ტესტი: რა არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარეები?

ტესტი: რა არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარეები?
დააკვირდით ფოტოს და შეეცადეთ მაქსიმალურად სწრაფად ამოირჩიოთ სურათზე ნაჩვენები რვა გამოსახულებიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. მოძებნეთ ამორჩეული ფიგურის ნომერი და შეიტყვეთ თქვენთვის დამახასიათებელი ძლიერი მხარეების შესახებ.

1. ტიპი - ლიდერი. ძლიერი მხარეები: ხელმძღვანელობისა და ორგანიზატორობის უნარი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრის ლამაზად და გამართულად ჩამოყალიბება. ასევე ადვილად განიცდით ადაპტაციას გარემომცველი სამყაროს მიმართ.

2. ტიპი - შემსრულებელი. ძლიერი მხარეები: პასუხისმგებლობის შეგრძნება და საქმისადმი სერიოზული მიდგომა. თქვენ ფლობთ იმავე თვისებებს, რასაც პირველი ტიპი, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გიჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. თქვენ პროფესიონალი ხართ და ნებისმიერი წამოწყებული საქმე ბოლომდე მიგყავთ. გარდა ამისა ძალიან დასაფასებელი პიროვნება ბრძანდებით თქვენი გულწრფელობის, სიმართლისადმი სიყავრულის, საიმედოობისა და შრომისმოყვარეობის გამო.

3. ტიპი - მერყევი. თქვენ ფლობთ ნამდვილ ტალანტს სხვადასხვა საქმეში. თქვენს მთავარ განსაკუთრებულობას უნივერსალურობა და შესაძლებლობების ფართო არეალი წარმოადგენს, თუმცა ხანდახან სენტიმენტალიზმი, მგრძნობიარობა გაიძულებთ, შეიტანოთ ეჭვი საკუთარ თავში. გამუდმებით გჭირდებათ მორალური თანადგომა და ნუგეში.

4. ტიპი - მეცნიერი. ძლიერი მხარეები: რაციონალიზმი, ანალიტიკური აზროვნების უნარი და შინაგანი სიმშვიდე. თქვენ გაქვთ საკუთარი აზრი და შეხედულება ყველა საკითხთან დაკავშირებით, გიყვართ საკუთარი თეორიების გამოვლენა და მომავალი ქმედებების წინასწარ დაგეგმვა. გონებამახვილობა და წინდახედულობა გეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

5. ტიპი - ინტუიციური. ძლიერი მყარეები: რამოდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, ერთი საქმიდან მეორე საქმეზე მომენტალურად გადართვის უნარი. თქვენ ფლობთ შესანიშნავ ინტუიციას, ხართ ალტრუისტული ადამიანი და გაქვთ არაჩვეულებრივი წარმოსახვის უნარი, ფანტაზია. გარდა ყოველივე ამისა, ძალიან კარგად შეგიძლიათ ემოციების კონტროლი.

6. ტიპი - შემოქმედი. ძლიერი მხარეები: მდიდარი წარმოსახვის უნარი და პრინციპულობა. თქვენ საკუთარი მორალური ნორმები გაქვთ დაწესებული და რთულია თქვენით მანიპულირება. მუდმივად გაქვთ განახლებადი იდეების წყარო და ცდილობთ თითოეული მათგანის განხორციელებას. სხვათაშორის ამას წარმატებულადაც ახერხებთ... გიყვართ რაღაც ახალის შექმნა და გამოგონება.

7. ტიპი - ემოციონალური. ძლიერი მხარეები: თანაგრძნობისა და დახმარების უნარი. თქვენ ყოველთვის მონახავთ ლამაზ, თბილ სიტყვებს ადამიანის დასამშვიდებლად, რაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი ემოციონალური მდგომარეობის მძევლად გაქცევთ ხოლმე. ძლიერი ემოციები გიბიძგებენ შეცდომის დაშვებისკენ.

8. ტიპი - მანიპულატორი. ძლიერი მხარეები: ადამიანით მანიპულირებუს უნარი. თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ სხვას გააკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ. შეგიძლიათ ადამიანი მოაქციოთ დიდი ფსიქოლოგიური წნეხი ქვეშ. ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს მკაცრ, სასტიკ და პრინციპულ ადამიანად ავლენთ.