17 წვრილმანი, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავისა და სხეულის შეყვარებაში

17 წვრილმანი, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავისა და სხეულის შეყვარებაში
თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები სოციალურ ქსელში იდეალური ფიგურისა და ულამაზესი სახის მქონე ათასობით ქალბატონის სურათს ტვირთავენ. რთულია ყოველივე ამის შემხედვარემ არ დაკარგო თავდაჯერებულობა და ირწმუნო საკუთარი თავის. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ულამაზესი ფიგურის მქონე ფიტნეს-მოდელების სხეულებს, რომელთა ფონზე ჩვენ თვითშეფასების უნარი გვიდაბლდება და საკუთარი თავის ლანძღვას ვიწყებთ. დროა შეწყვიტოთ თვითგვემა, შეიყვაროთ თავი და იყოთ ბედნიერები, რადგან თქვენ ულამაზესი ხართ!

მთელ სახლში გააკეთეთ ჩანაწერები, რომელიც შეგახსენებთ, რომ თქვენ ულამაზესი ხართ...

17 წვრილმანი, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავისა და სხეულის შეყვარებაში
გადაიღეთ სელფი და განათავსეთ იგი სოციალურ ქსელში დაუყონებლივ, თუნდაც იგი არ გამოვიდეს კარგი.


იამაყეთ საკუთარი თავის მიუხედავად იმისა, მიაღწიეთ, თუ არა დასახულ მიზანს.


გაუკეთეთ კომპლიმენტები საკუთარ თავს ყოველდღიურად.


მოეშვით საზიზღრობების ლაპარაკს საკუთარი სხეულის შესახებ.


თუ თქვენ საკუთარი თავის ლანძღვას ვერ ეშვებით, მაშინ გახსენით სპეციალური ყულაბა, რომელშიც ჩააგდებთ ფულს ყოველ ჯერზე თავის გალანძღვისას. ასე თქვენ გაათვითცნობიერებთ და თვალსაჩინოდ დაინახავთ, თუ რამდენად არანორმალური და უბრალოდ სულელურია საკუთარი თავის ლანძღვა.


ჩაიცვით ყველაფერი, რაშიც სექსუალურად გრძნობთ თავს და უბრალოდ დაივიწყეთ სხვა ადამიანების აზრებისა და შეხედულებების შესახებ.


მოძებნეთ საქმიანობა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეცნობაში და ხელს შეგიწყობთ თქვენი სხეულის უნიკალურობის დადგენაში.


გააკარით კედელზე სამოტივაციო სტიკერები.


მიწერეთ საკუთარ თავს სასიყვარულო წერილი.


აჩუქეთ დღევანდელი დღე მხოლოდ საკუთარ თავს.


გაიღიმეთ ხშირად და გაიცინეთ კიდევ უფრო ხშირად!


ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე დაცინვის და სხვებსაც მიეცით უფლება, რომ დაგცინონ თქვენ.


ჩაეხუტეთ საკუთარ თავს რთულ მომენტებში და გაიხსენეთ, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ.


თქვენი მეგობრები გამუდმებით ტვირთავენ იმ ადამიანების სურათებს, რომლებითაც ისინი ამაყობენ, ხოლო თქვენ ატვირთეთ მხოლოდ საკუთარი თავის ფოტოები!


როდესაც ვიღაც გაქებთ, უბრალოდ კომპლიმენტად მიიღეთ ყოველივე მისი ნათქვამი და ნუ შეეცდებით მის უარყოფას.


ყველგან, სადაც და რა სიტუაციაშიც არ უდნა იმყოფებოდეთ, გამოასხივეთ თავდაჯერებულობა!