ნუკა კვალიაშვილი: ''რომანტიკა სიყვარულის ძალიან ბანალური გამოვლინებაა...''
ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებისთვის მუსიკასთან ასოცირდება. გადავწყვიტეთ, ის თქვენთვის სხვა კუთხით დაგვენახვებინა. მომღერალი თავის ''დღიურში'' ხაზს უსვამს, რამხელა პასუხისმგებლობაა ბავშვების აღზრდა, ასევე საუბრობს თავის არაორდინარულ წარსულზე, ხასიათზე, ორიგინალურ შეხედულებებსა და მომავალ გეგმებზე.
საზოგადოებრივ მასკარადში
ამბობენ, რომ ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია და ჩვენი არსებობის ერთ-ერთი მიზანი თვითშეცნობაა. გამოცდილების საშუალებით აღმოვაჩინე, რომ სიტუაციების გავლენის ქვეშ ადვილად ვექცევი. ასეთ დროს ადამიანები ამბობენ, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო.
თუ ისეთ გარემოსა და ხალხში მოვხვდი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, რეალური ნუკა წინა პლანზე გადმოდის და ისეთ თვისებებს ამჟღავნებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ ჩანს.
საზოგადოება ერთ დიდ მასკარადად არის ქცეული, რომელსაც ყველა ჩვენი ნიღბით ვერევით.
ბავშვობა ლურჯი ელფერით
ჩემმა ბავშვობამ საინტერესოდ გაიფრინა, თუმცა საკმაოდ არასტანდარტული იყო, ექსკურსიაზე არასდროს ვყოფილვარ, დაბადების დღეებზეც არ დავდიოდი. არასდროს მიყვარდა დღესასწაულების აღნიშვნა.
11 წლის ასაკში თმა ლურჯად შევიღებე. დედაჩემი არ შემწინააღმდეგებია. მსგავს სურვილებზე ადვილად მთანხმდებოდა. მისთვის მიუღებელი იყო არა თმის უჩვეულო ფერი, არამედ უღირსი ნაბიჯები და ბოროტება. ყოველთვის მასწავლიდა, რომ სხვისთვის გული არ უნდა მეტკინა. ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება.
''ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი...''
საკმაოდ წინდახედული ვარ. გადაწყვეტილებებს დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ვიღებ. საკითხს ავწონდავწონი, განვჭვრეტ სავარაუდო მომავალს და ამის შემდეგ ვაკეთებ არჩევანს.
შვილების გულისთვის ყველაფერზე წავალ!
ჩემი პატარა პირველად ხელში რომ ავიყვანე, პასუხისმგებლობის გრძნობით ავივსე. მივხვდი, რომ მისთვის არაფერზე დავიხევდი უკან და დაუფიქრებლად გავწირავდი თავს. დღეს უკვე ორი შვილის დედა ვარ (ნუკი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ - ავტ.).
დედობას არ შევუცვლივარ, უბრალოდ, საჭირო გამოცდილება მომემატა.
...რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი
ჩემი გულის მოგება ძალიან ძნელია, რადგან ადამიანებს იშვიათად ვენდობი.
რომანტიკა ბანალურია
მეუღლე ცამეტი წლისამ ერთერთ ფორუმზე გავიცანი. ორივე ერთი და იმავე თამაშით ვიყავით გატაცებული და სწორედ მან დაგვაახლოვა.
ჩემი აზრით, რომანტიკა სიყვარულის ძალიან ბანალური გამოვლინებაა. შესაბამისად, რომანტიკული საერთოდ არ ვარ.
100%-ით კარიერისტი ქალი!
ძალიან კარგი მზარეული ვარ. კერძების მომზადება მსიამოვნებს, მაგრამ თუ განწყობა არ მაქვს, ვერაფრით შემიყვან სამზარეულოში. 100%-ით ვიცი, რომ დიასახლისობა საჩემო საქმე არ არის.
ღალატი და ტყუილი გამართლებულია...
ხალხი ხშირ შემთხვევაში ერთი კუთხიდან უყურებს მოვლენებს და ავიწყდებათ, რომ მეორე მხარეც არსებობს. ძირითად შემთხვევაში ღალატი და ტყუილი, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია, მაგრამ მოდით, გამონაკლისებს გადავხედოთ.
ცხოვრებისეულ მაგალითს მოვიყვან, გათხოვების შემდეგ ქალები თავს აღარ უვლიან და გაიძახიან, ჩემს ქმარს მოუწესრიგებელიც ვეყვარებიო. რეალურად მამაკაცს სურს, გვერდით სექსუალური და ლამაზი ქალი ჰყავდეს. ასეთი გამოჩნდება და მეუღლეს მასთან ღალატობენ. როგორ შეიძლება ამ დროს კაცის გამტყუნება?! ''რასაც დასთეს, იმას მოიმკი''.
ჩემი საუკეთესო მრჩეველი
საუკეთესო მრჩეველად საკუთარი თავი მიმაჩნია. ძალიან მიყვარს ფიქრი და ფსიქოლოგიაში საკმაოდ კარგად ვერკვევი. ამასთან, განვითარებული ინტუიციით ვარ დაჯილდოებული. კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსავალს ადვილად ვპოულობ. ხშირ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე.
უსამართლობის წინააღმდეგ!
ანგარებიანი ადამიანები მაღიზიანებენ, მეგობრებს გამორჩენის პრინციპით რომ ირჩევენ და ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ თავის სასარგებლოდ. უსამართლობასაც ვერაფრით ვეგუები.
ჩემი ბედნიერება სხვის ბედნიერებაზეა გადაჯაჭვული
მაბედნიერებს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები კარგად გრძნობენ თავს. ვცდილობ, მათ სახეზე ღიმილი გამოვიწვიო.
ქვეყანა, რომელიც შემოქმედებით ადამიანებს ფრთებს ატეხს
საქართველო ოცნებების ახდენისთვის იდეალური ქვეყანა ნამდვილად არ არის. აქ წარმატება
გაცილებით რთულად მიიღწევა, ვიდრე უცხოეთში. არავინ დაიტრაბახოს, რომ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ადრე გეგმავდა. სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა რომ არ გავითვალისწინოთ, ზოგადად ცხოვრებაა სიურპრიზებით სავსე. მოულოდნელი მოვლენები ხშირად გვაგდებს კალაპოტიდან.
რა თქმა უნდა, სურვილების რაღაც ნაწილი განვახორციელე, მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.
სიტყვების მაგიური როლი ჩვენს ცხოვრებაში
მჯერა, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს, თუ იწუწუნებ: არ მიმართლებს და მუდამ უბედური ვარო, აუცილებლად გეწვევა განსაცდელი.
ქვას ცრემლები არ სდის
რთულია ჩემი აცრემლება. თითქმის არასდროს ვტირი... ქვასავით ვუხვდები განსაცდელს, ალბათ იმიტომ, რომ არაფრის მეშინია.
სევდა მერევა, როდესაც გაჭირვებულ მოხუცებს ან უპატრონო ცხოველებს ვხედავ. ფინან-სური კრიზისი და შესაბამისად შიმშილობა ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა.