურად, განსაკუთრებით ხშირად კი მაშინ, როდესაც რაღაც ცუდი მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ბედისწერის არსებობის არანაირი მტკიცებულება ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ესა, თუ ის ფაქტი მოხდა კონკრეტულად ამ დროს, რადგან ეს ასე იყო დაწერილი...



იდეა ბედისწერის არსებობის შესახებ ძალიან ბევრ ადამიანს რთული პერიოდების გადალახვაში ეხმარება...

2. რელიგიური ტექსტები

ადამიანების დიდი ნაწილი რაღაც კონკრეტული რელიგიის მიმდევრები არიან. რელიგიური ტექსტები, მაგალითად ბიბლია, გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ცხოვრებაში ისე, რომ მისი სული ცხონდეს... ჩვენ გვჯერა იმ ადამიანების არსებობის შესახებ, რომლებიც ათასობით წლის წინათ სასწაულებს სჩადიოდნენ, რადგან მათ შესახებ მოთხრობილია სწორედ ამ ტექსტებში...



მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ ტექსტების არაამქვეყნიურობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, ადამიანები მაინც აკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვან აქ მოთხრობილი წესები და კანონები.

1. უფლის ხელი

ადამიანების უმრავლესობას სჯერა რაღაც გარკვეული ზეციური ძალის, ან თუნდაც ღმერთის, რომელიც ხედავს ჩვენს თითოეულ ქმედებას და ესმის თითოეული ჩვენი აზრი. დაწყებული იქიდან, რომ ღმერთს ჩვენი ლოცვები ესმის, დამთავრებული იმით, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩვენი სული მის წინაშე წარსდგება, ადამიანებს ყოველივე ამის სჯერა...



თუმცა ღმერთის არსებობის დამტკიცება არ შეიძლება არანაირი სამცნიერო ექსპერიმენტით...