2014 წელს სკანდალურად დაშორებული წყვილები
გასულ წელს ყვითელი ამბების მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ ჰქონდათ საქმე. ცნობილმა სახეებმა იქორწინეს, ზოგმაც შეყვარებული გამოაჩინა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც წელს საზოგადოებას სკანდალური დაშორებით დაამახსოვრეს თავი.
გიორგი ყიფშიძისა და ანი ჩიკვილაძის დაშორება, ალბათ, ბევრისთვის უცნაური
არც ყოფილა, რადგან ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''გიორგისა და ჯულიანა ბარ-გნარის წყვილი მაყურებელსაც არ ტოვებდა გულგრილს. საბოლოოდ ჭორი გამართლდა და ზაფხულში გიორგისა და ანის ურთიერთობა აირია, წყვილმა ცხოვრება ცალ-ცალკე დაიწყო. მცირე ხნის წინ შერიგდნენ, მაგრამ ჯულიანასა და გიორგის ლამის ქორწილამდე მისულ ურთიერთობაზე პრესა დიდხანს წერდა.
ვერიკო ტურაშვილს ახლახან გოგონა შეეძინა, თუმცა ბავშვის მამას, ლაშა ნაკაიძეს, ფეხმძიმობის პერიოდში დაშორდა. ვერიკო მზად აღმოჩნდა დედობისთვის, ლაშა ოჯახისთვის - ნაკლებად. მიუხედავად დაშორებისა, მამამ პატარა გოგონა სამშობიაროში მოინახულა და როგორც ვერიკო ამბობს, წყვილს ნორმალური ურთიერთობა აქვს.
მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ ამბავში ყველაზე სკანდალური ისიც გახლდათ, რომ წყვილი დიდი ხნის დაშორებული ყოფილა, უბრალოდ, ამ ამბავს არ ასაჯაროებდნენ. დღეს მხოლოდ ბავშვი აერთიანებთ და გიორგის ახალი შეყვარებული ჰყავს.
გაზაფხულზე საზოგადოებას ნუკი კოშკელიშვილმა ახალი შეყვარებული, ამერიკელი ბენი გააცნო. ახალგაზრდა საყვარელ ქალს თბილისში ესტუმრა და წყვილმა საქართველოს ღირსშესანიშნაობები ტელეკამერის თანხლებით მოინახულა. ბენის წასვლის შემდეგ ნუკიმ მოულოდნელად შეყვარებულზე საუბარი შეწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთად აღარ არიან, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ტელესახე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
მსახიობების ნათია წიწილაშვილისა და გიორგი კალანდაძის ოთხწლიანი ქორწინება, სამწუხაროდ, გასულ წელს დასრულდა. წყვილს ერთმანეთი სერიალ ''ჩიფსების თაობის''გადაღებებზე შეუყვარდა და მოგვიანებით იქორწინეს. გიორგი ტელეკომპანია ''ჯიდიეს''-ში მუშაობს, ნათია - ''ჩემი ცოლის დაქალებში''თამაშობს. როგორც ამბობენ, ერთმანეთის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი აინტერესებთ.
მარიტა როხვაძე წლების შეყვარებულ ზურა ნიქაბაძეს საბოლოოდ დაშორდა. მათ შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიძაბა, მაგრამ შემდეგ ისევ შერიგდნენ. როგორც ჩანს, ურთიერთობის აღდგენა არ გამოუვიდათ და დღეს მარიტა მარტოა. სამაგიეროდ, კარიერის მხრივ ბოლო დროს გააქტიურდა, წონაში დაიკლო და ძალიან გალამაზდა.
ორწლიანი ქორწინების შემდეგ სკანდალურად დაენგრა ოჯახი სალომე ქათამაძეს, ანუ მდივანს. მომღერალი ხშირად ჩნდებოდა ქმართან ერთად და ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. როგორც პრესაში დაიწერა, სალომეს სხვა შეუყვარდა, რის გამოც მეუღლესთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოუხდა. ამჟამად მომღერალი სასწავლებლად ამერიკაში იმყოფება, როგორც ერთ-ერთ შოუში განაცხადა, მამასთან დაპირისპირების გამო, გვარის გამოცვლა სურდა და ეს ჩანაფიქრი განახორციელა კიდეც. ამბობენ, რომ სალომეს მამა, რომელიც სასულიერო პირი გახლავთ, შვილს განქორწინების გამო გაუბრაზდა.
ერეკლე დეისაძე მშვენიერ მეუღლე კრავაი ტყემალაძეს სკანდალების გარეშე დაშორდა. ერთ დღეს სრულიად შემთხვევით გავრცელდა ხმა, რომ წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს. ჟურნალისტის ზარს ერეკლე ჩვეული იუმორით შეხვდა და უთხრა, რომ პოლიტიკაში წავიდა მეუღლესთან ერთად. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო და კრავაი და ერეკლე უკვე დიდი ხანია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ერთმანეთს დაშორდნენ მსახიობი კახა მიქიაშვილი და ჟურნალისტი სალომე არშბა. მათი სიყვარულის ამბავზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ დაშორების მიზეზად კახას მოუცლელობას და სახლში ხშირად დაგვიანებას ასახელებენ. მსახიობს ეს თემა აღიზიანებს და ჟურნალისტებს პირად ცხოვრებაზე აღარ ესაუბრება, რაც შეეხება სალომეს, ის არასოდეს ანებივრებდა ჟურნალისტებს ინტერვიუებით.
პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და ჟურნალისტ ეკა სამხარაძის დაშორება შეგვიძლია, წლის ყველაზე სკანდალურ განშორებად დავასახელოთ, რადგან ამ ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა ნოე. ''რეიტინგთან''ინტერვიუში კი ეკამ განქორწინება დაადასტურა და დანანებით აღნიშნა, რომ მისი მეუღლის ''სექსისტორიების''კასკადი და მათი გასაჯაროების ინტენსივობა უკვე სინდრომია.