დათუნა მგელაძე რუსულ Voice-ში - ქართველი მომღერალი დიმა ბილანმა აირჩია
რუსულ Voice-ში ბრმა ქასთინგზე ქართველი მომღერალი დათუნა მგელაძე გამოჩნდა. 28 წლის მომღერალმა ჯორჯ ბენსონის Nothing’s Gonna Change My Love For You შეასრულა და მას პირველივე ნოტებზე შემოუბრუნდა დიმა ბილანი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავად დათუნას არ უნდოდა ამ სიმღერის შესრულება (რუსმა პროდიუსერებმა აურჩიეს) და არც ჟიურის წევრებს მოეწონათ მაინდამაინც ეს კომპოზიცია, თუმცა ქართველი მომღერლის ვოკალმა ბილანზე იმოქმედა და დათუნას მუსიკალური შოუს მორიგ ტურში ვიხილავთ.
დათუნა მგელაძე 2009 წელს "ჯეოსტარიდან" გაიცნო ქართველმა მსმენელმა.
დათუნა მგელაძე 2009 წელს "ჯეოსტარიდან" გაიცნო ქართველმა მსმენელმა.