5 რამ, რაც მამაკაცებს იმდენად აღიზიანებთ ქალებში, რომ მათი მოკვლის სურვილი უჩნდებათ

5 რამ, რაც მამაკაცებს იმდენად აღიზიანებთ ქალებში, რომ მათი მოკვლის სურვილი უჩნდებათ
ქალების შოპინგი

ყველა მამაკაცს გამოუცდია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეს გაუთავებელი ტანჯვა, რომელმაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება 5, ან სულაც 10 საათს გასტანოს. წარმოიდგინეთ არადა რამდენი კარგი რამის გაკეთებას შეძლებდით მთელი ამ დროის მანძილზე... დალევდით ლუდს მეგობრებთან ერთად, უყურებდით საყვარელ საფეხბურთო მატჩს ან სულაც უსაქმურად წამოგორდებოდით თქვენს საყვარელ ლოგინზე... ამ დროს კი ყოველივე ამის მაგივრად ზიხართ პუფზე და ელოდებით თქვენს ცოლს, თუ როდის მორჩება იგი შოპინგს. თქვენ დამარცხდით ტეტრისში, მოუსმინეთ საყვარელ სიმღერებს უკვე ასჯერ, გადაქექეთ საკუთარი სოციალური ქსელი, თუმცა თქვენი მეუღლე ჯერაც არ მორჩენილა შოპინგს... ყოველივე ამის გარდა ის გამუდმებით გისვამთ შეკითხვებს: "მიხდება?", "მოგწონს?", "ხომ არ მასუქებს?", თუმცა რა აზრიც არ უნდა გაგაჩნდეთ თქვენ, ეს მისთვის არაფერს ნიშნავს, იგი მხოლოდ ფორმალურად სვამს ამ კითხვებს... მამაკაცები დამეთანხმებით, რომ ყოველივე ეს აუტანელია!

ქალი გადის სახლიდან...

არ შეიძლება უბრალოდ კედების ჩაცმა და ნაგვის გადასაყრელად ორი ფეხის ნაბიჯზე გასვლა. სადაც არ უნდა იყოს წასასვლელი, ამის აუცილებელი წინაპირობა მინიმუმ 2 საათიანი მომზადებაა სარკისა და ტანსაცმლის კარადის წინ. ასევე არ უნდა დავივიწყოთ გარდაუალი პრობლემის არსებობის შესახებ "ვაიმე ძვირფასო, მე ხომ არაფერი მაქვს ჩასაცმელი", არადა ამ დროს მისი კარადა გამოტენილია 1000 წყვილი ფეხსაცმლითა და ნაირ-ნაირი კაბებით. აი ამ დროს ჩვენ კაცებს გვიჩნდება სურვილი, რომ მთელი ეს ნაგავი ერთიანად მოვათავსოთ სადმე, მოვასხათ ბენზინი, ცეცხლი წავუკიდოთ და ბოროტულად გადავიხარხაროთ!!! თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ტანსაცმლის დაწვა არაფერს შველის, რადგან სააბაზანოში სარკის წინ მილიონობით კოსმეტიკაა, რომელთა არჩევას კიდევ მინიმუმ ერთი საათი ჭირდება... რატომ ქალბატონებო, რატომ? გეყოთ! საკმარისია! დავიტანჯეთ! ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?!

ქალბატონი რულზე

არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ქალბატონებს უბრალოდ უნდა აეკრძალოთ საჭის წინ ჯდომა! რა თქმა უნდა ზოგიერთი მამაკაციც ვერ დაიკვეხნის მანქანის ტარების ცოდნით, თუმცა აქ საქმე სულ სხვა ფენომენალურ მოვლენასთან გვაქვს... მამაკაცი, თუნდაც ცუდი მძღოლი, არამც და არამც არ აუშვებს საჭეს ხელს იმ მიზნით, რომ სარკეში ჩაიხედოს და მაკიაჟი შეისწოროს... თქვენ რა ქალბატონებო ხუმრობთ?!

დიეტა

დიეტა ქალბატონებისთვის ეს იგივეა, რაც თევზაობა მამაკაცებისთვის - მთავარი პროცესია და არა შედეგი... თუმცა განსხვავება აქ მხოლოდ იმაშია, რომ მამაკაცი ადგება დილით ადრე და გავა ტბაზე სათევზაოდ, მოკალათდება გემრიელად და დატკბება სიმშვიდით, სიწყნარითა და ლამაზი ბუნებით, ხოლო ქალბატონები დიეტის დროს კიდევ უფრო აუტანლები ხდებიან, ვიდრე არიან! "როცა გშია, შენ შენ არ ხარ!" - ალბათ ყველას მოგისმენიათ ეს ფრაზა. ახლა კი წარმოიდგინეთ ქალბატონი, რომელიც ისედაც ბევრს ლაპარაკობს და შემდეგ წარმოიდგინეთ ქალბატონი, რომელიც საკუთარი თავისთვის ჭამის აკრძალვის შედეგად გაღიზიანებულია და ცუდ ხასიათზეა... აი როგორ წარმომიდგენია მე ნამდვილი ჯოჯოხეთი...

ის ყოველთვის მართალია...

არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ შუქნიშანზე იყავით გაჩერებული და ის უკნიდან დაგეჯახათ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ თქვენ მას რამე სთხოვეთ და მან ეს თხოვნა არ შეასრულა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ მან თქვენი მაისური უთოთი დაწვა, დამნაშავე ის არამც და არამც არ არის! მეტიც ყოველივე ამაში დამნაშავე თქვენ ხართ! რატომ დაატორმუზეთ მაშინ, როდესაც შუქნიშაზე წითელი ენთო?! რატომ სთხოვეთ მას რაღაცის გაკეთება?! რატომ საკუთარი ხელით არ გააუთოვე შენი ზედა?! მოკლედ გეტყვით, რომ კამათს არანაირი აზრი არ აქვს...