საყვარელი ყავის სახეობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საყვარელი ყავის სახეობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ ცოტა მოიძებნება ამ ქვეყანაზე ადამიანი, ვისაც დილის დაწყება არომატული ყავის თანხლებით არ სიამოვნებს (თუმცა არსებობენ, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც!). დღეს გადაწყვიტე, შაბათის ასტრო-გასტრონომიული განყოფილება, ზოდიაქოს ნიშნებისთვის შესაფერისი ყავის სახეობებზე საუბარს მივუძღვნა და გთავაზობთ თითიეული მათგანისთვის მისაღები ყავის ნაირსახეობას.

ვერძისთვის ყველაზე შესაფერისია ძლიერი ყავა - მაგალითად ესპრესო. თუმცა, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩამოსხმული დიდ ჭიქაში ან განეკუთვნებოდეს ორმაგ, ან სამმაგ დოზას.

კუროს ტკბილეული უყვარს, მისთვის საუკეთესო ვარიანტია მსუბუქი ყავა ლატე.

საყვარელი ყავის სახეობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითტყუპის ცხოვრების წესს ამერიკანო შეესაბამება. ეს ის ყავაა, რომლის ტარებაც შეიძლება შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე ტყუპს კი მოგეხსენებათ არასოდეს სცალია ერთ ადგილზე დასაჯდომად.

კირჩხიბისთვის იდეალურია კლასიკური კაპუჩინო გემრიელ ნამცხვრის ნაჭერთან ერთად.

ლომის მოხიბვლა, ცივი ყავით შეიძლება, რომელსაც თან ნაყინის სოლიდური პორციაც მოჰყვებ ბონუსად.

ქალწულისთვის დღის იდეალური დასაწყისია სამკურნალო მწვანე ყავა ან უკოფეინო ყავა ხილის მიუსლით.


სასწორს, როგორც ტკბილეულის დიდ მოყვარულს და დამფასებელს მოხიბლავს ე .წ. ბრაზილიური ყავა ნაღებითა და ცუკატებით.

მორიელისთვის საუკეთესო არჩევანია შავი ყავა კონიაკით.

ხოლო მშვილდოსანი კლასიკურ თურქულ ყავას დასჯერდება, სასურველია იყოს ეგზოტიკურად მოდუღებული - მაგალითად ქვიშაში.


თხის რქას ესიამოვნება იგივე თურქული ყავა ილითა და სანელებლებით.

ხოლო მერწყულისთვის შესაძლოა იდეალური ვარიანტი იყოს, რძიანი ყავა გახეხილი შოკოლადით.

რაც შეეხება თევზებს მათ ორმაგი ყავა მოეწონებათ (ხნსადი ყავისა და თურქული ყავის კრეატიული ნაზავი).