კოცნის ზოდიაქო

კოცნის ზოდიაქო
კოცნის განსაკუთრებულობები ზოდიაქოს სხვა და სხვა ნიშნებისთვის.
ვერძი
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებს შეუძლიათ ყველაზე ვნებიანი კოცნა. უნდა გაგვიკვირდეს ეს? - ვერძი ხომ ცეცზლის სტიქიის ნიშანია. ვერძები საერთოდ მიდრეკილი არიან გრძნობების გამოხატვის მიმართ და უყვართ კოცნა. თუ მათ ადამიანი მოსწონთ, მათ შეუძლიათ აკოცონ და ამით თავიანთი სიმპათია გამოხატონ. ამაში ისინი ვერანერ ცუდს ვერ ხედავენ. შეყვარებულ ვერძს შეუძლია გონების დაკარგვამდე კოცნოს პარტნიორს. არ ღის მათი დატოვება ამ დროს რადგან - ამით თქვენ მათ უფრო გამოიწვევთ.

კურო
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებს ვნებიანს ვერანაერად ვერ უწოდებ. მაგრამ მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩააქსოვონ ერთ კოცნაში ამდენი სინაზე! მის კოცნას ძალუძს დამშვიდება, დარდის გაფანტვა, განწყობის ამაღლება. მათთან თავს მშვიდად გრძნობ რადგან ისინი სანდონი, მშვიდები თუმცა მცირეოდენ ნელები არიან. ეს კონსერვატიული ნიშანი კოცნას მხოლოდ მათ აჩუქებს, ვინსაც კარგად იცნობე, ვისშიც დარწმუნებულები არიან და ვისთანაც მზად არიან ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდეთ.

ტყუპები
ჰაეროვანი და დაუმორჩილებელი, მათ უყვართ კოცნა და ამ საქმის არსიც ესმით, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თქვენ შესაძლოა მათი ვნების ერთადერთი ობიექტი არ აღმოჩნდეთ. ტყუპები მუდამ ძიებაში არიან, მაშინც კი თუკი მათ ცხოვრების მეგზური უკვე ჰყავთ. იმიათვის რომ ასეთი ადამიანები თქვენთან ახლოს შეინარჩუნოთ საკმარისია მცირედიც - იყოთ მიმზიდველი, ერუდირებული და საინტერესო მოსაუბრ. ყტუპები ძალიან აფასებენ ინტელექტს, გონებას, აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას, ხოლო რუტინა მათზე მოსაწყენად მოქმედებს. სექსოპატოლოგები 50 სახის კოცნას ითვლიან - აითვისეთ ისინი და გააკვირვეთ თქვენი პარტნიორი.

კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კოცნაში მთელს სულს დებენ, მათვის კოცნა - მათი სულიერი მიჯაჭვულობის, სიყვარულის და ყურადღების გამოხატულებაა. გარდა ამისა, კირჩხიბებისთვის კოცნა იმის დადასტურებაა, რომ თქვენს შორის ყველაფერი წესრიგშია. თუ კირჩხიბს თქვენი კოცნა არ სურს, ესეიგი ის თქვენზე ნაწყენია და მხოლოდ პატიების შემდეგ გაკოცებთ. უყვართ ძილის წინ, დილით, დაშორებისას კოცნა. ალერსიანები არიან მშობლებთანაც, ბავშვებზე საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ლომი
მეფური და ამაყი ლომი თვლის, რომ კოცნას პირველ რიგში სულიერი სიამოვნება უნდა მოჰქონდეს. ამიტომაც მათი კოცნა - ნამდვილი ეროტიული პრელუდიაა. ლომი ყველაფერში ცდილობს სხვებს აჯობოს, ამიტომ ყოველი მათი კოცნა - ეს სრული ნეტარებაა. შესაძლებელია დიდიხნით დაკარგოთ თავი! ლომს კი სწორედ ეს უნდა. თუ თქვენ უფრთხილდებით მას, ნუ შეგრცხვებათ გრძნობების გამოხატვა, უთხარით რომ თქვენ ჭკუას კარგავთ მის კოცნაზე და ამისათვის ჯილდოდ უფრო ვნებიან ოკცნას მიიღებთ.


ქალწული
მათი განწყობა ადამიანის მიმართ არანერად არ აისახება მათი კოცნის ხარისხსა და რაოდენობაზე. ქალწულები თვლიან, რომ ნამდვილ გრძნობებზე არა კოცნით, არამედ მისი ქცევებით საყვარელი ადამიანის მიმართ უნდა იმსჯელოთ. მათი აზრით რაც უფრო თავშეკავებულად იქცევა წყვილი ან მეუღლეები დამსწრეების თვალწინ მით უფრო ღმაა მათი გრძნობა. ქალწულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ პარტნიორის კოცნის დროს მათ კარგი არომატი ჰქონდეთ, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თუკი ადამიანი არ იწვევს მათში ნდობას ის ვერასდროს შეძლებს ქალწულის კოცნას.


სასწორი

მათ შეუძლიათ ვნებიანი კოცნა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის თქვენზე ჭკუას კარგავს. სასწორები უბრალოდ ამ პროცესისგან სიამოვნებას იღებენ, ამიტომ უყვართ კოცნა და კარგათაც აკეთებენ ამას. შეუძლიათ კოცნონ ვნებიანათ ისინიც კი, ვისაც სულ რაღაც ნახევარი საათია იცნობენ. იციან კარგი კოცის აზრი და ფლობენ კოცნის ვირტუოზულ ტექნიკას. სეუძლიათ კოცნონ თაბრუსხვევამდე და ამავდროულად შეუძლიათ კოცნის შემდეგ უბრალოდ მიბრუნდენ და წავიდენ. უცნაური მოქმედებაა? ნამდვილად!... და ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ: სასწორებს ეშინიათ სერიოზული ურთიერთობების დაწყება.

მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების კოცნა შესაძლოა გამოხატავდეს გრზნობების მთელს გამას - ამპარტავნული მოწყალებიდა - გულწრფელ სიმპათიამდე. მორიელის კოცნას ხშირად აქვს ეროტიული ქვეტექსტი. არ აკოცებს ადამიანს რომელიც მისთვის სულერთია, შესაბამისად თუ მორიელმა გაკოცათ ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ მასთან დიდი შანსები გაქვთ, თუმცა გაითვალისწინეთ მორიელის მოტყუება დღემდე ვერავინ ვერ შეძლო - ისინი წინასწარ გრძნობენ არაგულწრფელ და მატყუარა ადამიანს. მორიელებს უყვართ ექსპერიმენტები, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ თუ მათი კოცნის ახალი სტილით გაოცებას დააპირებთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსანის კოცნა შესაძლოა გამოხატავდეს ყველაფერს ან არაფერს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ახლოსაა ეს ადამიანი თქვენთან. მის მომხიბვლელობას არ აქვს საზღვარი და ის ამით მშვენივრად სარგებლობს. მას შეუძლია უცბად გასწიოს თავი და გვერდზე გადგეს - მიგახვედროთ ამით რომ გაგრძელებას არ უნდა ელოდოთ. მშვილდოსანისთვის არაფერს ნიშნავს აკოცოს ადამიანს რომელსაც კარგად არ იცნობს, აკოცოს თანამშრომელს, შორეულ ნათესავს, მასწავლებელს ან თუნდაც უფროსს. ამას კი ის ძალდაუტანებლად და თავისუფლად აკეთებს, ისე რომ ნაწყენი არავინ დარჩეს. მართალია - მშვილდოსანის ნატურა მრავალფეროვანია, ღირს კი გაბრაზება?!


თხის რქა
იშვიათად თუ შეხვდებით თხის რქას რომელსაც კოცნაზე ჭკუა ეკეტება. ეს ყველაზე მცირე-მკოცნელი ზოდიაქოს ნიშანია. თავშეკავებული და ცივი თხის-რქა არ არის მიდრეკილი ამ ფორმით გამოხატავდეს გრძნობებს. ახალგაზრდობაშიც კი ისინი გაურბიან კოცნას, თავიანთი გრძნობების დემონსტრირებას სხვა გზებით ცდილობენ - ყვავილების თაიგულის ან თეატრში დაპატიჟებით. თხის რქები პარტნიორს ყოველთვის მცირე დისტანციაზე იჭერენ, მრავალწლიანი ქორწინების შემდეგაც კი. მაქსიმუმი რაც მათგან შეგიძლიათ მიიღოთ ეს არის მშრალი კოცნა ძილის წინ, ან სამსახურში წასვლის წინ.


მერწყული
არასდროს არ ეძლევა გრძნობებს მთლიანად და არ აძლევს ვნებას მისი გაკონტროლების საშუალებას. ისინი უფლებას აძლევენ პარტნიორს უყვარდეთ ის, თავად კი უბრალოდ ადევნებენ თვალს. შეუძლია ნამდვილად აენთოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუკი პარტნიორი მას ორიგინალურობაში და სიმკვეთრეში აჯობებს. ამიტომაცაა რომ სრული "სულის ნათებას" მერწყულებისგან არ უნდა ელოდოთ. მერწყული კატას გავს, რომელსაც ზოგჯერ უმიზეზოდაც ეშიანია, ყოველთვის იტოვებენ მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას. ერთიანობაში კი, წიგნი კოცნის მეთოდებსა და ტექნიკაზე მათში ინტერეს იწვევს და შესაძლოა ცოტა ექსპერიმენტებისკენაც უბიძგოს.

თევზები
ისინი ყოველთვის მზად არიან მთლიანად მიეცენ გრძნობებს, ზედ დაადნენ პარტნიორს. ამიტომ კოცნას მათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ახდენენ კოცნის იდეალიზირებას და კოცნას როგორც სიყვარულის ერთადერთ სწორ გამოხატულებას აღიქვავენ. ამას განსაკუთრებით ახალგაზრდა რომანტიკოსი გოგოები აკეთებენ. ასეთები კოცნის დროს თავს კარგავენ.ხშირად ხედავენ კოცნაში იმ აზრს, რომლის ჩაქსოვებასაც პატრნიორი არც კი აპირებდა. ამიტომაც ვნებიანი და მგრძნობიარე კოცნის შემდეგ პარტნიორისგან ხელისა და გულის შეთავაზებას ელიან, უარეს შემთხვევაში კი სიყვარულის ახნითაც დაკმაყოფილდებიან და თუკი ამასაც ვერ მიიღებენ დეპრესიაში ვარდებიან.