მებო ნუცუბიძეს გამოსვლაზე უკრაინულ Voice-ში, ჟიურიმ გახდა დაიწყო

მებო ნუცუბიძეს გამოსვლაზე  უკრაინულ Voice-ში, ჟიურიმ გახდა დაიწყო
მუსიკოსმა მებო ნუცუბიძემ, რომელმაც საქართველოში არაერთ მუსიკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ამჯერად უკრაინულ Voice-ში სცადა ბედი. მან რიანას We Found Love განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა და სამი მწვრთნელი შემოაბრუნა.

Океан Ельзи-ს სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი განსაკუთრებით მოიხიბლა მებოს შესრულებით და ყველას შეახსენა, რომ ადრე მის გუნდში ერთი ქართველი - ოთო ნემსაძე უკვე იყო და ახლაც სურდა, რომ მებო მის გუნდში ყოფილიყო. საბოლოოდ, ქართველმა მომღერალმა სწორედ ვაკარჩუკი აირჩია.