რა არის ზეციური ცეცხლი?!

რა არის ზეციური ცეცხლი?!
რა არის ზეციური ცეცხლი – ფოკუსი მორწმუნეთათვის, თუ ღვთაებრივი მინიშნება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას რუსი ფიზიკოსი შეეცადა. ატომური ენერგიის ინსტიტუტის მეცნიერმა შესძლო დაესკვნა, რომ ღვთიური ცეცხლი მართლაც ზებუნებრივი წარმომავლობისაა.

იონური სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ანდრეი ვოლკოვმა მოახერხა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი მაცხოვრის საფლავის ტაძარში.. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ეკლესიის და მეცნიერების ისტორიაში.

ექსპერიმენტი განხორციელდა აღდგომის დღესასწაულზე.. ზეციური ცეცხლის გადმოსვლის დროს, ტაძარში დამონტაჟებულმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს ელექტრომაგნიტური რადიაციის დიდი ნაკადის გამოსხივება.

ფიზიკა-მათემატიკის დოქტორს – ანდრეი ვოლკოვს ყოველთვის აინტერესებდა ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის – თვითაალების ფენომენი, რომელიც მაცხოვრის საფლავის ტაძარში ხდება ყოველ აღდგომის დღესასწაულზე… ცეცხლი თავად ჩნდება, პირველ წუთებში არც კი წვავს. ვოლკოვს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ეს ცეცხლი პლაზმური ხასიათის იყო. და ამ ვარაუდით დაიბადა იდეა,ცეცხლის გარდამოსვლის დროს, ეკლესიაში განესაზღვრათ ელექტრომაგნიტური რადიაცია.

-მე ვხვდებოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა წმინდა ადგილას აპარატურით შესვლა – ყვება ანდრეი ვოლკოვი – მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე მქონდა დიდი იმედი და მე გამიმართლა…

გარდამოსვლა

მეცნიერმა დაამონტაჟა ხელსაწყოები, რათა მომხდარიყო ღვთაებრივი ცეცხლის დროს ელექტრომაგნიტური ველების ურთიერთქმედების დაფიქსირება და გაანალიზება..

მაგრამ, თუკი არ მოხდებოდა ელექტრომაგნიტური ველის აწევა, ესე იგი ამდენი ხნის მანძილზე მორწმუნენი მხოლოდ ფოკუსს ელოდნენ..
ვოლკოვი აკვირდებოდა, თუ როგორ შედიოდა განმოსილი იერუსალიმის პატრიარქი, სანთლების კონით ხელში, მაცხოვრის საფლავის კელიაში… მორწმუნეები საოცრებას ელოდნენ.. გადმოცემის თანახმად თუკი არ გარდამოევლინებოდა ზეციური ცეცხლი, ეს იქნებოდა ნიშანი სამყაროს აღსასრულის. იმის შესახებ, რომ "სასწაული" მოხდა, ტაძარში მყოფთაგან ყველაზე ადრე ვოლკოვმა გაიგო: მისმა აპარატურამ დააფიქსირა ელექტრო ველის მკვეთრი აწევა…

- ეკლესიაში ელექტრომაგნიტურ ველზე ექვსსაათიანი დაკვირვების შემდეგ მოწყობილობამ ელ. ველის ორჯერ გაზრდა ზუსტად ცეცხლის გარდამოვლინების მომენტში დააფიქსირა – ამბობს მეცნიერი – ახლა უკვე ნათელია, რომ ღვთიური ცეცხლი არაა ადამიანური წარმოშობის. ეს არც სიცრუეა, არც მისტიფიკაცია : ცეცხლის მატერიალური “კვალის" ნახვაც კი შეიძლება…

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ამოუხსნელი ენერგიის ზრდა მივიჩნიოთ ღვთის გზავნილად, ანდრეიმ უპასუხა: ეს არის ღვთაებრივის მატერიალიზაცია, სხვა სახელს ამ მოვლენას ვერ დაარქმევ. ღვთის ნააზრევს ჩვენ ვერ ჩავწერთ ფორმულებით, მაგრამ უფალი ამ საოცრებით ყოველ წელს გვაძლევს მინიშნებას.
სტატიის წყარო:scandal.ge