შემოქმედებითი ზოდიაქო

შემოქმედებითი ზოდიაქო
როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, საყვარელი გასართობები უწყვეტად დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშნებთან. გაარკვიოთ რატომ მოგწონთ თავისუფალი დროის კონკრეტული ფორმით გატარება, გაარკვიოთ რა აჩუქოთ მეგობრებს და კოლეგებს, გაიგოთ რითი ერთობა თქვენი სასურველი ახალგაზრდა ადამიანი.... ამ ყველაფერში დაგეხმარებათ ჰობის ზოდიაქო

ვერძი
თავად ცხოვრებაა ვერძისთვის ჰობი. მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც ის აქტიურია, გაჯერებულია ნათელი მოვლენებით: ცეკვა, შეხვედრები, სპორტი "ცხოვრების - კვალ და კვალ" თვლის ვერძი, ამიტომაცაა რომ მას მუდმივად სადღაც ეჩქარება: ვარჯიშზე, პაემანზე, კონცერტზე.... ვერძები ნატურით - მეომრები არიან, ამიტომ ისინი ხშირად ირჩევენ ისეთ გასართობს სადაც ვინმეს უნდა შეეჯიბრო: როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით. სახლში ყოფნისას კი უარს არ იტყვიან ეომონ ვინმე ვირტუალურ მონსტრს.

კურო
კუროების ჰობი როგორც წესი დაკავშირებულია ხელით შრომასთან (კერვა, ქსოვა, ბისერების დამაგრება). არანაკლები შთაგონებით ისინი ყვავილებსაც აშენებენ. კუროებს უყვართ: ფული, ტანსაცმელი, თაყვანისმცემლები. დროის უკმარისობა ყველა კუროსთვის დამახასიათებელია. თუკი თავისი ჰობის გამო კურო სადმე აგვიანებს ან მას უწევს ცხოვრების ჩვეული წესის დარღვევა, ის უარს იტყვის ამ ჰობიზე.

ტყუპები

რამოდენიმე ათეული უცხოური სიტყვის შესწავლა, საცეკვაო სტუდიაში ჩაწერა - ტყუპების ჰობი საკმაოდ მრავალფეროვანია, სახლში ყოფნისას კი მათ კროსვორდების შევსებაც იტაცებთ, ასევე კითხვა და კინოთეატრში სიარული. ტყუპებს ძალიან უყვართ ექსპერიმენტალური მოგზაურობები, ადვილად იძენენ ახალ მეგობრებს, ბევრს წერენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი გასართობი როგორც წესი დაკავშირებულია ინფორმაციის მიღებასთან. ისინი ხანდახან რადიოს ან ტელევიზორის ხმაზეც კი იძინებენ
კირჩხიბი
კირჩხიბებს ძალიან მოსწონთ საკუთარი ცხოვრების მოწყობა. ამიტომ მათი ჰობია მსგავსია: ყვავილების მოვლის, კერვის, კულინარიის. ზოგიერთმა შესაძლოა ჩაქუჩითაც წაიმუშაოს. თუკი მათ აგარაკი აქვთ, ისინი თავიანთ სახლში მუდმივად სილამაზეზე იზრუნებენ. ბევრს უყვარს საფუძვლიანი დალაგება. თუკი მათ არ აქვთ საშუალება ბევრი დრო გაატარონ სახლში, ეძიეთ ისინი აუზზე, ჩანჩქერთან ან იშვიათ შემთხვევაში დელფინარიუმში.
ლომი
ლომები შემოქმედებითი ნატურები არიან და თავისუფალ დროსაც შესაბამისად ატარებენ. იტაცებთ ფოტოგრაფია, ხატვა, სიმღერა. ზოგიერთებს კი იუველირული ნაკეთობებიც კი. ლომებს ხშირად კატები უყვართ, მაინც მონათესავე სულები არიან. ლომები ირჩევენ გასართობს რომელშიც ისინი სხვაზე უკეთესები არიან, იმისათვის რომ ისინი შეაქონ და შეაფასონ ღირსეულად. მათ უყვართ შთაბეჭდილების მოხდენა პუბლოკაზე.


ქალწული
ქალწულებს მრავალმხრივი ნიჭი აქვთ: მუსიკა, კითხვა, კერვა. მათი ახლობლები ოცდებიან თუ რამდენი რამე შეუძლიათ ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. ქალწულების უმრავლესობას მშვენიერი ბიბლიოთეკა აქვს - ისინი მის შევსებაზე მუდმივად მუშაობენ და ამაყად აჩვენებნ ხალხს. მათთან ყოველთვის მოიპოვება საკვები განსაკუთრებული რეცეპტით

სასწორი
სასწორის ჰობი აუცილებლად შემოქმედებითია: ხატვა, ცეკვა, ლიტერატურა. სასწორები ხშირად ხდებიან ორიგინალური ნივთების კოლექციონერები: უთოები, კაქტუსები..... საერთოდ ისინი როგორც ხელოვნების მოყვარულები და დამფასებლები, ცდილობენ მათი გართობა ყველაფერზე მაღლა დააყენონ. ერთნი სერიოზულად არიან დაკავებულები ოპერის ისტორიით, სხვანი აგროვებენ ფილმებს ფრანგულ ენაზე, ზოგი ტანსაცმლის კოლექციას აგროვებენ, ამიტომ მთელს დროს ისინი მაღაზიებსა და ბაზრობებზე ატარებენ.

მორიელი
მათ არ სურთ ჰგავდენ სხვებს. ამიტომ ჰონისაც უჩვეულოს ირჩევენ: დაძვრებიან კლდეებზე, საუბრობენ ინტენეტით ჰოთიკური ლიტერატურის მცოდნეებათან ან ასუფთავებენ მონა ლიზას პორტრეტს.ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შორის ძალიან ბევრი ექსტრემალია, რომლებიც მიილტვიან აძვრენ უფრო მაღლა, ან ჩაყვინთონ უფრო ღრმად. ამგვარად მორიელები თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ. რამოდენიმე დღეში კი ის შეიძლება აღმოჩნდეს მარტო წყალსაცავის ნაპირთან წიგნით ხელში. აი ასეთი ამოუცნობები არიან ისინი.

მშვილდოსანი
ცხოველები და მოგზაურობა - ცხოვრების ორი სფეროა, სადაც მშვილდოსნები მათვის მოსაწონ გასართობს იპოვიან. სინამდვილეშიც ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების უმრავლესობა შესაძლოა აღმოაჩინოთ როგორც საცხენოსნო- სპორტულ სექციაში, ასევე ძაღლების მოედანზე.ზოგიერთ მათგანს ორი გატაცების შეთავსებაც წარმატებით გამოსდით. მშვილდოსნებს უყვართ სიურპრიზების მოწყობა. ძალიან უყვართ თავისუფალ დროს ასწავლონ ყველას ცხოვრება, როგორც განსაკუთრებული დახვეწილი ჰობია თავის შეყვარება და სიყვარული. და ეს მათი დიდი პლიუსია, ჩვენს ცხოვრებაში ხომ ასე ცოტაა რომატიკა.

თხის რქა
თხის რქები ისევე მუშაობენ როგორც ისვენებენ და ისევე ისვენებენ როგორც მუშაობენ: საფუძვლიანად და სრულფასოვნად. ნიჭიც მრავალფეროვანი აქვთ: დაწყებული ფოტოგრაფიით და მხატვრობით ნამცხვრების ცხობით დამთავრებული. საკმაოდ ხშირად სამსახური თხის რქებისთვის ჰონის წარმოადგენს, რომელიც მათვის არა მხოლოდ მორალური არამედ მატერიალური დაკმაყოფილების მომტანიცაა. საკმარისია რაიმეთი გაერთოს, იქვე მთელი არსებით ერთვება ამ საქმეში. თხის რქები ადრე თუ გვიან აუცილებლად იწყებენ რაიმეს შეგროვებას, კოლექციონირებას: იარაღის, საათების, სათევზაო მოწყობილობების.


მერწყული

მერწყული შესაძლოა გაერთოს ყველაზე უჩვეულო საქმით: ადგილობრივი თვითმართველობის მიუზიკლში მონაწილეობით, მწერების ფოტოგრაფირებით ან კომპიუტერული პროგრამის შექმნით. მისთვის მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესში ის მარტო არ იყოს, ჩართოს თავის საქმეში რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამაშია მისი აზრით მეგობრობის არსეობის აზრი, მათვის და მხოლოდ მათვის. თუმცა მერწყულებს შორისაც არსეობენ მარტოხელა მგლები. ამ დროს ისინი დაკვებულები არიან მუდმივი ძრავის გამოგონებით ან დაუმკიცებელი თეორიის მტკიცებით. პრაქტიკა აჩვენებს: სწორედ ისინი ახერხებენ ამას!

თევზები
კერვა, გაუთავება, ფოტოები, ხატვა, კინო, მუსიკა - ეს ყველაფერი თევზების ნიჭია. შემთხვევითი არ არის რომ ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები ხელოვნების წრეებში გვხვდება. როგორც სხვა წლის ნიშნები, თევზებიც მიდრეკილი არიან მისტიკისადმი: მიეცი საშუალება სპირიტულ სეანს დაესწროს და თუ გინდა პურიც არ აჭამო. თევზების კიდევ ერთი საყვარელი საქმიანობაა - ღრუბლებში ფრენა. მათ მოსწონთ ილუზიებში ცხოვრება. მაგრამ თუ ისინი ოცნებების ახდენას შესძლებენ, მათგან ძალიან ნიჭიერი მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები გამოდიან. საჭიროა მხოლოდ ძალისხმება!