10 რამ, რაც თბილისში ყველას ნერვებს უშლის
თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია და ბუნებრივია, მას ხიბლს ის ადამიანები სძენენ, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ. თბილისელები ძალიან ხშირად ბრაზობენ ამა თუ იმ პრობლემაზე და ჩვენც გადავწყვიტეთ, იმ ძირითადი ათი საკითხის შესახებ დაგვეწერა, რაც თბილისელებს აღიზიანებთ.
1. ტაქსისტები.
მათი მომსახურება ქალაქში ყველას სჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ვბრაზობთ მათზე. სწორედ ტაქსისტებს ეხებათ სოციალური ქსელის მომხმარებელთა სტატუსების უმეტესობა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ტასქისტები ხშირად მართლაც სცოდავენ. როგორც წესი, თუ 3 ლარზე შეგითანხმდებიან და ხუთლარიანს მიაწვდი, არ აქვთ ხურდა, რომ დაგიბრუნონ და იქამდე წუწუნებენ, სანამ მთელ თანხას არ დაუტოვებ, რადგან ძალიან, ძალიან გეჩქარება.
ტაქსის მძღოლთა უმეტესობა უსმენს ისეთ რადიოს, რომელიც მხოლოდ მას ან მაქსიმუმ რადიოს წამყვანს უყვარს. ხშირია, როდესაც ტაქსისტი რაიონიდანაა ჩამოსული და არ იცის ისეთი საკვანძო ადგილები, როგორიცაა: მერვე საავადმყოფო, "დინამოს" სტადიონი და სხვა.
2. ავტობუსის კონტროლიორი.
ეს ხალხი მთელ ქალაქს უშლის ნერვებს. მათ წინააღმდეგ ისე ერთიანდება ერი, რომ ასეთი ერთობა, ალბათ, მხოლოდ 9 აპრილს იყო. ავტობუსში ამოსულ კონტროლიორს, რომელიც რეალურად, მხოლოდ კანონის დაცვისაკენ მოგვიწოდებს, ყველა პირად მტრად აღიქვამს, რადგან ის ბილეთის აღებას გვთხოვს. მას ათასნაირი ხერხით ვატყუებთ, არ ვიღებთ ბილეთს და მას შემდეგ, რაც ის ჩავა ავტობუსიდან, ველოდებით ბილეთს ევროკავშირის მიმართულებით.
3. ქვეითი მოსიარულე.
ეს ხალხი, როგორც წესი, მძღოლებს უშლიან ნერვებს და უჩენენ თავსატეხს. თბილისელთა უმეტესობა "ვერ ხედავს" ქვეითთა გადასასვლელ ხიდს, თუმცა კარგად ამჩნევს გზას და პირდაპირ ცდილობს მის გადაჭრას. მძღოლი კი, რომელიც გზას არ უთმობს, აუცილებლად წყევლის, ან გინების ობიექტი ხდება. ფეხით მოსიარულეთა უმეტესობამ არ იცის გზაზე გადასვლის ელემენტარული წესი და ხშირად სწორედ ისინი ქმნიან ავარიულ სიტუაციებს და ხდებიან უახლოესი ჰოსპიტალის კლიენტები.
4. დაუდევარი მძღოლები.
ჩვენი მცირე გამოკითხვის შედეგებში ნერვების მომშლელთა ერთ-ერთი უპირობო ლიდერები დაუდევარი მძღოლები არიან, რომლებიც ხშირად არღვევენ საგზაო ნიშნებს ისე, რომ ქვეითის სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს. იმის მიუხედავად, რომ შუქნიშანი წითელს აჩვენებს, საკმაოდ მაღალი სიჩქარით განაგრძობენ სიარულს. როგორც ჩანს, თბილისელი მძღოლების დიდმა ნაწილმა "დაამუღამა" ქუჩები, სადაც ვიდეოკონტროლი არ ხორციელდება, მათი დაუდევრობა კი მწვანეზე მიმავალ მოსიარულეს უდიდეს საფრთხეს უქმნის.
კიდევ ერთი, რასაც დაუდევარი მძღოლები სცოდავენ, ტროტუარებზე სიარული და "ზებრას" დაიგნორებაა...
5. საცობები.
ამას ათასობით მიზეზი აქვს, თუმცა უპირველესი მაინც წვიმაა. სწორედ ამ ბუნებრივ მოვლენას მოჰყვება ხოლმე ქალაქში კილომეტრიანი საცობები. ამის მიზეზი მძღოლებიც არიან, რომელთა უმეტესობა ცდილობს, საცობიდან რაიმე ხრიკით გამოძვრეს და ამით კიდევ უფრო დიდ საცობს ქმნიან.
6. დაუბანლობა.
საინტერესოა, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებას ხშირად ის ადამიანები გამოხატავენ, ვინც თავადაა ამ პრობლემის წყარო. ამ პრობლემიდან პირდაპირ მოდის მეორე უფრო დიდი პრობლემა - ოფლის სუნი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურულ სივრცეში საოცარ არომატს იწვევს. ორივე ეს პრობლემა ძალიან იოლად გადასაჭრელია, მაგრამ არავინ ცდილობს მის გადაჭრას.
7. დაზიანებული გზები.
დაზიანებული გზები ჩვენს ნერვებსაც აზიანებს ყოველ დილით, თუ საღამოს. მაგრამ დედაქალაქში ასე მომრავლებული ორმოები, რომელთა შეკეთებას დედაქალაქის მერია
უკვე თვეებია ვერ ახერხებს, დამატებით მიზეზს ქმნის საცობისთვის...
8. ქუჩაში დაყრილი ნაგავი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ყველას გაღიზიანებას იწვევს, მაინც არავინ ცდილობს ურნამდე მისვლას. ბევრი ამის მიზეზს იმით ხსნის, რომ ურნიდან ამოსულ ნაგვის სუნს ვერ იტანს. მავანში კი NBA-ს ვარსკვლავის, აწ გარდაცვლილი ჩემბერლენის სული რეინკარნირდება და პერიმეტრიდან ცდილობენ ნაგვის სროლას, მაგრამ როგორც წესი, აცილებენ. თუმცა ეს ხალხი დაახლოებით 10 წუთში იწყებს წუწუნს, რომ ქუჩაში ნაგავი ყრია.
9. აგრესიული მათხოვრები.
როგორც წესი, მათხოვარი მოკრძალებულია და მორიდებით ითხოვს დახმარებას. თბილისელთა სამართლიან გაღიზიანებას იწვევს ქუჩაში მყოფი არცთუ ცოტა მათხოვარი, რომელიც შემწეობას აგრესიულად ითხოვს, ხოლო თუ დაგინახა, რომ ხურდა გაქვს, მაგრამ არ აძლევ, არც წყევლას ერიდებიან.
10. ნაგვის მანქანები.
მახსოვს, წლების წინ, როდესაც თინა ხიდაშელი ოპოზიციაში იყო, ერთ-ერთი სატელევიზიო დებატისას მის ოპონენტს "ნაციონალური მოძრაობიდან" ეუბნებოდა, სადმე, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ქალაქში ნაგვის მანქანები დღისით მოძრაობდნენ და ქუჩებში საცობს ქმნიდნენო? სამწუხაროა, რომ ხიდაშელს ეს დღეს აღარ აწუხებს. რასაც ვერ ვიტყვით ამ ქალაქის მაცხოვრებლებზე, რომლებსაც პიკის საათებში, თბილისის ისედაც ვიწრო ქუჩებში მხოლოდ იმის გამო უწევს შეყოვნება, რომ დასუფთავების სამსახურს ნაგავი გააქვს. როგორც წესი, ეს პროცედურა, ღამის საათებში უნდა ხდებოდეს...
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც თბილისელებს აღიზიანებთ, თუმცა აბსოლუტურად ყველა პრობლემის სათავე ჩვენ თავადვე ვართ და სწორედ ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება. მთავარია მონდომება და პრობლემის საკუთარ თავში ძიება.